აძიუბჟა
აძიუბჟა[1][2], აძუბჟა[3], აძვიბჟა (აფხ. Аӡҩыбжьа́) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას, სამურზაყანოს დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალდაბა, ახივაა, ბალანი, ბაღლანი, დოპოუქითი, კუდრახუქი, წყურგილი, ჯობრია). ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 5 კმ, ოჩამჩირიდან 29 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების აძიუბჟის ეკლესია მარმალაბაა[4].
სოფლიდან კოდორის მიმართულებით 3 კმ-ში მდებარეობს სალოცავი — მარმალაბაა. [წყარო არ არის მითითებული 1422 დღე]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 25.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 270.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ აფხაზეთის არქიტექტორულ-ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა