სერგეი ნარიშკინი

რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

სერგეი ნარიშკინი (რუს. Серге́й Евге́ньевич Нары́шкин; დ. 27 ოქტომბერი, 1954, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი 2016 წლის 5 ოქტომბრიდან. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.[2]

სერგეი ნარიშკინი
რუს. Сергей Евгеньевич Нарышкин
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1954(1954-10-27)[1](69 წლის)
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
განათლება Baltic State Technical University და FSB Academy
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, ღირსების ორდენი, Order of Honor, ალექსანდრე ნეველის ორდენი, მეგობრობის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, წმინდა სერგი რადონეჟელის II ხარისხის ორდენი, II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი, Order of the Friendship of Peoples, „მეგობრობის“ ორდენი, Q4335952?, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელი, Russian Federation Government Certificate of Honour, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Dostyk Order of grade II, Friendship Order, წმინდა სერგი რადონეჟელის ორდენი და Q28666960?
sergeynaryshkin.ru

2011-2016 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო დუმას VI მოწვევის თავმჯდომარე.[3] ამჟამად არის პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს წევრი.[4]

2008 წლის 12 მაისიდან 2011 წლის 20 დეკემბრამდე იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2008 წლის დეკემბრიდან — რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ჯილდოების კომისიის თავმჯდომარე. 2009-2012 წლებში — რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ ისტორიის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე; 2012 წლიდან სათავეში უდგას რუსულ ისტორიულ საზოგადოებას. არის არაერთი როგორც რუსულ, ისევე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

განათლება და სამეცნიერო ხარისხები რედაქტირება

1978 წელს დაამთავრა ლენინგრადის მექანიკური ინსტიტუტი, სპეციალობით „ინჟინერი-რადიომექანიკოსი“,[5] შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი სპეციალობით ეკონომისტი.[6] ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

არაოფიციალური ცნობების თანახმად, 1978-1982 წლებში გადიოდა მომზადებას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეციალურ დაწესებულებებში, სადაც მან ვლადიმერ პუტინი გაიცნო.[7]

ნარიშკინი არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2010; დისერტაციის თემაა „უცხოური ინვესტიციები და რუსეთის ეკონომიკის განვითარება[8]), 2004 წელს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება (დისერტაციის თემა: „უცხოური ინვესტიციები რუსეთში როგორც ეკონომიკური განვითარების ფაქტორი“[9]). პროექტ „დისერნეტის“ მონაწილეების თქმით, ნარიშკინის დისერტაციულ ნამუშევრებში,[10] ისევე როგორც მის წიგნ „უცხოური ინვესტიციები (რეგიონალური ასპექტი)“[11] ადგილი აქვს პლაგიატს.[12]

სამეცნიერო მოღვაწოება რედაქტირება

არის 47 სამეცნიერო ნამუშევრის (მათ შორის 25 სტატიის და 5 მონოგრაფიის) ავტორი; ნამუშევრები ეხება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრობლემას.[13]

2008 წლიდან არის კანონმდებლობის ინსტიტუტის სახელმწიფო და მუნიციპალური ეკონომიკურ-სამართლებრივი პრობლემების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.[13]

კარიერა რედაქტირება

  • 2004 წლის თებერვლიდან — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური სამართველოს უფროსის მოადგილე
  • 2004 წლის მარტიდან — რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე.
  • 2004 წლის სექტემბრიდან — რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი.
  • 2007 წლის თებერვლიდან — რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე
  • 2008 წლის 12 მაისიდან 2011 წლის 20 დეკემბრამდე — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.[14][15] როგორც ჟურნალ „Financial Times“-ის ჟურნალისტმა, ჩარლზ კლოვერმა აღნიშნა, „გავრცელებული აზრით, მან მიიღო ეს თანამდებობა, რათა დიმიტრი მედვედევისთვის მიექცია ყურადღება“.[16]
  • 2011 წლის 4 დეკემბერს აირჩიეს ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას VI მოწვევის დეპუტატად, 15 დეკემბერს დარეგისტრირდა, როგორც დეპუტატი.
  • 2011 წლის 21 დეკემბერს აირჩიეს დუმას თავმჯდომარედ 238 ხმით 88-ის წინააღმდეგ.[17][18]
  • 2016 წლის 22 სექტემბერს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დანიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად; მუშაობა დაიწყო 5 ოქტომბერს.[19]
  • 2016 წლის 21 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმას გადაწყვეტილებით, შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილებანი.[20]

