ისლამი საქართველოში

ისლამი საქართველოში — სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგია თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით 398 677 მუსლიმი მოქალაქეა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებში მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ისლამი რესპუბლიკაში მრავალეთნიკურია. მას დიდი უმრავლესობით ადგილობრივი აზერბაიჯანელები აღმსარებლობენ (მათ შორის არიან როგორც შიიტები ასევე სუნიტებიც), ნაკლებად მრავალრიცხოვანები ჩეჩენი ქისტები, მესხი თურქები, და ასევე, გარკვეული დათქმებით, აჭარელები და აფხაზები, თუმცა მეორეთა რაოდენობა თანამედროვე საქართველოში მინიმალური. დღეისათვის 286 მეჩეთი და სალოცავი სახლი მოქმედებს. საქართველოში მაცხოვრებელი მუსლიმები გამოირჩევიან მსოფლიო მუსლიმებისგან იმით, რომ ერთ მეჩეთში ერთად ატარებენ მსახურებას სუნიტები და შიიტები.

თბილისის მეჩეთი.

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აჭარაში მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა 132 852 აღწევს. საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი მუსლიმი აღმსარებლობის მქონე ადამიანი ქვემო ქართლში ცხოვრობს — 182 216. მუსლიმების რაოდენობა კახეთში არის 38 683, გურიაში — 12 951, იმერეთში — 931, მცხეთა-მთიანეთში — 2 296, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 766, სამცხე-ჯავახეთში — 6060, შიდა ქართლში — 5650. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 398 677 მუსლიმი ცხოვრობს.[1]

საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან, VII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. არაბმა ხალიფამ ჰაბიბ იბნ მასლამა ალ-ფიჰრიმ სომხეთი და საქართველო დაიპყრო. თბილისის მოსახლეობას მან მისცა „დაცვის სიგელი“. ქართველებს ან ისლამი უნდა ეღიარებინათ ან ხარკი, ნაცვლად კი — მშვიდობისა და ხელშეუხლებლობის გარანტია. ქართველებმა ხარკის გადახდა ირჩიეს. ისლამის გასავრცელებლად იყო მივლენილი რჯულის მეცნიერი აბდ ჯაზ ას-სულამი. დაიწყო ინტენსიური ისლამიზაცია.

პირველი მუსლიმთა გაერთიანება შეიქმნა თბილისში და დმანისში. სამხრეთ საქართველოში ისლამის გავრცელება დაიწყო XVI საუკუნეში. ამავე პერიოდიდან ისლამი ოსმალეთის მიერ დაპყრობილ აფხაზეთშიც გავრცელდა. ისლამს უფრო მეტად თავადაზნაურები იღებდნენ, დაბალი ფენა კი ინარჩუნებდა ქრისტიანობას. კახეთიდან შაჰ-აბასმა ქართველები ირანს გადაასახლა (ფერეიდანი) და გაამაჰმადიანა, აგრეთვე ინგილოებიც, რომლებიც ზაქათალაში, ბელაქანში და კახში (აზერბაიჯანი) ცხოვრობენ. სამხრეთ საქართველოში ისლამი ეტაპობრივად გავრცელდა ჯერ ლაზეთში, შემდეგ ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობებში და ბოლოს ქვემო გურიაში.

XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია იწყებს ომებს ოსმალეთის წინააღმდეგ, რამაც დააშინა ქართველი მუსლიმანები და რჯულის დაკარგვის შიშის გამო მრავალმა მათგანმა თურქეთს შეაფარა თავი. მაგრამ ქართველი ინტელიგენციის ძალისხმევით ემიგრაცია შეწყდა და ბევრი მუჰაჯირი მამაპაპურ კერას დაუბრუნდა. XX საუკუნის დასასრულიდან საერთო რელიგიურ გამოცოცხლებას საქართველოში მოჰყვა როგორც რექრისტიანიზაცია, ასევე რეისლამიზაცია.

