სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქსანი.

ბაქსანი, აზაუ (რუს. Баксан, Азау) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მდინარე მალკის მარჯვენა შენაკადი (თერგის აუზი). სიგრძე 173 კმ. აუზის ფართობი 6 800 კმ2. სათავე აქვს იალბუზის რაიონის მყინვარებში. ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვევით კი ვაკეზე მიედინება. საზრდოობს მყინვარის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. ბაქსანის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები თირნიაუზი და ბაქსანი. მდინარეზე აგებულია ბაქსანის ჰესი. ბაქსანსა და მისი შენაკადების სათავეებში ალპინისტური და ტურისტული ბაზებია.

ბაქსანი, აზაუ
ქვეყანა რუსეთი
ქალაქები თირნიაუზი, ბაქსანი
სათავე იალბუზის მყინვარები
სიგრძე 173 კმ
აუზის ფართობი 6 800 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ბაქსანი, აზაუ ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება