ჩხალთა
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჩხალთა, აწგარა[1] — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი. იქმნება მდინარეების ადანგესა და მარუხის შეერთებით ზღვის დონიდან 1488 მ სიმაღლეზე. სიგრძე 38 კმ (მდინარე ადანგეს სათავიდან 48 კმ), აუზის ფართობი 465 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარებისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე (გამოწვეულია თოვლისა და მყინვარების დნობით) ყველაზე დიდი წყალდიდობა ივლის-აგვისტოშია. წყალმცირეა დეკემბრიდან მარტამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 40,7 მ³/წმ.
ჩხალთა | |
---|---|
სხვა სახელი | აწგარა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე | 43°17′41″ ჩ. გ. 41°22′14″ ა. გ. / 43.294778° ჩ. გ. 41.370667° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1488 მ |
შესართავი |
კოდორი 43°05′35″ ჩ. გ. 41°40′50″ ა. გ. / 43.093250° ჩ. გ. 41.680694° ა. გ. |
სიგრძე | 38 კმ |
აუზის ფართობი | 465 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 40,7 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩხალთა ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 173.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.