პიტნა (ლათ. Mentha) — მრავავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. 50-100 სმ სიმაღლის ფესურიანი მცენარეა. აქვს მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და ყლორტების წვეროზე თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილი მოვარდისფრო-იისფერი ყვავილები.

პიტნა
Mentha spicata
Mentha spicata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  პიტნა
ლათინური სახელი
Mentha

გვარი მდიდარია სახეობებით. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა: ომბალო (ლათ. Mentha pulegium), მინდვრის პიტნა (ლათ. Mentha arvenis), წყლის პიტნა (ლათ. Mentha aquatica), ტყის პიტნა (ლათ. Mentha longifolia). იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან მდელოებზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებსა და სხვა ადგილებში. პიტნა მრავლდება ვეგეტატიურად.

ბაღის პიტნა (ლათ. Mentha pirepita) ფართოდ არის გავრცელებული ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში. პიტნის ფოთოლი და ყვავილედი შეიცავს ეთეროვან ზეთს (1,5 - 3,5% მშრალ წონაზე), რომლის ძირითადი კომპონენტი მენთოლია. ფოთლისაგან დამზადებულ ნაყენს იყენებენ მედიცინაში. ფოთლისა და მიწისზედა ნაწილებისაგან მიიღება პიტნის ზეთი, რომელსაც, როგორც არომატულ ნივთიერებას, ხმარობენ პარფიუმერია-კოსმეტიკაში. კვების მრეწველობაში პიტნის ზეთი და ფოთოლი კარგი სანელებელია. ბაღის პიტნაში პლანტაციებს განალაგებენ გრუნტის წყლების მახლობლად დაბლობი ადგილების ნოყიერ ნაკვეთებზე, ხოლო მინდვრის თესლბრუნვაში საშემოდგომო თავთავიანი და სამარცვლე პაროსანი კულტურების შემდეგ.

მცენარეს რგავენ ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე კარგად მომზადებულ ბუდნებში. პიტნის მწვანე მასას თიბავენ მასობრივი ყვავილობისას, თუ კარგი ამინდი დადგა, შემოდგომაზე მეორედაც ითიბება. მოსავლიანობა 18-25 ც/ჰა-ზე. პიტნის ზოგი სახეობა თაფლოვანია.

ბაღის პიტნის ძირითადი მავნებლებია აბლაბუდიანი ტკიპა, პიტნის ბუგრი; დაავადებები — მცენარის ჟანგა, თეთრი ჩოფურა.

ლიტერატურა რედაქტირება