მომხმარებლის განხილვა:Surprizi/არქივი 5

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში შეკითხვა

გილოცავთ!

რედაქტირება

მიშა, გილოცავ დაბადების დღეს! ულევი წარმატებები პირადშიც და ვიკიპედიის განვითარების საქმეშიც. --ჯაბა 1977 14:45, 1 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მეც გილოცავ. მრავალს დაესწარი. წარმატებები! გიო ოქრო 15:00, 1 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
გილოცავ.  --ცანგალა 19:20, 1 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. გილოცავთ ახალ წელს! წარმატების და წინსვლის წელი იყოს თქვენთვის და სრულიად ქართული ვიკიპედიისათვის.Surprizi განხილვაწვლილი 19:53, 1 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ალექსანდრე გომელაური

რედაქტირება

ალექსანდრე გომელაური — გთხოვ ქე-დან გვერდიც მიუთითო ხოლმე. ქე მე არ მაქვს რომ შევასწორო ხოლმე (მხოლოდ ევროპაში მაქვს ამის საშუალება). {{DEFAULTSORT:}} იყო სხვისი გვარ-სახელი მითითებული. --ცანგალა 18:48, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქე ინტერნეტიდან დაკოპირებული მექნება და სავარაუდოდ ყველგან სადაც ქე მაქვს თარგად და უგვერდოა იმის გამო რომ წიგნით არ ვხელმძღვანელობდი. ალბათ უპრიანი იქნება ეგ ქე საერთოდ დავაპედეეფო და წიგნით ვიხელმძღვანელო ხოლმე. ხო დეფაულსორტიც ვნახე. მდა, ცუდია, ნაჩქარევი გაკეთებული გამომივიდა.--Surprizi განხილვაწვლილი 07:51, 10 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მზის დაბნელება (ძვ. წ. 281 წლის 6 აგვისტო)

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi. გილოცავ შობა-ახალ წელს. მრავალს დაესწარი! ეს სტატია თუ შეგიძლია ნახე. შეძლებისდაგვარად შევალამაზე.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:27, 10 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ძაან მაგარია, გაიხარე!-Surprizi განხილვაწვლილი 18:31, 10 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თიღვის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

გამარჯობა, თიღვის მუნიციპალიტეტი არ შედის შიდა ქართლის მხარეში. გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს, ადმინისტრაციულად არ შედის და საერთოდ, არცერთ „მხარეში“ არ შედის. ამიტომ ცვლილება უკან დავაბრუნე --M. განხილვაწვლილი 12:02, 11 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@M.:-მივესალმები თქვენ ცვლილებას. მაშინ იქნებ სხვა დროებით ადმინისტრაციულ ერთეულებზეც დაგვეხმაროთ, რა იქნება? ავნევი, ქურთა და ახალგორი.--Surprizi განხილვაწვლილი 12:08, 11 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
კაი ამით ვიხელმძრვანელებ.--Surprizi განხილვაწვლილი 12:23, 11 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

იგივე ეხება მათაც. შესაძლებელია მივუთით რომ შედიან დროებით ადმინისტრაციულ ერთეულში --M. განხილვაწვლილი 12:58, 11 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@M.:-რას იტყვით გაგრის მუნიციპალიტეტსა და ზოგადად "აფხაზეთის არ" ადმინისტრაციულ დაყოფაზე? მათზე სტატიები უნდა დაიწეროს?-Surprizi განხილვაწვლილი 13:03, 11 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ჩემი აზრით აფხაზეთის მუნიციპალიტეტები ყველა დასაბრუნებელია რაიონებზე. იურიდიულად გაგრის რაიონი, გულრიფშის რაიონი, მუნიციპალიტეტები საქართველოში არსებობენ 2006 წლიდან, მაშინ როცა აფხაზეთი უკვე ოკუპირებული იყო. იუსტიციის სამინისტროს მუნიციპალიტეტების რეესტრში ისინი აღრიცხული არ ყავს, ამიტომ მათი მუნიციპალიტეტებად მოხსენიება არასწორია, არსებობს მხოლოდ აჟარის მუნიციპალიტეტი. --M. განხილვაწვლილი 13:25, 11 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:ჯეო

