ყარაყაია (თრიალეთის ქედი)

მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყარაყაია.
შავიკლდე“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შავი კლდე.

ყარაყაია, შავი კლდე, შავიკლდე[1]მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის, ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადის — ოთის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. ყარაყაია თრიალეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია.[1] განლაგებულია ციხისჯვრის განშტოების დასავლურ ნაწილზე, სოფელ ციხისჯვრიდან სამხრეთით.[2] აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.[3]

ყარაყაია
ყარაყაია (ცენტრში), ხედი სოფ. ციხისჯვრიდან
ყარაყაია (ცენტრში), ხედი სოფ. ციხისჯვრიდან
კოორდინატები: 41°39′32″ ჩ. გ. 43°26′17″ ა. გ. / 41.65889° ჩ. გ. 43.43806° ა. გ. / 41.65889; 43.43806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ასპინძის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2850 
ქედი თრიალეთის ქედი
ყარაყაია (თრიალეთის ქედი) — საქართველო
ყარაყაია (თრიალეთის ქედი)
ყარაყაია (თრიალეთის ქედი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ყარაყაია (თრიალეთის ქედი)
სურათები ვიკისაწყობში
  1. 1.0 1.1 ცხოვრებაშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 699-700.
  2. თორნიკე სამხარაზე, „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები“, 2013 წელი, გვ. 10.
  3. დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 625.