გვანდრა (მდინარე)
გვანდრა — მდინარე აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, კოდორის ერთ-ერთი სათავე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 204 კმ². სათავე აქვს მთა გვანდრის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2370 მ-ზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 19,8 მ3/წმ.
გვანდრა | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
სათავე |
მთა გვანდრა 43°11′12″ ჩ. გ. 42°01′02″ ა. გ. / 43.186917° ჩ. გ. 42.017389° ა. გ. |
შესართავი |
კოდორი 43°07′33″ ჩ. გ. 41°51′52″ ა. გ. / 43.125944° ჩ. გ. 41.864667° ა. გ. |
სიგრძე | 26 კმ |
აუზის ფართობი | 204 კმ² |
![]() ![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.