კონფლიქტი იური ლუჟკოვთან რედაქტირება

2010 წლის 17 სექტემბერს ნარიშკინმა, პრეზიდენტ მედვედევის დავალებით, შეატყობინა მოსკოვის მერ იური ლუჟკოვს უკანასკნელის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ. მოგვიანებით, ნარიშკინმა აღნიშნა, რომ ლუჟკოვის დროს მოსკოვში კორუფციის „უკიდურესად მაღალი“ დონე იყო.[21][22] ლუჟკოვმა ნარიშკინს სასამართლოში უჩივლა და მიზეზად „ღირსებისა და სახელის დაცვა“ დაასახელა. 2011 წლის 9 დეკემბერს მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ უარი თქვა სარჩელის მიღებაზე.[23]

სანქციები რედაქტირება

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ წარმოებული მოქმედებების გამო ფიგურირებს აშშ-ს და ევროკავშირის სანქციის სიებში. 2015 წელს მას უარი ეთქვა ფინეთის ტერიტორიაზე შესვლაზე. 2015 წელს დაამატეს უკრაინის სასანქციო სიაში.[24]

2018 წლის 27-28 იანვარს ნარიშკინი ეწვია აშშ-ს, ალექსანდრე ბორტნიკოვთან ერთად. ისინი შეხვდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს დირექტორ მაიკ პომპეოს (რომელმაც მალევე დატოვა ეს თანამდებობა და სახელმწიფო მდივანი გახდა; იგი ჯინა ჰასპელმა ჩაანაცვლა. ეს იყო რუსული და ამერიკული სპეცსამსახურების ხელმძღვანელების პირველი ასეთი დონის შეხვედრა. მხარეებმა იმსჯელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან წამოსულ საფრთხეზე.[25]

საზოგადოებრივი მოღვაწეობა რედაქტირება

ნარიშკინი არის არაკომერციული ორგანიზაციის, „თანამედროვე ისტორიის ფონდის“[26] რუსეთის პრეზიდენტთან არსებული „სახალხო მეურნეობის და საჯარო სამსახურის აკადემიის“[27] სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2012 წლიდან იკავებს რუსული ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარის პოსტს.

შემოსავალი და საკუთრება რედაქტირება

დუმას 2011 წლის არჩევნებამდე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერთადერთი უძღავი ქონება, რომელიც ნარიშკინს ეკუთვნის, არის პატარა სახლი (36 კვ. მ) ლენინგრადის ოლქში.[28] ოფიციალური მონაცემების თანახმად, ნარიშკინმა მეუღლესთან ერთად 2011 წელს მიიღო 6,1 მილიონი რუბლი შემოსავლის სახით. აგრეთვე, მეუღლეები ფლობენ ორ მიწის ნაკვეთს (საერთო ფართობით 5 ათასი კვ. მ), საცხოვრებელ სახლსა და სამ ბინას.[29]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

არის დაქორწინებული, ჰყავს ვაჟი, ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. მეუღლე, ტატიანა იაკუბჩიკი არს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. 2004 წლამდე მუშაობდა ბალტიის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის „ინფორმაციული სისტემების და კომპიტერული ტექნოლოგიების“ კათედრაზე, მოსკოვში გადასვლის შემდეგ აღარ მუშაობს.[30] ვაჟი, ანდრეი ნარიშკინი (დ. 1978) არის „Энергопроект“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე,[31][32] ჰყავს ორი შვილი, ნატალია და ანა.[33] ქალიშვილმა, ვერონიკამ (დ. 1988), დაამთავრა სახალხო მეურნეობის აკადემია; აქვს სპორტის ოსტატის წოდებას, ამჟამად მუშაობს სრულიად რუსეთის ცურვის ფედერაციაში.[30]

