ხინკალი
ხინკალი — ქართული ცომის გუფთა. შედგება ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.
წარმოშობის ადგილი | საქართველო |
---|---|
ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი |
მთავარი ინგრედიენტები |
შიგთავსი: სანელებლებით შეზავებული ხორცი (საქონლის ხორცი, ღორის ხორცი ან ცხვრის ხორცი), მწვანილები, კვლიავი, ძირა, ქონდარი, ხახვი და ნიორი. |
ვარიაციები | შიგთავსი: ყველი, კარტოფილი ან სოკო. |
|
ისტორია
რედაქტირებახინკლის დამზადება სათავეს იღებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. მისი გამოგონების პატივი მიეწერებათ როგორც მოხევეებს, ასევე ფშავლებს, მთიულებსა და ხევსურებს.[1] უძველესი წესით ხინკალი მზადდება მსხვილად დაკეპილი ხორცით. მთიან რაიონებში ასეთი მეთოდით ხინკალს დღემდე ამზადებენ.
ხინკლის სხვადასხვა ვარიაციები გავრცელებულია მთელ კავკასიაში.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: