მალკა ან ბალიქსუ (ყაბ. Балъкъ, ყარაჩ.-ბალყ. Балыкъ суу) — მდინარე ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე (მდინარე ყიზილქოლის სათავიდან) 210 კილომეტრი. აუზის ფართობი 10 ათასი კმ². სათავე აქვს იალბუზის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე მყინვარებში. ზემოთში მთის მდინარეა, ქვემოთ ვაკეზე მიედინება. იყენებენ სარწყავად. შერეული საზრდოობის მდინარეა. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში. საშუალო ხარჯი შესართავიდან 28 კილომეტრზე 97,8 მ³/წმ. იყინება ქვემოთში. მარჯვნიდან უერთდება მდინარე ბაქსანი. მალკის ნაპირზეა ქალაქი პროხლადნი.

მალკა

მალკა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქები პროხლადნი
სათავე იალბუზი
სიგრძე 210 კმ
აუზის ფართობი 10 000 კმ²
მალკა ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება