ტობავარჩხილი

ტბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ტობავარჩხილი (მეგრ. ვერცხლის ტბა, ტბავერცხლი) — მყინვარული ცირკის ტიპის ტბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ, საშუალო სიღრმე — 15,8 მ, წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტობავარჩხილი გამდინარეა. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. ტბაში თევზი არ იცის.

ტობავარჩხილი
კოორდინატები: 42°47′04″ ჩ. გ. 42°14′30″ ა. გ. / 42.78444° ჩ. გ. 42.24167° ა. გ. / 42.78444; 42.24167
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2650 
ფართობი 0,21 კმ²
მოცულობა 0,0033 კმ³
საშუალო სიღრმე 15,8 
მაქსიმალური სიღრმე 35 
აუზის ფართობი 1,12 კმ²
ტობავარჩხილი — საქართველო
ტობავარჩხილი
ტობავარჩხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ტობავარჩხილი

მითოლოგია

რედაქტირება

ტბის შესახებ ქართულ მითოლოგიაში არსებობს მითი.

ამ ვერცხლის ტბის ისეთი მოკრძალება ჰქონიათ, რომ ყველა ერიდებოდა მის მახლობლად გაჩერებას. ერთხელ ერთი მდიდარი მწყემსი ცხვარს მიერეკებოდა და, როგორც კი ვერცხლის ტბას მიუახლოვდა, მოულოდნელად ნისლმა დაფარა იქაურობა. მწყემსმა და მისმა ფარამ ნაბიჯიც ვერ წადგა წინ. მწყემსს არ უნდოდა ტბის სიახლოვეს გაჩერებულიყო, მაგრამ იძულებული გახდა საქონელი აქ დაებინავებინა. ბედს აქ მოვუყვანივარ და, თუ დასაღუპავი ვარ, დავიღუპო, თუ გადასარჩენი, გადავრჩებიო. გამოარჩია ერთი საუკეთესო ვერძი, ღმერთს შესწირა მსხვერპლად, ილოცა და შესთხოვა: მაპატიე ამაღამ აქ დარჩენა და, რასაც დამიწესებ, იმას აღვასრულებო. და დარჩა ღამის გასათევად. შუაღამისას ვერცხლის ტბიდან ამოვიდა ოქროსბეწვიანი ვერძი და ფარაში ყველა ცხვარი დაამაკა. გათენდა თუ არა, მწყემსმა გარეკა თავისი ფარა და მშვიდობით გავიდა საძოვრებზე. დოლის დრო რომ მოვიდა, ყველა დამაკებულმა ცხვარმა ოქროსბეწვიანი ბატკანი მოიგო. ყველას გაუკვირდა ეს ამბავი. ჰკითხეს მიზეზი, მაგრამ მწყემსს არ უნდოდა საიდუმლოს გაცემა. ბოლოს გამოტეხეს მწყემსი, ალბათ ვერცხლის ტბის მიზეზი იქნებაო, ერთი ღამე იქ გავათიეო. შეშურდა ერთ მწყემსს, ადგა და განზრახ გაემართა ვერცხლის ტბისკენ, რომ იქ ღამე გაეთია და ბედს სწეოდა. მუხლი კი მოიდრიკა, ილოცა, აღუთქვა, თუ ოქროსბეწვიან ბატკნებს მიბოძებ, ცხვარს შეგწირავო. წინასწარ ვერძის შეწირვა კი დაენანა. არც ლოცვა-ვედრება იყო გულითადი და არც აღთქმა. შუაღამე რომ შეიქნა, ამოვიდა ოქროსბეწვიანი ვერძი, გაუძღვა ფარას და წყალში შეიყვანა. ერთი ცხვარიც არ დარჩენილა ხმელეთზე, ყველა ტბამ შთანთქა.

ლიტერატურა

რედაქტირება