რედაქტირება

მომხმარებელი ჯეოს განხილვის გვერდის ბოლოში რაც გიწერიათ, რას ნიშნავს ეგ ყველაფერი? როგორ თუ „არ მოგცემ სტატიის შექმნის საშუალებას“, „ადმინებს წავაშლევინებ“, „გაასწორე ძველი სტატიები. ახალს არ შეგაქმნევინებ წაგიშლი!!!!!!!!!!!“, „იპოვნე შეცდომები და უფროსების მაგივრად ნუ წვეტ რას იმსახურებ და რას არა!!!! სანამ არ მოგწერ რომ შეგიძლია ახალი სტატია შექმნა იქნები ესე გაჩერებული!“? დასაწყისისთვის იმას ვიტყვი, რომ თქვენც ისეთივე უფლებებით სარგებლობთ ქართულ ვიკიპედიაში, როგორითაც მომხმარებელი ჯეო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს მომხმარებელი 11 წლისაა, მასზე ზემოთ არ გაყენებთ და არც რაიმე პრივილეგიებს განიჭებთ ვიკიპედიაში. არ გაქვთ უფლება, მომხმარებელს რაიმე შეუზღუდოთ, დაემუქროთ ან დააშინოთ. არც მისთვის რაიმე ვალდებულებების დაკისრების უფლება გაქვთ. შეგიძლიათ, ურჩიოთ და შეუსწოროთ, მაგრამ არა ის ყველაფერი, რაც მანამდე ჩამოვთვალე. თუ ნებისყოფა არ გყოფნით, საერთოდ შეეშვით, ან თუ გააგრძელებთ, გააგრძელეთ მომხმარებლისადმი პატივისცემის გამოვლენითა და ვიკიპედიის წესების დაცვით. გარდა ამისა, ვიკიპედიაში შემოტანილი ინფორმაციის ასე მარტივად წაშლის უფლებაც არ გაქვთ. ეს სტატია წაშლისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ვიკიპედიაში შემოტანილი ინფორმაცია არც თქვენი საკუთრებაა და არც მისი შემომტანის და არ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის ამოშლა მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც არასწორადაა დასმული მძიმე, არც ისე გამართული ქართულით წერია ან ვიკიფიცირებული არაა 10-იანზე.--შოთა (განხილვა) 20:38, 20 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@SHOTHA:პატივცემულო შოთა, როგორც ჩანს თქვენი უფრო ესმის ბატონ ჯეოს და ეგება დაგვეხმაროთ?--Surprizi განხილვაწვლილი 16:40, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მეფეები და კათოლიკოსები

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi! პატრიარქების ქრონოლოგიის საკითხი ძალიან პრობლემატურია. მე მაქვს გადმოქსეროქსებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის 1900 წლით დათარიღებული წიგნიდან (რომლის სახელი არ მახსოვს, მაგრამ სახელწოდება შემოძლია ხვალვე გავარკვიო) საქართველოს პატრიარქების ქრონოლოგია, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ბეჭდურ ვერსიას წარმოადგენს. ეს ვერსია მეტნაკლებად თანხვედრაში მოდის უცხოენოვანი ვიკიპედიების ვერსიებთან. ჩვენი ვიკიპედია კი ამ მხრივ ძალიან აღრეულია, ალბათ დამეთანხმები და გაურკვეველი, მიუხედავად დაახლოებითი ვერსიებისა. ასე მაგალითად, ვმუშაობ საქართველოს მეფეების მხოლოდ ერთ კომპონენტზე, ინფოდაფების დახვეწის კუთხით. ინფორმაციის მხრივ კი ღარიბულია და ნაკლებადაა ეფექტურობა იგრძნობა. ხომ მართლა, Surprizi გიო ოქროსთან შეთანხმებით ასე ვთქვათ, ვაკეთებ გვერდს მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/სავარჯიშო 4-ს. რატომ გეუბნები, არშაკ III-ზე არსოკი არ უნდა იყოს, მოკლეთ ქართლის მოქცევის და სხვ. ციტატები მოყვანილი, მაგრამ ამ მეფეს იხსენიებს მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილი. ამიტომ მხოლოდ ამ უკანასკნელის ციტატები და ინფორმაციაა დასატოვებელი. შენ გიმუშავია ამ გვერზე და იმიტომ შეგეკითხე.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:27, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მომისმინე, მეფეებს რაც შეეხება შენ და გიო ოქრო იმდენად მაღალი რანგის დონეზე მუშაობთ მე რომც მქონდეს რამე ღირებული ინფორმაცია დარწმუნებული ვარ თქვენს წყობასთან ის ვერ მივა! ამიტომ ნებისმიერი რამე რასაც მეფეებზე გააკეთებთ ჩემი მხროდან მხოლოდ ფეხზემდგარი ტაში იქნება! რაც შეეხება კათალიკოსებს, მანდ უცნაური რამეა... კერძოდ, არის კარბელაშვილების დაწერილი ქრონოლოგია სადაც მოხსენიებულია ილია პირველი. როცა მამა ილია ჭიღლაძეს ვესაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით მითხრა რომ არ ვიცი რა წყაროზე დაყრდნობით იხელმძღვანელეს კარბელაშვილებმაო და ვფიქრობ რომ არასწორიაო... ასე რომ როგორც ჩანს მე ვერც კატალიკოსებში ვერ გამოვდგები. საერთოდ არსებობს დღესდღეობით საეპისკოპოსოები და ეპარქიები და ვფიქრობ რომ უნდა დარჩეს მხოლოდ ეპარქიები. კათალიკოსებს რაც შეეხება ისევ თქვენ უნდა ითავოთ ეგ საქმე ან შემოიფარგლეთ მეფეებით!--Surprizi განხილვაწვლილი 13:12, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თავს რატომ იმდაბლებ ძველი ვიკიპედიელი? კარბელაშვილების ვერსია აღრეული მგონია, მაგრამ იმ 1900 წლის ვერსიას გავაცნობ გიორგის და ჯობია ის ვერსია დარჩეს. ის ვერსია კი კატალოგს წარმოადგენს ქრონოლოგიებისა, რომელიც რატომღაც შეიცვალა და საერთოდ ქრონოლოგიური აღრევები ვგონებ საქართველოს მტრებს ხელს აძლევდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:36, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ძველი არ ნიშნავს ძლიერს. ;) როცა ხედავ შენზე აღმატებულს — ის უნდა აღიარო! რასაც თქვენ აკეთებთ იმაზე მე მხოლოდ სიზმარში ვოცნებობდი, არადა ჩემი ინტერესის ერტერთი საგანი იყო. ძალიან მიხარია რომ ქართული ვიკიპედია კიდევ ერთ სეგმენტში ტავმომწონედ წარმოდგება! რა არის იცი? კათალიკოსებში მე პირადად ყველა ინფორმაციას მოუყრიდი ტავს მაგრამ გამართლებული იქნება კი ეს ენციკლოპედიურად? თუ ვიკიწესებით ვხელმძღვანელობთ, მაშინ ერთ ერთი ბოლო სამეცნიერო ნაშრომი ესაა როინაშვილის და სხვათა ნამუშევარი, რომელიც უბრალოდ ძველი ვერსიების კოპიაა. არ ვიცი. საერთოდ ცხოვრებაში ერთი წესი მაქვს — როცა რამეზე ვეჭვობ და არა ვარ დარწმუნებული იმას არ ვაკეთებ! მაგრამ ეს ჩემი წესია. მესროპ მაშტოცს რაც შეეხება, ეგ უბრალოდ მსხვერპლია, მეტი არაფერი! ეგაა მსხვერპლი იმდროინდელი არასრული წყაროებისა. ვინც ეგ ჩანაწერი გააკეტა მაშტოცის ცხოვრებაში ის შეცდა იმიტომ რომ არ ჰქონდა სრული წარმოდგენა მეფეების ტანმიმდევრობაზე. შესაბამისად ვიტო დაუმიზნეს მარა მაინც ააცილეს ))) საქმე რაშია იცი? აი მე ვარ ბუღალტერი, მაგრამ როცა მე კომპანიაში ერთი ვმუშაობ მე მქვია მტავარი ბურალტერი, იმიტომ რომ სტატუსი მაქვს მტავარი ბუღალტრის. ანუ წესით მტავარ ბუღალტერს უნდა ჰყავდეს სხვა ბუღალტრები რომ თვითონ მთავარად გამოიკვეთოს, მაგრამ სტატუსით საგადასახადო ორგანოებთან ის არის მთავარი ბუღალტერი. ეგრეა მტავარეპისკოპოსებთან მიმართებაში. ადრეულ პერიოდში იყო მხოლოდ ერთი მღვდელთმთავარი და მღვდლები. ეს მღვდელთმტავარი ატარებდა მთავარეპისკოპოსის ტიტულს. ეს არ ნიშნავს რომ მის დაქვემდებარებაში სხვა ეპისკოპოსები იყვნენ და ასევე პირიქით შეიძლება იყვნენ კიდეც. ამიტომ მაინცდამაინც იმის მტკიცება რომ პირველ მღვდელთმთავრებს დაქვემდებარებაში ჰყავდათ ეპისკოპოსები დავუშვათ სახელად მოსე თეორიულად დასაშვებია, მაგრამ ეპისკოპოსები როგორც ასეთი გაჩნდნენ ვახტანგის დროს. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეპისკოპები ვახტანგამდე არ იყვნენ, იყვნენ მხოლოდ მტავარეპისკოპოსები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ. მე ვთვლი რომ მოსე ეპისკოპოსი ესაა ცეცხლტაყვანისმცემელთა მღვდელთმთავრის ტიტულის სახელწოდების — მობიდანის ცუდი თარგმანი. ეს განხილული მაქვს ორიგინალური კვლევით მესროპ მაშტოცის ცხოვრებაში. ანუ რაშია საქმე იცი? ცალ ცალკე ვირაცის მეფობები რო აიღო რარაცა შეიძლება გამოაცხო და ვირაცეები მოატყუო, მაგრამ როცა სისტემას ქმნი სადაც ყველა თავის ადგილს იკავებს აი იქ ხდება მეზღაპრეთა კოლაფსი!--Surprizi განხილვაწვლილი 13:51, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გეთანხმები, მაგრამ მე მინდოდა ჩემეული ვერსია, რომელსაც შესაძლო რეაულური შეხვედრისას უფრო საფუძვლიანად შევჯერდებოდი ამ თემაზე მომუშავე სხვა ვიკიპედიაელთან. ჩემი აზრით, საქართველოს მმართველთა სიაში უნდა იყოს ერთი ვერსია, ამის შესახებ აღნიშნული გვერდის განხილვაში მიწერია, მაგალითად კირილ თუმანოვის ვერსია, მაგრამ, კონკრეტულად მეფეების გვერდების ინფოდაფებში, წინამორბედის, თვით გვერდზე არსებული მეფის მმართველობის და შემდეგი მეფის ყველა ვერსია უნდა ჩაიწეროს. არ მეთანხმები? ამჟამად ჩასმული მაქვს ვახუშტის ვერსია უძველესი დროიდან, მაგრამ მხოლოდ ბაგრატ III-მდე, შემდეგი ქრონოლოგია სამეფო სახლის ისტორიკოსების ვერსიაა. აქ ერთი რამაა, ვახუშტის ე.წ. მოძველებული ვერსია წინააღმდეგობაში მოდის პარალელურად, სხვა სამეფოს მმართველებთან, ამიტომაა უცხოენოვანი ვიკიპედიები რომ ხელმძღვანელობენ კ. თუმანოვის ვერსიით. მაგრამ დავუშვათ ბაქრაძისეული ვერსია დავტოვეთ, ეს მაშინ ვახუშტის ხომ არ გამოდის? ვახუშტი საერთოდ თამარის გარდაცვალებას 1201 წელს თვლიდა! მაგრამ ერთადერთი, რის გულისთვისაც მისი ვერსია მაქვს დაწერილი არის სრულყოფილება თარიღებში, განსხვავებით მაგალითად თეიმურაზისა, რომლის მეორე წიგნი დაკარგულია და მისი ქრონოლოგია არასრულია, როგორც ვთქვათ, ს. გორგაძის.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:42, 25 იანვარი 2019 (UTC) კირილ თუმანოვი შეიძლებოდა, მაგრამ შევჩერდი ვახუშტიზე, თუმცა პირიქითაც შეიძლებოდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:45, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საქმე რაშია იცი? მე რომ გადავხედე არსებულ ვითარებას (ერთი შეხედვით ქაოსს) გადავწყვიტე ჩემი კვლევა ჩამეტარებინა. შედეგად მივედი იმ დასკვნაზე რომ არსებობს ორი წყარო რასაც წყარო ჰქვია ესაა ქართლის ცხოვრება და მოქცევაი ქართლისაი. დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდი იმას რომ მიუხედავად იმისა რომ ორივე წყარო ქართულ ენაზეა დაწერილი, ერთი იყო სხვა "სამეფო კარზე" დაწერილი და მეორე სხვაზე. ანუ დასკვნა გამოვიტანე რომ არ შეიძლება რომ ერთი და იმავე ადგილას იწერებოდეს ორი სხვადასხვა ისტორია. ერთი შეხედვით ერთი და იგივეა მაგრამ სხვადასხვაა. მე ვთვლი რომ მცხეთაში მეფეს უნდა ჰყოლოდა ერთი მატიანე და მატიანეს სკოლა რომელიც ერთ ქვაბში ხარშავდა და შედეგად დებდა ისტორიას. ჩემი აზრით თავიდან ეს მატიანე ერთი იყო და იჯდა მარმაზ-მცხეთაში, შემდეგ კი მირიან მეფის დროს მოხდა განხეთქილება და მანდ გაიყო ისტორია. მეცნიერებმა მანდ რატომღაც ჩათვალეს რომ ის ვისაც ქართლის ცხოვრება ასახელებდა ის იყო მოქცევაი ქართლისაიში უბრალოდ სხვადახვა სახელებით იყვნენო მოხსენიებულნიო. არადა აშკარად სსხვადასხვა პიროვნებებზეა საუბარი. რაც შეეხება თეიმურაზსა და ვახუშტის ისინი მატიანენი არ იყვნენ, ორივე ინფორმაციას იღებდა ერთი და იმავე მასალებიდან, ისვერე როგორც სსაქართველოს გეოგრაფიის აღწერისას ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები. არც აქ და არც იქ წყაროს არ ასახელებენ, თუმცა მე ეჭვი მაქვს რომ არსებობდა რაღაცა აღწერის მასალები ქართულ სამეფოში და იმაზე დაყრდნობით შეიქმნა ორი ნაშრომი, ვახუშტის გეოგრაფია და იოანეს ქართლკახეთის აღწერა. ეგრევეა მე ვფიქრობ თეიმურაზსა და ვახუშტიზე. მაგათ ექნებოდათ სავარაუდოდ ქართლის ცხოვრება და სხვადასხვა ნაგლეჯები ხელნაწერი წიგნებიდან. შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ ვახუშტიც და თეიმურაზიც იყვნენ მოყვარულები რომლებმაც შეეცადნენ თავისებურად მოეყოლათ ქართლის ისტორია. იქედან გამომდინარე რომ ისინი არ იყვენნ პროფესიონალები არამედ ამოძრავებდათ სამშობლოს სიყვარული, დაწერეს ის რაც დაწერეს. მე ვფიქრობ რომ რაღაც საკითხებში ერთის და მეორეს ნაწერიც დასაფიქრებლად კარგ მაგალითებს იძლევა. ავიღოთ თუნდაც ის რომ ფარნავაზის მამას ცოლად ყავდა დარიოსის ქალიშვილი როცა მსახურობდა დარიოსთანო. რა არის იცი? მე ვფიქრობ რომ ის რასაც შენ აკეთებ ის ამ ეტაპისათვის არი ჰაი დონე. ისიც იცოდე რომ მოვა და სხვა ვიღაცა რომელიც შენზე მაღლა იდგება ისევე როგორც შენ დგახარ ჩემზე მაღლა და თავის ჭკუაზე შეასწორებს და განავრცობს შენს შექმნილ სტატიებს. ეს ლოგიკურიცაა და ესეც უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ერთმანეთისათვის უნდა ვიყოთ ხიდი უკეთესი მომავლისაკენ. ასე იზრდება ვიკიპედიის ხარისხის დონე.--Surprizi განხილვაწვლილი 16:09, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გამარჯობა Surprizi! საქართველოს მეფეების ქრონოლოგია თავდაპირველად, მე ვფიქრობ უნდა თარგმნილიყო და შევსებულიყო კირილ თუმანოვის მეფეების ქრონოლოგიის მიხედვით. თითოეული მეფის გვერდზე შესაძლებელი იქნებოდა ყველა ისტორიკოსის ვერსიის მითითება, ინფოდაფებში, ვთქვათ როგორც ადერკის გვერდი. ძალიან აღრეულია იბერიის მეფეების სია, გეთანხმები, რადგან თვით იბერიის სამეფოს გვერდზე მეფეების ქრონოლოგია, სქოლიოში მითითებული – პირობითი თარიღების შესახებ უმართებულოა. ქსე-ს მითითება წყაროდ არ მგონია სწორი იყოს, რადგან იგი ხშირ შემთხვევაში ს. გორგაძის ვერსიას ემხრობა. გამიხარდება თუ ამ თემაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. ჩემი სურვილი პირადად ეგაა, რომ დალაგდეს ბოლოსდაბოლოს, რადგან მითრიდატე VII ან VIII არაა ვახტანგის მამა, არამედ საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მირდატ V-ა. ეს ფარსმანის I მითრიდატე I-ის მეორე ძეა (წყარო — ლიტერატურა: საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000). წყარო მხოლოდ ს. გორგაძეს ეთანხმება, რომელიც თავის მხრივ გაზიარებულია ქსე-ში. მთელი ქართული ვიკიპედია მხოლოდ ქსე-ზეა აწყობილი, არადა უმეტესად, რომელი ისტორიული ქრონოლოგიაც უმრავლესობაშია ის უნდა ჩაწერილიყო, მაგრამ ვინაიდან ძველი ქრონიკები თანამედროვეობაში გაზიარებული არაა, მაშინ უნდა თარგმნილიყო მეფეების ქრონოლოგია, კ. თუმანოვის ვერსიის მიხედვით, რომ ერთის მხრივ თანხვედრაში მოსულიყო უცხოელი მკითხველისთვის და მეორეს მხრივ, თვით მეფეების გვერდებზე, მხოლოდ მას შემდეგ რაც ვთქვათ ფრანგულ ვიკიპედია ითარგმნებოდა (კ. თუმანოვის ვერსია), ჩაიწერებოდა ასევე ყველა ის ქრონიკა რომელიც ჩვენს მე-4 განხილვაშია. ასევე უნდა არსებობდეს ეს გვერდი იბერიის მეფეების სია, სადაც სხვადასხვა ვერსიების ჩაწერა იქნებოდა შესაძლებელი.Lasha-george განხილვაწვლილი 10:38, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გაგიმარჯოს ლაშა-გიორგი! რა არის იცი? მე ზოგადად ძაან დამაინტერესა მირიანიდან ვახტანგამდე პერიოდმა. ეს გამოწვეული იყო მესროპ მაშტოცის ბიოგრაფიის რიგი საკითხების გამო. შესაბამისად რომ დავალაგე ჩემთვის გასაოცად ბევრი რამე დალაგდა და მივხვდი რომ ქართული ქრონოლოგიები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, როგორც ჰგონიათ ეს მეცნიერებს. დიაღ, გავთავხედდები და ვიტყვი რომ მეცნიერები იმეორებენ სხვის ნალაპარაკევს რიგი მიზეზების გამო. შესაბამისად ქართლის ცხოვრებას და მოქცევაი ქართლისას მიყენებული აქვს ჩირქი რომ თითქოს ესაა თითიდან გამოწოვილი ისტორია, რასაც მე ვერ დავეთანხმები. ცხოვრება ძალიან წააგავს სპირალურად სვლას. მეცნიერები ვიტო იზრდებიან ვიტო ახალს იგონებენ და მათდა გასაოცრად დროტა განმავლობაში უწევთ აღიარება იმისა რომ თურმე იყო იმაში სიმართლე რაც ადრე სისულელე გვეგონაო. ამიტომ და ამგვარად მიმაჩნია რომ ეს ყველაფერი გადასახედია. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, დღეს არ მეგულვება ადამიანი ვინც მეტყვის თუ ქართული ქორონიკონი წლის რომელ რიცხვში იწყებოდა. ანუ ეს იყო გრიგორიანული კალენდრიტ, პირველი იანვარი, 1 მარტი, 1 სექტემბერი.... ეს ყველაფერი უზუსტობა და მიახლოებითი საუბარი იწვევს 1-2 წელიწადში სხვაობას. მე ვფიქრობ რომ ეს მიახლოებითი შიზოფრენია რომელიც ისედაც არ აკლია ისტორიოგრაფიას კიდევ მისი გაალბათოება ქართულ ისტორიას კიდევ უფრო მითიურს გახდის. თუ ჩვენთვის პრიორიტეტულია სიზუსტე, მაშინ ქართულმა ვიკიპედიამ უნდა ითავოს ქართული ქორონიკონის ჩარჩოები. თუ ეს ჩარჩო მუდმივია და უცვლელი მაშინ ის უნდა დავტოვოთ უცვლელი... დამიჯერეთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ რამდენი საინტერესო სამყარო გადაიშლება თქვენ წინ როცა ქორონიკონის განხილვით მიუდგებით საქართველოს ისტორირიას. საქმე იმაშია რომ საქართველოში პარალელურად იყენებდნენ რამოდენიმე კალენდარს... ასე რომ ყველა გზა მიდის ქორონიკონის და ზოგადად კალენდრების უკეთესი გააზრებისაკენ!--Surprizi განხილვაწვლილი 11:57, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ! ერთადერთი გზა გავერკვიოთ თუ რა იგულისხმება ქართული ქორონიკონის ქვეშ ესაა აბუსერისძე ტბელის "ასტრონომია". ეს ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თბილისში. თეორიულად არსებობს ვინმე ქართველი მეცნიერის მიერ დამუშვებული ეგ მასალა. რომელიც ასევე მაგ ცენტრის ბიბლიოთეკაში ინახება. თუ გაქვთ თავისუფალი დრო და დაგაინტერესებთ აღნიშნული ლიტერატურა შემიძლია დრის ბოლოს სათაური მოგაწოდოთ და ავტორი. მე რომ ვიყავი წიგნი გატანილი დამხვდა. იმედია დააბრუნეს და შესაძლებელი იქნება ამ წიგნის ნახვა და გადაღება.--Surprizi განხილვაწვლილი 12:04, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

