ბურახი
გამაგრილებელი სასმელი
ბურახი[1] — გამაგრილებელი სასმელი. ამზადებენ ქერის ან ჭვავის ალაოს, ჭვავის ფქვილისა და შაქრისაგან.[2] ზოგჯერ უმატებენ სურნელოვან ნივთიერებასაც (მაგ., პიტნას).[2] თავდაპირველად ამზადებენ ბურახის ტკბილს, შემდეგ ადუღებენ ბურახის საფუარებისა და რძემჟავური ბაქტერიების კომბინირებული კულტურით. 6–12 საათში ტკბილის 20–25 °C ტემპერატურაზე დუღილი მთავრდება, აცივებენ 10–15 °C-მდე და საფუარს ურევენ, ფილტრავენ და ასხამენ კასრებსა და ბოთლებში. ცნობილია აგრეთვე ხილკენკროვანი ბურახი — ვაშლის, ლიმნის, შტოშის და სხვ.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ელერდაშვილი ა., ბურახი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 574.
- ↑ ბურახი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“.