ამტყელი
მდინარე საქართველოში
ამტყელი[1] — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 398 კმ². სათავე აქვს ჩხალთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ამტყელის უღელტეხილთან. ზემო დინება ტროგულ ხეობაში მიედინება, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში. ერთვის ამტყელის ტბას, საიდანაც მიწისქვეშა გზით გაედინება. მიწისქვეშა ამტყელი (სიგრძე 10 კმ-მდე), რომელიც მდინარე კოდორის მახლობლად გამოდის მიწის ზევით, მარცხნიდან იერთებს მდინარე ჯამპალს და იქვე ერთვის კოდორს. ამტყელი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წყალმცირობა — ზამთარში.[2]
ამტყელი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სათავე |
ჩხალთის ქედი 43°15′54″ ჩ. გ. 41°19′56″ ა. გ. / 43.265083° ჩ. გ. 41.332306° ა. გ. |
შესართავი |
ამტყელის ტბა 43°05′54″ ჩ. გ. 41°17′53″ ა. გ. / 43.098583° ჩ. გ. 41.298222° ა. გ. |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 398 კმ² |
![]() ![]() |
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 18, თბ., 2009.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 138.