სერგეი ბაგაფში

(გადამისამართდა გვერდიდან სერგეი ბაღაფში)

სერგეი ბაგაფში (აფხ. Сергеи Уасил-иԥа Багаԥшь; დ. 4 მარტი, 1949, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 29 მაისი, 2011, მოსკოვი, რუსეთი[1][2][3]) — აფხაზი პოლიტიკოსი. სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (1997-1999 წწ.), პრეზიდენტი (2005-2011 წწ.).

სერგეი ბაგაფში
აფხ. Сергеи Багаԥшь
სერგეი ბაგაფში აფხ. Сергеи Багаԥшь
სეპარატისტული აფხაზეთის მეორე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 წლის 12 თებერვალი – 2011 წლის 29 მაისი
ვიცე-პრეზიდენტი  რაულ ჰაჯიმბა
(2005-2009)
ალექსანდრე ანქვაბი
(2010-2011)
წინამორბედივლადისლავ არძინბა
მემკვიდრეალექსანდრე ანქვაბი

სეპარატისტული აფხაზეთის მეორე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1997 წლის 29 აპრილი – 1999 წლის 20 დეკემბერი
პრეზიდენტივლადისლავ არძინბა
წინამორბედიგენადი გაგულია
მემკვიდრევიაჩესლავ ცუგბა

დაბადებული1949 წლის 4 მარტი
სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი2011 წლის 29 მაისი
მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობააფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა
ეროვნებააფხაზი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სერგეი ბაგაფში 1949 წლის 4 მარტს დაიბადა ქალაქ სოხუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში აგრონომის სპეციალობაზე.

2004 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პოლიტიკურ მარათონში გადაიზარდა და შემდეგ წლამდე გაიწელა, მთავარი კანდიდატები – სერგეი ბაგაფში – საბჭოთა პერიოდის ოფიციალური პირი და რაულ ხაჯიმბა – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იყვნენ. ხაჯიმბა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვლადისლავ არძინბას ჯგუფთან და მოსკოვის უშიშროების სტრუქტურებთან, ხოლო ბაგაფში, რომლის ცოლიც ეთნიკურად ქართველია, არძინბას მმართველობით განაწყენებულ წრეებისა და სხვა ეთნიკური წარმომადგენლების (სომხები, გალის რაიონში მცხოვრები ქართველები) მხარდაჭერით სარგებლობდა, რომლებიც „რუსეთთან მეგობრობის, მაგრამ დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას ემხრობოდნენ. არჩევნები დაძაბული აღმოჩნდა; ორივე მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებდა და თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ბაგაფში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა, თუმცა რუსეთის მთავრობა ცდილობდა შეეჩერებინა მისი 6 დეკემბრისათვის დაგეგმილი ინაუგურაცია, ზეწოლა მოეხდინა საზღვრისა და რკინიგზის ჩაკეტვით. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, ბაგაფშის გუნდი „კრიმინალებად“ მოიხსენია. საბოლოოდ, კომპრომისული გარიგება შედგა, დაინიშნა ახალი არჩევნები, რომელშიც ხაჯიმბა–ბაგაფშის ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებდა. 2005 წლის 13 იანვარს ორივე მათგანმა ახალი თანამდებობები დაიკავეს - რაულ ხაჯიმბამ ვიცე-პრეზიდენტის, ხოლო სერგეი ბაგაფშმა - პრეზიდენტის.

ბაგაფშის ხელისუფლებაში ყოფნის პერიდოში თბილისთან სამშვიდობო დიალოგი ისევ განახლდა. თბილისის მთავარმა მომლაპარაკებელმა ირაკლი ალასანიამ შეძლო მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა და აფხაზურ მხარესთან ნდობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. მხარეებმა შეიმუშავეს შეთანხმება საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ, რაც აფხაზური მხარის ცენტრალურ მოთხოვნას წარმოადგენდა.

2008 წელს ბაგაფშის პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზურ-რუსული ურთიერთობები დაიძაბა, რუსული კომპანია „ინტერ რაო“-ს მიერ საქართველოსთან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წილის შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების აფხაზეთის გვერდის ავლით წარმოებისათვის. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „სწორედ ისინი უნდა კარნახობდნენპირობებს მოლაპარაკებაში.“ თუმცა, 2009 წლის მაისში ბაგაფშმა ჯერ აფხაზეთის რკინიგზის და სოხუმის აეროპორტის 10 წლით რუსეთისთვის გადაცემის გეგმა წარადგინა, ხოლო დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთისათვის საჰაერო სივრცისა და ნავიგაციის კონტოლის გადაცემის შესახებ.

სერგეი ბაგაფშისა და დიმიტრი მედვედევის ზედამხედველობით გაფორმდა შეთანხმება გუდაუთის სამხედრო ბაზის 49 წლის ვადით რუსეთისათვის გადაცემის შესახებ.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, კერძოდ, 7 აგვისტოს, დაახლოებით 8:00 საათზე, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა „რასია TV“-მ აჩვენა სერგეი ბაგაფშის მიმართვა აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოსადმი, რომელშიც ის აცახდებს, რომ რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი სამხრეთ ოსეთში შევიდა. სერგეი ბაგაფშმა საბჭოს განუცხადა, რომ ის ესაუბრა სამხრეთ ოსეთის ლიდერს, კოკოითს, რომელმაც აცნობა, რომ სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დასტაბილურდა რუსული კოლონის ჩასვლის შემდეგ.

10 აგვისტოს სერგეი ბაგაფშმა განაცხადა, რომ მან 1000 ჯარისკაცი გაგზავნა კოდორის ხეობაში და რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა. ბაგაფშის განცხადებით, აფხაზეთი იმოქმედებდა დამოუკიდებლად და წესრგის დასამყარებლად. დაახლოებით, 18:30 საათისათვის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსული ჯარები და აფხაზური მილიცია განთავსდა და კოდორის ხეობა დაიბომბა. საბოლოოდ, კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შედეგად, 13 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობა დატოვეს.

სერგეი ბაგაფშის პრეზიდენტობისას, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სატელევიზიო მიმართვაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მან სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება მიიღო სეპარატისტული მთავრობების მიმართვისა და რეფერენდუმების საფუძველზე (ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდა 1992 წელს და 2006 წლის ნოემბერში, ხოლო აფხაზეთში - 1999 წელს).

2011 წლის 21 მაისს მოსკოვის კლინიკურ საავადმყოფოში სერგეი ბაგაფშს ფილტვის ემფიზემის ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაგაფშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა 23 მაისს სიტუაცია გართულდა; 29 მაისის გამთენიისასბაგაფში გარდაიცვალა.


„პრემიერ-მინისტრობამდე“ იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.

2004 წლის არჩევნებამდე ბაგაფში სეპარატისტული მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი იყო. 2004 წლის 20 ივლისს ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ „ამცაჰარა“ და „გაერთიანებული აფხაზეთი“ ის საერთო კანდიდატად წამოაყენა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერგეი შამბას ნაცვლად. არჩევნებში ბაგაფშის მთავარი ოპონენტი რაულ ხაჯიმბა იყო.

აფხაზეთის საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად ხაჯიმბა ცნო გამარჯვებულად, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ ბაგაფშმა 50.3%-ით გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია შენობაში შემოვარდნილი ხაჯიმბას მხარდამჭერთა ზეწოლის ქვეშ. პარალელურად ბაგაფშის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიის შენობის წინ, რომლებიც იმუქრებოდნენ რომ ბაგაფშის ინაუგურაციას მაინც ჩაატარებდნენ 2004 წლის 6 დეკემბერს. შინა არეულობის თავიდან ასაცილებლად ბაგაფში და ხაჯიმბა აღწევენ შეთანხმებას არჩევნების შედეგები გააუქმონ და ახალ არჩევნებში გაერთიანებული მანდატით იყარონ კენჭი.

ახალი არჩევნები 2005 წლის 12 იანვარს ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვებული ბაგაფშისა და ხაჯიმბას კოალიცია გამოდგა. შეთანხმების თანახმად ბაგაფში კენჭს იყრიდა პრეზიდენტად, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად.

2011 წლის 29 მაისს ბაგაფში 62 წლის ასაკში მოსკოვში ფილტვის კიბოს ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა[1][2][3].

დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ჯგერდაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სამოქალაქო პანაშვიდზე სოხუმში ჩავიდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ხელმძღვანელი ედუარდ კოკოითი.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cooley, A. and Mitchell, L. Engagement without Recognition: A New Strategy Toward Abkhazia and Eurasia's Unrecognized States, p 65, The Washington Quarterly, 33(4), 2010
  • S.E. Cornell and S. Frederick Starr (eds.), The Guns of August 2008: Russia’s War in Georgia (New York, 2009), p. 151
  • Marcel H. Van Herpen, Putin’s Wars: The Rise of Russia’s New Imperialism (2014), p. 224
  1. 1.0 1.1 „სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა“. ახალი ამბები. პორტალი „ჯი-ეიჩ-ენი“. „ჯი-ეიჩ-ენი“. 29 მაისი, 2011. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება); |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში“. ახალი ამბები. რადიო „თავისუფლება“. რადიო „თავისუფლება“. 29 მაისი, 2011. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება); |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  3. 3.0 3.1 „Президент Абхазии Багапш умер в Москве“. НОВОСТИ (რუს.). «Газета.Ru». «Газета.Ru». 29 მაისი, 2011. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება); |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  4. Багапша похоронили в родовом селе / Лента.Ру