დიკლოსმთა
დიკლოსმთა — მწვერვალი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, პირიქითის ქედზე. სიმაღლე 4285 მ. აგებულია ქვედაიურული თიხის ფიქალისა და ქვიშაქვისაგან. აქვს რელიეფის მყინვარული და ეროზიულფორმებიანი ციცაბო კალთები. ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე თანამედროვე მყინვარებია. განვითარებულია სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
დიკლოსმთა | |
---|---|
![]() დიკლოსმთა | |
კოორდინატები: 42°29′32″ ჩ. გ. 45°46′51″ ა. გ. / 42.49222° ჩ. გ. 45.78083° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4285 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ლიტერატურარედაქტირება
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 551.