Surprizi ევსეი ნიკოლაძის "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია" (ქუთაისი : თ. მთავრიშვილი და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ქუთაისი, 1918.). გვერდი 38-დან ვკითხულობთ: "მიხეილ თამარაშვილს თავის ფრანგულ ენაზე დაწერილ თხზულებაში საქართველოს ეკლესიის შესახებ მოჰყავს სია 108 მცხეთის კათოლოკოს–პატრიარქის... 39–ე გვერდიდან კი შენიშვნაა და ჩამოთვლილია კათოლიკოსების სია. ასევე, დაქსეროქსებული მაქვს სია საქართველოს ეკლესიის მამამთავართა (წიგნის სახელწოდება: "საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1950 წლისთვის"). ეს უნიკალური წიგნი ვნახე საჯარო ბიბლიოთეკაში. ეს ორი სია, როგორც მეფეთა სიები, ერთმანეთისგან რათქმაუნდა განსხვავდება, მაგრამ საჭიროა ერთი მთავარ ქრონოლოგიურ სიაში მიეთითოს, ხოლო დანარჩენი ქრონოლოგიები, თვითოეული პატრიარქის გვერდზე მიეთითოს რომ ამა და ამ მეცნიერის მოსაზრებით ამა და ამ წლებში იყო პატრიარქი/ კათალიკოსი. Lasha-george განხილვაწვლილი 19:54, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ რომ ის თანმიმდევრობა რომლითაც თქვენ მიყვებით ყველაზე უპრიანია. ანუ ნებისმიერი ახალი წყარო უნდა ჩავრთოთ და არა ერთი წყაროზე დაყრდნობით გავაკეთოთ თანმიმდევრობა. ეს ვიკიპედიაა და არა მართლმადიდებლოპედია! ამიტომ აქ ყველაფერი ჩაშლილი უნდა იყოს. ერთადერთი შენიშვნა რაც მექნება ესაა სქოლიოს საკითხი. თქვენ საჭიროებიდან გამომდინარე სქოლიოებს უთითებთ და ხშირად ეს სქოლიო მეორდება. თქვენ უნდა ადგეთ და სპეც სქოლიო ინდა გამოიყენოთ მაგ შემთხვევაში, რომელიც ერთიდა იგივე წყაროებს გააერთიანებს და ერთ ნომერს მიანიჭებს. პ.ს. ისე სად ცხოვრობთ?--Surprizi განხილვაწვლილი 06:26, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მართალია, ეგ წყაროს გაერთიანება უნდა ვისწავლო. ვცხოვრობ თბილისში.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:34, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ისედა შეხვედრა არ გინდათ? მე მომხრე ვარ. საჭიროა. არეულობების დასალაგებლად. ზოგიერთ რამეს ვერ დაწერ რისი თქმაც გინდა, ამიტომ შეხვედრაზე ყველაფერს დეტალურად გავარკვევთ. გიო ოქრო 07:49, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგი იქნებოდა, მაგრამ რთული გრაფიკიდან გამომდინარე როგორ მოვახერხებ ეგაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:56, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი უნდა შევხვდეთ. და ადგილზე ჩამოვაყალიბოთ ბევრი სათქმელი.--Surprizi განხილვაწვლილი 08:02, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ლაშა-გიორგი სტატია აზოს გადახედე და ნახავ ჩემს მიერ განხორციელებულ ცვლილებას. ნახავ თუ როგორ ერთიანდება ზუსტად ერთი და იგივე სქოლიო.--Surprizi განხილვაწვლილი 08:13, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ასე უნდა დალაგდეს მითრიდატე[1].--Lasha-george განხილვაწვლილი 08:14, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
სქოლიოს თემას გადახედე ზევით რაც დავწერე. რაც შეეხება მითრიდატეს, მე მომწონს ნებისმიერი განვრცობა გადახალისება. ეს არ ნიშნავს რომ ეს იქნება რაღაცა უნიკალური გზა მაგრამ თუ რამეთი ჯობია ჩვენტან არსებულს ის უნდა მივიღოთ!--Surprizi განხილვაწვლილი 08:17, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ანუ [1] <ref name="სურპრიზი">ჩვენ გვიყვარს ვიკიპედია</ref>

