აფხაზეთის ქედი
აფხაზეთის ქედი, ჩხალთის ქედი — მთიანი ქედი დიდი აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მდინარე ჩხალთის აუზს გამოყოს მდინარეების ამტყელის, ჯამპალის, ქუაბჩარისა და ზიმის აუზებისაგან. წარმოადგენს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ განშტოებას და გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის პარალელურად. სიგრძე 70 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 3156 მ-მდე. თხემი დანაწევრებულია, საიდანაც ეშვება მყინვარები. აგებულია ძირითადად იურული პორფირიტებისა და ფიქალისაგან. ქედზე გავრცელებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. მწვერვალები: შხაფიძგა (3026 მ), შოუდიდი (2756 მ), აწგარა (2735 მ), ჟურგია (2295 მ) და სხვა.
კალთები ზღვის დონიდან 1800-1900 მ-მდე დაფარულია წიფლნარითა და მუქწიწვიანი ტყით. უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოებია.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 32.