დიდგორი (თრიალეთის ქედი)
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
დიდგორი — მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, დაბა მანგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადების — ვერესა და ნიჩბისისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1631 მ. აგებულია ზედა- და შუაეოცენის თიხებით, ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. კალთები დამრეცია, დანაწევრებულია ეროზიული ხეობებით. შემოსილია წიფლის ტყით. მწვერვალზე მეორეული სუბალპური მდელოა. ამ მიდამოებში 1121 წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა.
დიდგორი | |
---|---|
მთა დიდგორი | |
კოორდინატები: 41°45′38″ ჩ. გ. 44°30′25″ ა. გ. / 41.76056° ჩ. გ. 44.50694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1631 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხა, ქვიშაქვა, ტუფ-ბრექჩია და ტუფი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 406–407.