დოპოუქითი
დოპოუქითი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აძიუბჟის თემი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 60 მ-ზე, ოჩამჩირიდან 34 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველა მას ერქვა ამავე სახელწოდების ძველი ფორმა – დოპუაქითი. სახელწოდებები (დოპუაქითი // დოპოუქითი) აფხაზურია და ქართული გვარის, დოპუების სოფელს ნიშნავს. პირველად ფიქსირდება XIX საუკუნის 30-იან წლებში (ალექსანდერ ნორდმანი), დატანილია სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე. 1886 წელს შეიოდა აძიუბჟის (დღევანდელი აძიუბჟა) თემში.[1] საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თანახმად, თავიდან ეწოდებოდა დოპუაქითა ან დოპუაქითი.[2]
1967 წლის 14 ივნისს ამოქმედდა ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა „აფხაზეთის ასსრ ზოგიერთი დასახლებული პუნქტის სახელწოდების ტრანსკრიფციის შესახებ“. მათ შორის შედიოდა დასახლება დოპუაქითი, რომელსაც ეწოდა დოპოუქითი.[2][3] 1969 და 1977 წლების დაყოფაში ფიქსირდება დოპოუქითა. 1975 და 1987 წლებში — დოპოუქითი.[2] 1989 წელს სოფელში იყო 199 მცხოვრები.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 484-485.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 115.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ბ. ხორავა, ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 130, 189, 155, 200, 206, 207, 208, 213, 221, 223, 228, 242, ISBN 978-9941-26-675-1.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N6 (317), გვ. 341-343, თბ., 1967 წ. ISSN 0203-2023