ტყის პიტნა
ტყის პიტნა (ლათ. Mentha longifolia) — 30-150 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყლორტები მეტ-ნაკლებად დაფარულია ქეჩისებური მარტივი ბეწვით. ღერო სწორია, მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები მჯდომარეა, მოგრძოკვერცხისებურიდან ლანცეტამდე, სუსტად გამოსახული ფრთისებური ძარღვებით. ყვავილები შეკრებილია გრძელ, მჭიდრო, ზოგჯერ წყვეტილ ცილინდრული ფორმის თავთავისებურ ყვავილედებად ან მეტწილად – საგველასებურ ყვავილედებად. გვირგვინი ლილისფერია, ხორცისფერ – წითლამდე. იზრდება ტყისპირებში, ველობებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა და არხების ნაპირებზე, ტენიან მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ციმბირს, შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას.
ტყის პიტნა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Mentha longifolia (L.) L. | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 164306 | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 400.