ნაძალადევი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური
ნაძალადევი (ყოფილი ოქტომბერი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც გოცირიძესა და სადგურის მოედან 1-ს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები თ. თევზაძე და რ. კიკნაძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
„ნაძალადევი“ | |
---|---|
რუს. Октябрьская![]() პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
სადგურის ინტერიერი | |
ამოსასვლელი | 41°43′57″N 44°47′49″E / 41.73258514197431° ჩ. გ. 44.796879925939535° ა. გ. |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
გახსნის თარიღი | 11 იანვარი, 1966 |
წინა სახელები | ოქტომბერი |
ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
თ. თევზაძე რ. კიკნაძე |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი | ცოტნე დადიანის ქუჩა |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„ნაძალადევი“ ვიკისაწყობში |
ზედა სადგური მსუბუქი, მთლიანად შემინული ნაგებობაა. ქვედა სადგური სამ ნაწილადაა გაყოფილი გეგმით მართკუთხა პილონებით. გადახურვა არქიტრავულია. პილონები მოპირკეთებულია მონაცრისფრო მარმარილოთი, იატაკი — რუხი გრანიტის ფილებით.[1] მოსაცდელ დარბაზში კედელზე ა. გურგენიძის მიერ შესრულებული მოხატულობაა. პანოზე ღამეული ქალაქი და მიწის ქვეშ მოსიარულე მატარებლებია გამოსახული.
-
ვესტიბიული
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 667, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.