პილონური სადგური
პილონური სადგური[1] — დიდ სიღრმეზე მდებარე მეტროსადგური, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მშენებლობის თავისებურებაა — ცენტრალური დარბაზისა და გვერდითი დარბაზებისთვის გვირაბები გაჰყავთ ცალ-ცალკე. ეს ღრმა ჩაწოლის მეტროსადგურის მოწყობის ყველაზე ძველ მეთოდს წარმოადგენს. საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყველა მსგავსი სახის სადგური შენდებოდა დახურული წესით.
პილონური სადგური შედგება სამი დამოუკიდებელი დარბაზისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია პილონებით და მათ შორის არსებული სივრცე გამოიყენება მგზავრთა მიმოსვლისთვის. პილონური სადგურები შენდება რთული გეოლოგიური პირობების შემთხვევაში, რადგან ამ სახის სადგურები უფრო მდგრადია გრუნტის წნევის მიმართ (სტრუქტურის დატვირთვა, საშუალოდ არ აღემატება 40%-ს, მაშინ როცა კოლონური სადგურის შემთხვევაში მერყეობს 52%-იდან 65%-მდე). მის უარყოფით მხარეს წარმოადგენს პილონებს შორის გასასვლელების სივიწროვე, რაც თავის მხრივ მეტად ამცირებს მგზავრთა გამტარუნარიანობას.
თბილისის მეტროპოლიტენში პილონური სადგურებია[2]: „ნაძალადევი“, „მარჯანიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „ავლაბარი“, „300 არაგველი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-28. ციტირების თარიღი: 2018-03-07.
- ↑ http://www.tramvai.ge/en/metro-gallery/