პორტალი:საქართველო/რჩეული სურათი
ბათუმი XIX საუკუნის ბოლოს პორტო-ფრანკოდ გამოცხადების შემდეგ სწრაფად იწყებს ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883), ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897 - 1907) შემდეგ კი ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა.