ცამეტი (ფილმი)

(გადამისამართდა გვერდიდან 13 ცამეტი)

ცამეტიგელა ბაბლუანის კინოფილმი დაწერილი და გადაღებული 2005 წელს. ეს ფილმი ბაბლუანის სრულმეტრაჟიანი ფილმის სარეჟისორო დებიუტი იყო. ფილმი ასევე დებიუტი გახდა რეჟისორის ვაჟი გიორგი ბაბლუანისთვის, რომელიც პროტაგონისტი სებასტიანის როლს ასრულებს. ფილმი გადაღებულია შავ-თეთრად, ნუარის სტილში, სიუჟეტი თანდათან იძაბება და კულმინაციას მთავარ სცენაში აღწევს. ზოგიერთი კრიტიკოსის შედარებით ეს ნამუშევარი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ფინჩერის სტილს წააგავს. თბილისში ფილმის პრემიერა 2006 წლის 11 მაისს მოეწყო. თავად ბაბლუანმა გადაიღო ფილმის ფერადი გადამუშავებული ვერსია 13, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემ რაილიმ, მიკი რურკმა და ჯეისონ სტეტჰემმა.

„ცამეტის“ პოსტერი.
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
 
სცენა ფილმიდან.

ფილმი აღწერს ოცი წლის სებასტიანის ცხოვრებას, რომელიც სამშენებლო სამუშაოთი არჩენს მის ქართულ იმიგრანტ ოჯახს ჩრდ. საფრანგეთის ზღვისპირა დასახლებაში. მას სახლის სარემონტოდ ქირაობს მამაკაცი სახელად გოდონი, რომელიც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ნარკომანია. გოდონის დოზის გადამეტებით გარდაცვლის შემდეგ, მისი ქვრივი სებასტიანს ატყობინებს, რომ ნამუშევრის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. სებასტიანი ყურმოკვრით იგებს გოდონის დავალებაზე, რომელიც მას სიკვდილის გამო შეუსრულებელი დარჩა, თუმცა ამ საქმის დეტალების არაფერი იცის. ის იპარავს კონვერტს საქმის ინსტრუქციებით. კონვერტში მატარებლის ბილეთია პარიზში, სასტუმროს ჯავშანი და ნიშანი 13. სასტუმროში ჩამოსულს უცნობი ურეკავს და დამატებით ინსტრუქციებს აძლევს. დანიშნულების ადგილას მისულ სებასტიანს მძღოლი ხვდება და მიჰყავს დავალების ადგილას, სადაც ის სწრაფად ხვდება ამ დავალების შინაარსს თუმცა უკან დახევის შანსი უკვე აღარ აქვს.

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმს მიღებული აქვს მსოფლიო კინოს ჟიურის პრიზი 2006 წლის სანდენსის კინო-ფესტივალზე. ასევე მიღებული აქვს ორი ჯილდო ვენეციის 62-ე კინო ფესტივალზე. კინოკრიტიკოსთა ასოციასიებმა Empire, Total Film და UNCUT ფილმს 5-დან 4 ვარსკვლავი მიანიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება