აფხაზეთის ომი (1998)

აფხაზეთის ომი (1998)
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ნაწილი
თარიღი 20 მაისი, 1998 - 26 მაისი, 1998
მდებარეობა გალის რაიონი, აფხაზეთი, საქართველო
შედეგი აფხაზი სეპარატისტების გამარჯვება
მხარეები
Flag of the Republic of Abkhazia.svg აფხაზი სეპარატისტები Flag of Georgia (1990–2004).svg ტყის ძმები
Flag of Georgia (1990–2004).svg თეთრი ლეგიონი
მეთაურები
Flag of the Republic of Abkhazia.svg სერგეი ბაღაფში Flag of Georgia (1990–2004).svg გუჯარ ყურაშვილი
Flag of Georgia (1990–2004).svg ზურაბ სამუშია
Flag of Georgia (1990–2004).svg დათო შენგელია
ძალები
1,500 ჯარისკაცზე მეტი უცნობია
დანაკარგები
ქართული წყაროები:[1]
300 დაღუპული
ქართული წყაროები:[1]
17 დაღუპული
6 დაკარგული
56 დატყვევებული
35 დაღუპული ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, 30,000 - 40,000 დევნილი

აფხაზეთის ომი (1998) — სამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა გალის რაიონში, აფხაზ ჯარისკაცებსა და ქართველ აჯანყებულებს შორის („თეთრი ლეგიონი“ და „ტყის ძმები“). კონფლიქტმა 6 დღე გასტანა და ათი ათასობით ეთნიკური ქართველის გამოდევნა მოჰყვა გალის რაიონიდან.[2][1]

გახშირებული შეტევები ქართველი პარტიზანების მხრიდანრედაქტირება

1996 წელს გალის რაიონში ჩამოყალიბდა პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმები“, ხოლო მოგვიანებით – „თეთრი ლეგიონი“.[3]

აფხაზების მტკიცებით, 300 ქართველი პარტიზანი შეიჭრა გალის რაიონში და იქაურ მოსახლეობას, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს, ურჩია გასულიყვნენ რეგიონიდან, რადგან დიდი შანსი იყო, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაწყებულიყო.

18 მაისს, ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეტევა მიიტანეს სოფელ რეპში განლაგბულ აფხაზურ მილიციის საგუშაგოზე. 17 აფხაზი მილიციელი მოკლულ იქნა.[2]

აფხაზური ჯარის გალში შესვლარედაქტირება

20 მაისს, დაახლოებით 1,500 აფხაზი ჯარისკაცი, რუსული წარმოების T-55 და T-72 ტიპის ტანკებით, 122–მმ–იანი საარტილერიო დანადგარებით შევიდნენ გალის რაიონში. ქართველებმა, რომლებიც მხოლოდ ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებულნი, პოზიციური ბრძოლები გაუმართეს აფხაზებს. მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა ხუმუშკურში, სიდაში, საბერიოსა და ზემო ბარღებში.

 
გაეროს დამკვირვებლების სამოქმედო ტერიტორია

26 მაისს, აფხაზურმა ფორმირებებმა მთელი გალის რაიონი თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარა. 25 მაისს, გაგრაში საზავო მოლაპარაკებები გაიმართა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. მოლაპარაკებებისას გადაწყდა, რომ 26 მაისის, დილის 6 საათიდან, გალის რაიონში ცეცხლი შეწყდებოდა, და ქართული და აფხაზური საჯარისო ფორმირებები ტერიტორიას დატოვებდნენ. მოლაპარაკებაზე ასევე გადაწყდა ის საკითხი, რომ გალის რაიონში განთავსდებოდნენ გაეროს დამკვირებლები.[1]

დანაკარგებირედაქტირება

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, შეიარაღებული დაპირისპირებებს შედეგად 6 ქართველი დაიკარგა, 35 მშვიდობიანი მოსახლე და 17 ჯარისკაცი დაიღუპა, 24 დაიჭრა და 56 ტყვედ ჩავარდა. ამის გარდა, 1,695 ქართული სახლი განადგურებულ იქნა. ხოლო აფხაზების მხარეს, 300 ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა.

სქოლიორედაქტირება