აჯიკა
აჯიკა — ცხარე სანელებლების ნაზავი, რომელსაც ქართულ სამზარეულოში კერძების მოსამზადებლად იყენებენ. მზადდება ცხარე წიწაკით, ნივრით, სუნელებითა და მწვანილებით. გარდა ამისა, შეიძლება სხვა ბოსტნეულის გამოყენებაც: სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ჭარხალი, პომიდორი.

წარმოშობით სამეგრელოდან[1] ან აფხაზეთიდან უნდა იყოს[2], გავრცელებულია მთელ საქართველოში, კავკასიაში და ბოლო დროს აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში. არსებობს წითელი და მწვანე აჯიკა. განსხვავებულია აჯიკა კონსისტენციითაც. პოპულარული წარმოდგენით, ყველაზე ცხარე და გემრიელ აჯიკას აფხაზეთში ამზადებენ.