კრიტიკა რედაქტირება

ნარიშკინს და დუმას დეპუტატ ვიქტორ ზვაგელსკის აკრიტიკებდნენ არაყის მწარმოებლების მცირე ჯგუფის ინტერესების ლობირებისთვის.[34]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.deutsche-biographie.de/pnd141980125.html
  2. Путин назначил Нарышкина главой СВР // РБК, 22.09.2016.
  3. Спикером новой Госдумы избран Сергей Нарышкин დაარქივებული 2012-01-07 საიტზე Wayback Machine. // РБК
  4. Сергей Нарышкин вступил в «Единую Россию» // Regnum
  5. Нарышкин, Сергей. Председатель Государственной думы шестого созыва. Lenta.ru. ციტირების თარიღი: 2016-10-09.
  6. Санкт-Петербургский международный институт менеджмента
  7. Сергей Нарышкин // РБК
  8. Нарышкин С. Е., Иностранные инвестиции и развитие экономики России : автореферат диссертации на соискание учёной степени доктора экономических наук : специальность 08.00.05 <Экономика и управление народным хозяйством по отраслям и сферам деятельности> / Нарышкин Сергей Евгеньевич; [Ин-т законодательства и сравнит. правоведения при Правительстве РФ]. — Санкт-Петербург, 2010. — 33 с.
  9. Нарышкин С. Е., Формирование политики привлечения иностранных инвестиций в Российскую Федерацию : автореф. дис. на соиск. учён. степ. к.э.н. : спец. 08.00.05 / Нарышкин Сергей Евгеньевич; [С.-Петерб. гос. ун-т экономики и финансов]. — СПб, 2004. — 19 c.
  10. Экспертиза монографии на сайте «Диссернет»
  11. Бакланов А. В диссертации Сергея Нарышкина нашли плагиат // Snob.ru
  12. 13.0 13.1 Научная деятельность. Официальный сайт Сергея Нарышкина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-17. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  13. Биография დაარქივებული 2009-08-25 საიტზე Wayback Machine. // Президент.рф, 12 мая 2008
  14. Указ Президента РФ от 12.05.2008 N 751. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05.12.2010. ციტირების თარიღი: 03.11.2018.
  15. Россия: уход в тень // Financial Times
  16. Нарышкин стал спикером Госдумы, публично уязвив своего предшественника Грызлова// Newsru.com
  17. «Единая Россия» выдвинет Нарышкина на пост спикера Госдумы — Исаев // «РИА Новости»
  18. Указ о директоре Службы внешней разведки // Президент.рф
  19. http://vote.duma.gov.ru/vote/96095 დაარქივებული 2017-03-03 საიტზე Wayback Machine. Голосование депутатов
  20. Новости NEWSru.com :: Накануне отставки Лужков направил Медведеву письмо, обвинив президента в лицемерии
  21. Вести. Ru: Нарышкин: Лужков отправлен в отставку из-за неэффективности и коррупции
  22. Новости NEWSru.com :: Лужков не смог победить Нарышкина в суде даже после его ухода из Кремля
  23. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА УКРАЇНИ № 549/2015
  24. Сергей Горяшко, Гордон Коррера. (2018-02-01) Директор ЦРУ раскрыл тему тайной встречи с главами российских разведок. Русская служба Би-Би-Си. ციტირების თარიღი: 2018-02-01.
  25. НАРЫШКИН Сергей Евгеньевич | Фонд Современной Истории. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-18. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  26. НАРЫШКИН Сергей Евгеньевич | РАНХиГС. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-23. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  27. Сведения о доходах и имуществе кандидатов დაარქივებული 2018-10-26 საიტზე Wayback Machine. , ЦИК, 2011
  28. Нарышкин Сергей Евгеньевич. Государственная дума Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 2012-12-13.
  29. 30.0 30.1 Лидеры всех партий, претендующих на места в Госдуме нового созыва, уже проголосовали — Первый канал
  30. Органы управления ЗАО «Энергопроект»
  31. Личная информация. Официальный сайт Сергея Нарышкина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-08. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  32. Андрей Нарышкин, сын вице-премьера Сергея Нарышкина. «О назначении отца я узнал из выпуска новостей» — Известия
  33. Цензура в СМИ пропахла водкой[მკვდარი ბმული]