ლაცგა

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში

ლაცგამთა საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წაყლგამყოფ ქედზე, მდინარეების მესტიაჭალისა (ენგურის სისტემა) და ადირსუს (ბაქსანის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4019 მ. დაჰყურებს ლეხზირის მყინვარის სათავეს. აგებულია პალეოზოური გრანიტებით. დაფარულია მყინვარებით. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1933 წელს (ა. ჯაფარიძე, დ. ფურცელაძე, ი. მარი).

ლაცგა
კოორდინატები: 43°10′25″ ჩ. გ. 42°47′47″ ა. გ. / 43.17361° ჩ. გ. 42.79639° ა. გ. / 43.17361; 42.79639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 4019 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გრანიტი
პირველი ასვლა 1933
ლაცგა — საქართველო
ლაცგა
ლაცგა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაცგა

ლიტერატურა

რედაქტირება