ჩვენ გვიყვარს ვიკიპედია?[1] <ref name="სურპრიზი"/>

კი, ჩვენ გვიყვარს ვიკიპედია![1] <ref name="სურპრიზი"/>

ლაშა-გიორგი ასევე გადახედე კომენტარებისთვის ცალკე გრაფის სქემას რაც სტატია ფარნავაზ I-ში გავაკეთე.--Surprizi განხილვაწვლილი 09:03, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ვახუშტი კლარჯეთს ეძახდა იმას რასაც ჩვენ ისპირი-ჭანეთს ვეძახით და არა შავშეთს. შესაბამისად ის მის გეოგრაფიულ აღწერაში წერს რომ რაჟამს აზო მოიკლაო, ფარნავაზმა შემოიერტა ეგ ტერიტორიაცო. ამიტომ ის რუკა რაც ეხლა დევს ფარნავაზის გვერდზე ვფიქრობ რომ ბაიბურთი-რკინისპალომდე უნდა განივრცოს. თუმცა ამას უფრო მეტი მტკიცებულება სჭირდება!--Surprizi განხილვაწვლილი 09:09, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მტკიცებულება კი სჭირდება, მაგრამ სანამ მტკიცებულება არაა? ისე აზონი უნდა იყოს მთავარზე და მეორენაირად აზო. აზოს სახელით მხოლოდ ს. გორგაძე მოიხსენიებს. სურათის სახელწოდებაზე უნდა მიენიშნოს სიურპრიზი, რომ ფარნავაზმა 9 საერისთავოდ და 1 სასასპეტოდ დაჰყო საქართველო. მე ლეონტი მროველის გადმოტანას ვისურვებდი. და კიდევ საქართველოს საპატრიარქოს საიტის მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოტანილი ქართლის ცხოვრების სხვადასხვა ვერსიიდან მე ვფიქრობ უნდა მოხდეს ვიკიპედიის შევსება. ეს ხომ ციტატები არაა. ციტატებიც დარჩეს, როგორც ორიგინალი, მაგრამ საპატრიარქოს მიერ თანამედროვე ქართული გასაზიარებელია. რას იტყვი?--Lasha-george განხილვაწვლილი 09:37, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

რაშია საქმე იცი? არის ეგრეთწოდებული ვიკიწიგნები თუ ვიკიწყარო. რუსებს როგორ აქვთ იცი? ის რასაც ტექსტი ჰქვია ის ვიკიწიგნი/ვიკიციტატაშია ხოლო ვიკიპედიაში კი იმაზე მიბმა. იდეაში ესე გაკეთდება, თუმცა ეხლა ყველაფერი ინკუბატორის დონეზეა. მე ვფიქრობ რომ ამ ვიკიწიგნებს დროებით უნდა შევეშვათ და დღეს რასაც ვაკეთებთ ეს უნდა დავხვეწოთ. ამის გარდა მე მაქვს ერთი დიდი პრობლემა. მე ვმუშაობ რუკებზე, სადაც საზღვარს ვავლებ +/- 1 მ-ს სიზუსტით. ეს რაც აქ "ხატია" ჩემში "მწუხარების გაზიარების" ტოლფასია. კითხვა იმაზე, თუ არის თუ არა რამე დღეს შესაძლებელი, ანუ დავადგინოთ რამხელა რეგიონი იყო ფარნავაზის დროს თუ სხვა ვფიქრობ რომ ეს შესაძლებელია. ეს რუკები ყველაფერი თავიდან გადასაწერია! ოღონდ მტკიცებულებით. თორე დავიღალე ამდენი უვიცობით!--Surprizi განხილვაწვლილი 09:49, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თუ გაქვს მეილი შემიძლია გამოგიგზავნო ჩემს მიერ ექსელში გაკეთებული წელთა აღრიცხვანი: რომაული, ქართული და ბერძნული. ვახუშტის წლები საპატრიარქოს მიერ გათანამედროვებული ბევრგან ლაფსუსითაა ჩაწერილი, გაპარულია შეცდომები ორიგინალიდან გადმოტანისას. --Lasha-george განხილვაწვლილი 09:45, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო ოქროს მეილი კი მაქვს.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:46, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ჩემი მეილია misha_chx@yahoo.com მე ვფიქრობ რომ ის წელტაღრიცხვები რაც გაქვს მასზე სტატიები უნდა დაწერო. რათქმაუნდა თუ დასახვეწი იქნება ეგ ისედაც დაიხვეწება. მაგალიტად აქ მაქვს რაღაცა სტატიები დაწერილი წელტაღრიცხვებტან დაკავშირებით მაგრამ ისინი თავიდან გადასაწერია და სერიოზულად და სკრუპულოზურად დასამუშავებელი!--Surprizi განხილვაწვლილი 09:54, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ნოკაუტი გინდათ ჩაგიტაროთ? ბმული :)--Surprizi განხილვაწვლილი 09:59, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

<ref name= ეს უნდა ჩავსვა?

