მთავარი მენიუს გახსნა

კოდორიმდინარე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფელ მარცხენა გეწვიშთან, ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ აძუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი — 123 მ³/წმ.[1]

კოდორი
Река Кодор (7).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სათავე აფხაზეთის კავკასიონი
43°06′22″ ჩ. გ. 41°49′18″ ა. გ. / 43.10611° ჩ. გ. 41.82167° ა. გ. / 43.10611; 41.82167
შესართავი შავი ზღვა
42°49′10″ ჩ. გ. 41°07′49″ ა. გ. / 42.81944° ჩ. გ. 41.13028° ა. გ. / 42.81944; 41.13028
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 84 კმ
აუზის ფართობი 2030 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 123 მ³/წმ
კოდორი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg კოდორი ვიკისაწყობში

კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.[2]

კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე. უმთავრესი შენაკადებია: ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი ამტყელით. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია (მარუხი, პტიში, კლიჩი, კლუხორი, საკენი და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ² აღწევს.[1]

კოდორი საზრდოობს წვიმის (31%), მიწისქვეშა (28,6%), თოვლის (22,6%) და მყინვარული (17,8%) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წლიური ჩამონადენის 72% გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. შემოდგომაზე იცის წყალმოვადრდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წლიური ჩამონადენი — 4,1 კმ². შავ ზღვაში შესვლისას ქმნის დელტას.[1]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 570, თბ., 1980 წელი.
  2. მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 122 თბ. 1964.