ბაბუშარის აეროპორტი

(გადამისამართდა გვერდიდან სოხუმის აეროპორტი)

ბაბუშარის აეროპორტი (სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი) — აეროპორტი საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფლების დრანდისა და ბაბუშარის სიახლოვეს, სოხუმიდან დაახლოებით 20 კმ-ში. განლაგებულია კოლხეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც უზრუნველყოფს დაშვებას ორივე მხარედან. აეროპორტში ბაზირებულია აფხაზეთის ეროვნული ავიაკომპანია — აფხაზეთის ავიახაზები და გაეროს ავიაცია. მუშაობს სასაზღვრო საგუშაგო და საბაჟო. დიდი ხნის განმავლობაში აეროპორტი იმყოფებოდა არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში და საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს. 2011 წელს აეროპორტი ნაწილობრივ იქნა რეკონსტრუირებული. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ბაბუშარის აეროპორტს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტად არ აღიარებს, რადგან სცნობს საქართველოს ერთიანობას.

ბაბუშარის აეროპორტი
ბაბუშარის აეროპორტი
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო/სამხედრო
ემსახურება სოხუმი
ადგილმდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 42°51′29″ ჩ. გ. 041°07′41″ ა. გ. / 42.85806° ჩ. გ. 41.12806° ა. გ. / 42.85806; 41.12806 (ბაბუშარის აეროპორტი)

1960-იან წლებში აეროვაგზალის შენობაში აშენდა აეროდრომი. 1980-იან წლებში ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი გააფართოვეს. 1993 წელს აეროპორტი დაკეტეს.აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ აეროდრომში დარჩა რამდენიმე მიტოვებული თვითმფრინავი და დიდი რაოდენობით ნაღმი. დანაღმული იყო აგრეთვე ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს პირველად 15 წლის მანძილზე განახორციელეს დაშვება რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა. 2008 წლის 14 სექტემებრს აეროპორტში დაჯდა სამოქალაქო თვითმფრინავი — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თვითმფრინავი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება