სავეკუოს მღვიმე
სავეკუოს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 230 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებსა და ქვიშაქვებში. მღვიმე სამსართულიანია, მთავარი (პირველი) დერეფნის სიგრძე 200 მ. სტალაქტიტური ნალექებით ღარიბია. გაედინება პატარა ნაკადული.
სავეკუოს მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 230 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 641.