1823 წელს ცარისტული რუსეთის გადაწყვეტილებით თბილისში დაარსდა შეიხულისლამის ოფისი, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიაში მცხოვრები მუსლიმები მოსახლეობის კონტროლი იყო. შეიხულისლამი იმპერიის შიიტური მოსახლეობის სულიერი ლიდერი იყო. 1832 წელს სუნიტების მიერ შეიქმნა სამუფთო. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შედეგად ეს პოზიციები გაუქმდა. 1918 წელს ბაქოში ჩამოყალიბდა შეიხულისლამის ოფისი და მოქმედებდა ორი წლის განმავლობაში, იქამდე სანამ მას ბოლშევიკები არ გააუქმებდნენ. მოგვიანებით, 1944 წელს ბაქოში დაარსდა კავკასიის მუსლიმთა სამმართველო. 2011 წლის მაისში საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაარსებამდე, საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა ბაქოში დაფუძნებულ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან იყვნენ დაკავშირებული.[2]

2002 წლის აღწერით ისლამის მიმდევრად თავს 433 784 მოქალაქე მიიჩნევდა, რაც მთელი მოსახლეობის 9,92 %-ს შეადგენდა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობდა 398 677 მუსლიმანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 10,7%-ს შეადგენდა. მუსლიმანთა უმეტესობა ცხოვრობდა სასოფლო დასახლებებში (298 668 ადამიანი, ან,75% მუსლიმანთა მთლიანი მოსახლეობის).[3]

 
ისლამი საქართველოში მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად.
რეგიონი/მუნიციპალიტეტი მოსახლეობა (2014) მუსლიმების რაოდენობა %
ხულო 23 327 22 072 94,6%
მარნეული 104 300 86 777 83,2%
შუახევი 15 044 11 193 74,4%
დმანისი 19 141 12 340 64,5%
ბოლნისი 53 590 33 716 62,9%
ქედა 16 760 10 411 62,1%
ხელვაჩაური 51 189 28 841 56,3%
ქვემო ქართლი 423 986 182 216 43,0%
გარდაბანი 81 876 35 145 42,9%
აჭარა 333 953 132 852 39,8%
წალკა 18 849 7 375 39,2%
საგარეჯო 51 761 15 804 30,5%
ქობულეთი 74 794 21 573 28,8%
ბათუმი 152 839 38 762 25,4%
ლაგოდეხი 41 678 9662 23,2%
ადიგენი 16 462 3302 20,1%
ახმეტა 31 461 5950 18,9%
ოზურგეთი 48 078 7649 15,9%
ჩოხატაური 19 001 2435 12,8%
თელავი 38 721 4893 12,6%
კახეთი 318 583 38 683 12,1%
ასპინძა 10 372 1207 11,6%
გურია 113 350 12 951 11,4%
თეთრიწყარო 21 127 2297 10,9%
ლანჩხუთი 31 486 2790 8,9%
კასპი 43 771 3787 8,7%
მცხეთა 47 711 2287 4,8%
სამცხე-ჯავახეთი 160 504 6060 3,8%
რუსთავი 125 103 4566 3,6%
დედოფლისწყარო 21 221 770 3,6%
ყვარელი 29 827 1041 3,5%
ქარელი 41 316 1264 3,1%
მცხეთა-მთიანეთი 94 573 2296 2,4%
ნინოწმინდა 24 491 540 2,4%
შიდა ქართლი 263 382 5650 2,1%
ახალქალაქი 45 070 847 1,9%
ხობი 30 548 535 1,8%
თბილისი 1 108 771 16 268 1,5%
სიღნაღი 29 948 367 1,2%
ხონი 23 570 269 1,1%
ვანი 24 512 211 0,9%
თელავი 19 629 149 0,8%
ახალციხე 17 903 140 0,8%
გორი 77 549 523 0,7%
ოზურგეთი 14 247 77 0,5%
სამტრედია 48 562 203 0,4%
იმერეთი 533 906 931 0,2%
სამეგრელო-ზემო სვანეთი 330 761 766 0,2%
ფოთი 41 465 79 0,2%
ჩხოროწყუ 22 309 47 0,2%
აბაშა 22 341 45 0,2%
ქუთაისი 147 635 104 0,1%
წყალტუბო 56 883 71 0,1%
გორი 48 143 69 0,1%
გურჯაანი 54 337 47 0,1%
თერჯოლა 35 563 43 0,1%
ზუგდიდი 62 511 34 0,1%
ახალციხე 20 992 13 0,1%
ბაღდათი 21 582 11 0,1%
ბორჯომი 25 214 11 0,0%
ხაშური 52 603 7 0,0%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 32 089 4 0,0%

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯაბა ანანიძე. (31.05.2017) რამდენი მუსლიმი ცხოვრობს ბათუმში. batumelebi.netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2020.
  2. Aydıngün, Ayşegül (2013). „The ethnification and nationalisation of religion in the post-Soviet Georgian nation-state building process: a source of discrimination and minority rights violations?“. The International Journal of Human Rights (ინგლისური). 17 (7–8): 813.
  3. მოსახლეობის განაწილება რეგიონებისა და აღმსარებლობის მიხედვით.