პაატა ცხადაია
პაატა ცხადაია (დ. 25 აპრილი, 1937, ჯვარი, წალენჯიხის რაიონი — გ. 6 სექტემბერი, 2021) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ლექტორი. სამეცნიერო შრომებისა და მონოგრაფიების ავტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-ფილოლოგის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი კი 1968 წელს.
1969-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი ლაბორანტი. 1976-1984 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიის გამგე. იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ტოპონიმიკის ლაბორატორიაში 1984-1987 წლებში. აგრეთვე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლაბორატორიის გამგე 1987 წლიდან. საკანდიდატო დისერტაციის თემა „მთიანი სამეგრელოს ტოპონიმია“, დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - „საკუთარი სახელი კოლხურ ენაში“, დაიცვა 2002 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სამურზაყანოს ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია : ისტორიული ანალიზი, თბ., თსუ, 2004, გვ. 206
- სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი : ნაკვ. 1 : წალენჯიხის რაიონი, თბ., უნივერსალი, 2004, გვ. 256 ISBN 99940-32-68-2
- გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში, თბ., თსუ, 2000, გვ. 182
- ძიებანი კოლხეთის ტოპონიმიიდან : წ. 1., თბ., ინტელექტი, 1999, გვ. 132
- ქართველური ონომასტიკა : კრ.1 : ეძღვნება პროფ. ფარნაოზ ერთელიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს, თბ., თსუ, 1998, გვ. 260 ISBN 99940-12-86-X
- ონომასტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი, თსუ, 1988, გვ. 215
- მთიანი სამეგრელოს ტოპონიმია : ენათმეცნიერული ანალიზი, თბ., თსუ, 1985, გვ. 212
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, თბ., 2012, გვ. 505