პტიშის მყინვარი
მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
პტიშის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კოდორის მარჯვენა შენაკადის — ჩხალთის აუზში. სიგრძე 1,1 კმ, ფართობი 2,1 კმ², მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2680 მ სიმაღლემდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებით. პტიშის მყინვარიდან გამოდის მდინარე სამხრეთი პტიში.
პტიშის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°13′20″ ჩ. გ. 41°43′16″ ა. გ. / 43.22222° ჩ. გ. 41.72111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ფართობი | 2,1 კმ² |
სიგრძე | 1,1 კმ |
ტიპი | კარულ-ხეობური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 224.