გოზინაყი — საახალწლო ტკბილეული. წვრილად დაჭრილი და თაფლში მოხარშული ნიგოზი (იშვიათად ნუში ან თხილი). ახალი წლის მისალოცი ტაბლის — აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გოზინაყი ჩურჩხელას ეწოდებოდა. ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და „ბატონებს“ სწირავდნენ — თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, კაკალს „ბატონებს“ უკმევდნენ, (ბაზმა). სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რომლითაც ვითომც უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები.

გოზინაყი

ლიტერატურა

რედაქტირება