ჯამპალი
ჯამპალი[1] — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდინარე ამტყელის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 21,4 კმ, აუზის ფართობი 163 კმ². სათავე აქვს ჩხალთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2385 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა, ზაფხულსა და ზამთარში — წყალმცირობა, შემოდგომაზე — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 11,5 მ³/წმ.
ჯამპალი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | ჩხალთის ქედი |
სიგრძე | 21,4 კმ |
აუზის ფართობი | 163 კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 535.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 139, თბ., 1987.