Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერწო.

ერწოს ტბაკარსტული ტბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, ზღვის დონიდან 1710 მ სიმაღლეზე.[2] ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². საშუალო სიღრმე 2,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 19 მ. აუზში განვითარებულია საშუალომთიანი რელიეფი. ტბას ერთვის 3 მუდმივი შენაკადი.[3] მოქცეულია ერწო-წონის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული არასწორი ოვალური ფორმა. ტბის წყლით გამოვსებულია 4 კარსტული ძაბრი, მათი შემჩნევა მახლობელი მთებიდანაც შეიძლება. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყლების როლი ტბის მომარაგებაში შედარებით მცირეა.[4] ტბის წყლით საზრდოობს მდინარე ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი ერწოსწყალი. ტბის მაქსიმალური დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზაფხულში კარგად თბება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ზამთარში იყინება თითქმის 5 თვის განმავლობაში. ტბაში თევზი არ იცის. ერწოს ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[4] ტბის აღმოსავლეთით განლაგებულია სოფელი ერწო.

ერწოს ტბა
Lake Ertso - Shida Kartli, Georgia (02).jpg
კოორდინატები: 42°28′13″ ჩ. გ. 43°45′07″ ა. გ. / 42.4703333° ჩ. გ. 43.7520833° ა. გ. / 42.4703333; 43.7520833
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1710 
ფართობი 0,31 კმ²
საშუალო სიღრმე 2,1 
მაქსიმალური სიღრმე 19 
ერწოს ტბა — საქართველო
ერწოს ტბა
ერწოს ტბა — შიდა ქართლი
ერწოს ტბა

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 64, თბ., 2009.
  2. ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 95.
  3. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  4. 4.0 4.1 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 218, წ. 1982.