მთავარი მენიუს გახსნა

ნანა (ნანული) მესხიძე (დ. 13 მარტი, 1936, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 1997, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პედაგოგი. მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში.

ნანა მესხიძე
Nana Meskhidze.jpg
სრული სახელი ნანა მესხიძე
დაიბადა 13 მარტი, 1936
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 31 აგვისტო, 1997 (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი,
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
სფერო მხატვრობა

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა თბილისში 1936 წლის 13 მარტს. მშობლები: ქართული ხალხური სიმღერების ლოტბარი და დამსახურებული პედაგოგი არჩილ მესხიძე (1912–1999) და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორი ანიკო ავლოხაშვილი (1917–1994). ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშვობიდანვე გამოაჩნდა — თავდაპირველად ის კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული, მაგრამ საბოლოოდ მან სახვითი ხელოვნება აირჩია.

1944–1952 წლებში სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ქალთა 23-ე საშუალო სკოლაში.

1953 წელს გამოცდები ჩააბარა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, ხოლო 1957 წელს ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აქ მისი პედაგოგი ფერწერის ფაკულტეტზე იყო გამოჩენილი ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე.

1963 წელს ნანა მესხიძემ წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია (სადიპლომო ნამუშევარი - „ჩვენი ეზო“), რის შემდეგაც ის უკვე იწყებს აქტიური მონაწილეობის მიღებას საკავშირო და საზღვარგარეთულ გამოფენებში.

1965 წელს გახდა მხატვართა კავშირის წევრი.

1977 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.

1983–1988 მუშაობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო ტექნიკუმში ფერწერის პედაგოგად.

1961–1980 მისი მეუღლე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი რადიშ თორდია (დ. 1936).

შვილები: რატი თორდია (დ. 1966) და საბა თორდია (1971–1992).

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და რუსეთის გალერეებში. პერიოდულად თანამშრომლობდა ჟურნალ „საქართველოს ქალთან“, წლების მანძილზე დაილუსტრირებული აქვს სხვადასხვა ტიპის პუბლიკაცია.

გარდაიცვალა თბილისში 1997 წლის 31 აგვისტოს.

რჩეული ნამუშევრებირედაქტირება

  • „ძმა და და“ (1963)
  • „ჩემი მამა“ (1965)
  • „თამაში“ (1965)
  • „ოთხნი“ (1966)
  • „გოგონები“ (1967)
  • „დედები“ (1968)
  • „დაბადება“ (1969)
  • „გამარჯვების დღე“ (1970)
  • „ბავშვები სანაპიროზე“ (1971)
  • „ჩოგბურთელები“ (1971)
  • „ავტოპორტრეტი“ (1973)
  • „მუზეუმში“ (1975)
  • „მინდორში (იდილია)“ (1975)
  • „მსახიობები კულისებს მიღმა“ (1975)

გამოფენები და მივლინებებირედაქტირება

  • 1963 — ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა (გაზ. „თბილისი“, №63)
  • 1966 — ახალგაზრდა მხატვართა ნაწარმოებების გამოფენა თბილისის ეროვნულ გალერეაში (გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1966 წ. 2 დეკემბერი)
  • 1967 — მეორე საკავშირო გამოფენა „ფიზკულტურა და სპორტი სახვით ხელოვნებაში“
  • 1967 — საბჭოთა სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა გამოფენა იაპონიაში.
  • 1968 — შემოქმედებითი მივლინება რუმინეთში.
  • 1968 — ახალგაზრდებისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალი სოფიაში.
  • 1968 — გამოფენა ”საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მხატვრები” გდრ-ში.
  • 1968 — გამოფენა ”საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მხატვრები” უნგრეთში.
  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა მოსკოვში.
  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა სირიაში.
  • 1978 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა ერაყში.
  • 1978 — მხატვართა სპეციალური ჯგუფის მოგზაურობა იტალიასა და მალტაში.
  • 1978 — მხატვართა სპეციალური ჯგუფის მოგზაურობა გდრ-ში.
  • 1979 — შემოქმედებითი მივლინება ბალტიისპირეთში.
  • 1979 — ხუთი დემოკრატიული ქვეყნის მხატვართა საერთაშორისო სიმპოზიუმი პრაჰაში (ჩეხოსლოვაკია).
  • 1982 — შემოქმედებითი მივლინება ფინეთში.
  • 1983 — პერსონალური გამოფენა „ძალა სიმრავლეშია“ თბილისის სადღესასწაულო ცენტრში (გაიხსნა 1 ივნისს)
  • 1990 — შემოქმედებითი მივლინება პალანგის (ლიტვა) მხატვრის სახლში, ორი გამოფენა

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • ლ.ხახმიგერაშვილი - გაზაფხულის ფერები გიხმობთ (გაზეთი ”თბილისი”, 15 მარტი, 1963)
  • საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენა ”მშვიდობის სადარაჯოზე” (კატალოგი. თბილისი, 1965)
  • Всесоюзная художественная выставка "На страже мира" (კატალოგი. "Советский художник", მოსკოვი, 1965)
  • ნანა მესხიძე (ბუკლეტი. ”ხელოვნება”, თბილისი, 1973)
  • დიადი გამარჯვების 30 წელი (კატალოგი. თბილისი, 1975)
  • В.Беридзе, Н.Езерская - Искусство Советской Грузии 1921-1970 (მოსკოვი, 1975)
  • Григор Парусидзе - Я для тебя лишь сердце ширю (ჟურნალი "Дружба народов", №2, 1975)
  • Всесоюзная художественная выставка "Слава труду" (კატალოგი. "Советский художник", მოსკოვი, 1976)
  • ოთარ ეგაძე - მხატვართა შორის (თბილისი, 1976)
  • Выставка живописи пяти грузинских художников (კატალოგი. მოსკოვი, 1977)
  • მორის ფოცხიშვილი - მადლი დედაშვილობისა (ჟურნალი ”საქართველოს ქალი”, №1, 1983)
  • PALANGA 90 (კატალოგი. 1990)