მარჯანიშვილი (თბილისის მეტრო)

მარჯანიშვილი (ყოფილი მარჯანიშვილის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სადგურის მოედნისა და რუსთაველის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სამგზავრო დარბაზის ქვედა პლატფორმის არქიტექტორები იყვნენ გ. მელქაძე, თ. მიქაშავიძე, ნ. ქვარცხავა, ი. ყავლაშვილი; ვესტიბიულისა — მ. მელია.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„მარჯანიშვილი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
ამოსასვლელი 41°42′35″N 44°47′52″E / 41.709846377317014° ჩ. გ. 44.79764290219433° ა. გ. / 41.709846377317014; 44.79764290219433
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
გახსნის თარიღი 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11)
წინა სახელები მარჯანიშვილის მოედანი
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი გ. მელქაძე
თ. მიქაშავიძე
ნ. ქვარცხავა
ი. ყავლაშვილი
მ. მელია (ვესტიბიული)
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი კოტე მარჯანიშვილის მოედანი
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„მარჯანიშვილი“ ვიკისაწყობში

ზედა ვესტიბიული ჩაშენებულია საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის“ შენობაში. ინტერიერი სადაა, მოპირკეთებულია წითელი და რუხი მარმარილოთი; მიწისქვეშა დარბაზს უკავშირდება ესკალატორით, იგი თბილისის მეტროში უძველესია (ტიპი ЭМ-5.5). მიწისქვეშა სადგურში თეთრი კამარისა და კედლების ფონზე კონტრასტულადაა დაპროექტებული შავი პოლირებული გრანიტის იატაკი და რუხი მარმარილოთი მოპირკეთებული თაღები.[1] მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოცემული (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი). სწორედ მის სახელს ატარებს სადგური. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.