პიტნის ზეთი
პიტნის ზეთი, ნატურალური ეთერზეთი. პიტნისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე უფერული სითხე, სიმკვრივე 900-910 კგ/მ³ (20°C). სპირტში კარგად იხსნება. შეიცავს დაახლოებით 100 კომპონენტს, რომელთაგან მნიშვნელოვანია (—)-მენთოლი (50%-მდე), მენთონი (≈25%), მენთილაცეტატი, ცინეოლი. იყენებენ კანფეტების, ნამცხვრების, თამბაქოს ნაწარმის, კბილის ფხვნილების, ელექსირებისა და სხვათა დამზადებისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 8, გვ. 89, თბ., 1984