პორტალი:საქართველო/რჩეული ბიოგრაფია

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიას და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა იტვირთა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ. 1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან — თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი — პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.