გულრიფშის მუნიციპალიტეტი
გულრიფშის მუნიციპალიტეტი[1] (აფხ. Гәылрыԥшь амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1946 წელს გამოეყო სოხუმის რაიონს დღევანდელ საზღვრებში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარე, დასავლეთით — სოხუმის, აღმოსავლეთით — ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები. სამხრეთით აკრავს შავი ზღვა. ფართობი 1834 კმ². რაიონული ცენტრი — დაბა გულრიფში.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
გულრიფშის მუნიციპალიტეტი აფხ. Гәылрыԥшь амуниципалитет | |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | გულრიფში | ||
კოორდინატები | 42°55′52″ ჩ. გ. 41°06′06″ ა. გ. / 42.93111° ჩ. გ. 41.10167° ა. გ. | ||
ფართობი | 1835 კვადრატული კილომეტრი | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
სატელეფონო კოდი | (448) | ||
საფოსტო ინდექსი | 7000–7099 | ||
| |||
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირება1917 წლმდე ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში, 1921–1930 წლებში — საქართველოს სსრ ფარგლებში შექმნილ აფხაზეთის სსრ გუმისთისა და სოხუმის მაზრებში, 1931 წლიდან — აფხაზეთის ასსრ სოხუმის რ-ნში, 1946–1959 წლებში იყო და 1966 წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე რაიონად. 1993 წლიდან გულრიფშის რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი მოექცა აფხაზეთის სეპარატისტული ძალების კონტროლის ქვეშ, საქართველოს მიერ კონტროლირებულ ნაწილში — კოდორის ხეობის ზემო წელში — 2006 წელს შეიქმნა აჟარის მუნიციპალიტეტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპირებული იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
ბუნება
რედაქტირებარელიეფი
რედაქტირებაგულრიფშის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი — კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. სამხრეთ კალთაზე ვიწრო ზოლად გავრცელებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლები და კვარციტები. მდინარეების ჩხალთისა და საკენის გასწვრივი ხეობები, აგრეთვე მდინარე კოდორის ხეობის ზედა და შუა მონაკვეთი აგებულია ლიახვის თიხაფიქლებით, ჩხალთის ქედის თხემი — ბაიოსური პორფირიტებით, ხოლო სამხრეთი კალთები — ზედაიურული და ცარცული კირქვებით; მდინარეების კელასურის, ამტყელისა და ჯამპალის სათავეებში გავრცელებულია შუიურული გრანიტოიდული ინტრუზიები. გორაკ-ბორცვიაბნი ზოლის აგებულებაში მონაწილეობენ ნეოგენური კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები, მერგელები. შავიზღვისპირა დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარებით, ქვიშებით, თიხებით. გულრიფშის რაიონის წიაღისეული სიმდიდრეა ტყვია მცირე რაოდენობით, თუთია და ვერცხლი (ამტყელის, ხეცკვარის, გვანდრისა და საკენის აუზებში), კალა (ახუპაჭის მთაზე), დარიშხანი (სხაპაჭის ქედზე); არალუთონური საბადოებიდან - ბარიტი (გვანდრის და საკენის აუზებში). რაიონის ტერიტორიაზე ჩხალთის (აწგარა), საკენის, ყლიჩის და სხვა მდინარეთა ხეობებში არის მინერალური წყლები.
გულრიფშის რაიონის ოროგრაფია რთულია. მარუხის უღელტეხილიდან (2739 მ) მწვერვალ გვანდრამდე (3985 მ) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედია. უმაღლესი მწვერვალი დომბაიულგენი (4046 მ), უღელტეხილები — მარუხი, კლუხორი, გონდრაი და სხვა. სამხრეთით მთავარი ქედის პარალელურად მიემართება ჩხალთის ქედი (მწვერვალი — 3026 მ). მდინარეებს კელასურსა და ამტყველს შორის მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მერიდიანული განშტოება — სხაპაჭის ქედი. მდინარეებს კელასურსა და კოდორს შორის, შავი ზღვის სანაპირო ხაზის გასწვრივ, გორაკ-ბორცვიანი ზოლია, რომლის სამხრეთით ვრცელდება შავიზღვისპირა დაბლობი.
მოსახლეობა
რედაქტირებამხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[2] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. |
---|---|---|---|---|---|---|
გულრიფშის | სოხუმის | 51 706 | 53 519 | 57 122 | 57 500 | 1956 |
მმართველობა
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირებასოფლის მეურნეობის ძირითადი დარგი იყო მიწათმოქმედება. 1990 წელს მაშინდელი გულრიფშის რაიონის მთელი ფართობის დაახლ. 17,3% (31,8 ათ. ჰა ) ეჭირა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. მემცენარეობიდან ძირითადი იყო მეთამბაქოეობა. მოჰყავდათ ეთერზეთოვანი კულტურები, განვითარებული იყო მებაღეობა, მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მებოსტნეობა. მოჰყავდათ სიმინდი. მისდევდნენ მესაქონლეობას, მეფუტკრეობასა და მეაბრეშუმეობას. სოფ. ვარჩაში იყო კოდორის საყვავილე მეურნეობა. რაიონში იყო ასფალტის ქარხანა, სახლთსაშენი და ხე-ტყის მრეწველობის კომბინატი, ჩაის ფაბრიკა და ხილის წვენების ქარხანა სოფ. დრანდაში, ხის დასამუშავებელი საწარმო სოფ. ვარჩაში, ეთერზეთების მეურნეობა-ქარხანა და ხის დასამუშავებელი კომბინატი სოფ. ბაბუშარაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალი და შავიზღვისპირა საავტომობილო გზატკეცილი. შიდა მიმოსვლაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა საავტომობილო ტრანსპორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი — სოხუმის (ბაბუშარის) აეროპორტი.
კულტურა
რედაქტირებაღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებაგულრიფშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილია მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი: დოლმენები და სამარხები აზანთის მიდამოებში, შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი ბაღმარანში, ციხეები აზანთისა და კელასურის მიდამოებში, დრანდის ტაძარი (VIII ს., რესტავრირებულია XIX ს. 70-იან წწ-ში, არქიტ. ვ. ცინცაძე), შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების (კოშკები, ეკლესიები, ხიდები) ნანგრევები.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
გულრიფშის მუნიციპალიტეტის რუკა, 2012 წ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 304-305.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბერაძე თ., ლაშხია შ., მგელაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 197-199.
- ↑ Georgia division