გვანდრა (მთა)
გვანდრა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე გვანდრისა (კოდორის ერთ-ერთი სათავე) და უჩკულანის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე — 3985 მეტრი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
გვანდრა | |
---|---|
კოორდინატები: 43°12′34″ ჩ. გ. 42°04′54″ ა. გ. / 43.2095194° ჩ. გ. 42.0818500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3985 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.