სქოლიო

{{სქოლიო}}

წელთა აღრიცხვანი

აქ ზუსტადაა მოცემული ერთმანეთის გასწვრივ თარიღები და შენიშვნაში ჩაწერილია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები. აბა ნახე და შემიფასე.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:06, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აქ სად?--Surprizi განხილვაწვლილი 10:09, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მეილზე გამოგიგზავნი. pdf-ა და ჩემი გაკეთებული ექსელია. ქართულ ნუმეროლოგიას კი აქ გამოგიგზავნი Explicit map for Georgian numbering. საჭირო ინფორმაციაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:12, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მიიღე? ეგ მუმიები რაა?:-)--Lasha-george განხილვაწვლილი 10:14, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

როგორც მივხვდი თეიმურაზ მეორე ხომ? გიო ოქრო 10:15, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

5206 – 3647 – 5302 – X – 514 – 302: ეს არის ფარნავაზის გამეფების წელი ვახუშტის და თეიმურაზის მიხედვით.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:17, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საპატრიარქოს მიერ გადმოქართულებულში კი არის რიგი ლაფსუსები ვახუშტის ქართლის ცხოვრებასთან მიმართებით წლებთან შეფარდებისას, მაგრამ ექსელში ცდომილება არ არის, რადგან ავტომატურად მაქვს დალაგებული ნუმერაცია.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:22, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თეიმურაზ მეფის სამარხი? ძალიან მაგარი ინფორმაციებია აქ!--Lasha-george განხილვაწვლილი 10:24, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიორგი ოქრო კი თეიმურაზის საკმაოდ იშვიათი ფოტოებია. მანდ ასევე არის ვახტანგ მეექვსის საფალავის ფოტოებიც.

ლაშა-გიორგი პედეეფი მივიღე და რა დაგიმალო და ასომტავრულზე უკვე არ ვიცი იმდენი მაქვს ნაფიქრალი. თქვენი შეცდომა მდგომარეობს იმაში რომ თქვენ ხელთ გაქვთ დრეს არსებული და მიღებული ასოები როგორიცაა მაგალითად Ⴎ და სხვანი. თქვენ თუ რამეზე საუბარს აპირებთ უნდა გამოხვიდეთ ავტორის პირველი ჩანაწერიდან. თეორიულად ასომთავრულის პირველი სახის აღდგენა შესაძლებელია, რადგანაც ის წესით სომხურისაგან განსხვავებით უფრო მიზეზშედეგობრივად უნდა შეკრულიყო. შესაბამისად მე მაქვს ასევე ჩემი ნააზრევი რომელიც მიტოვებული მაქვს ))) რამეთუ ვეძებდი ასომთავრულში არქაულ ფესვებს. მაგალითისათვის იმედი გამიცრუა იმ ფაქტმა რომ ასომთავრულში ყოველ ასოს აქვს მისადაგებული რიცხვი. ეს რიცხვთა წყობა სტრუქტურულად ასახავს ათობით სისტემას, არადა კავკასიელები იმით გამოვირჩევით რომ ჩვენი ათვლის სისტემა ოცობითია ))) ამიტომ დავატორმუზე. თუმცა შეიძლება რაღაც რაღაცეებზე კვლევის გაგრძელება. პატარიძე ჩემთვის დიდი ადამიანია მაგრამ ის ჩემთვის რჩება უფრო იმ ადამიანად ვინც ჩვენში ცეხლი აანთო/გააღვივა. რეალურად მასში არის რარაც ნაპერწკლები რომლის მიყურადება ღირს, მაგრამ არა მეტი. ქართულ ქორონიკონს რაც შეეხება მისი გააზრება ჯობია აბუსერისძე ტბელის ნაშრომიდან დავიწყოთ. სამწუხაროდ ამ სფეროში პატარიძე არ გამოდგება. კმა არს მის მიერ ჩვენში დანთებული ცეცხლი!--Surprizi განხილვაწვლილი 10:25, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ექსელის ვერსიაზე რა აზრის ხარ? ეგ ცხრილი შეიძლება შეივსოს და განივრცოს ვიკიში?--Lasha-george განხილვაწვლილი 11:12, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ეგ ციფრები ქორონიკონის მისათითებლად მქონდა, უბრალოდ თავი შევიკავეთ იქ არსებული სამი ასოს გამო )) ეგ ციფრები რომც შევიტანოთ რა უნდა ასახოს და სარგებლობა რა ექნება? თქვენ მეტყვით რომ 1977 წელი იწერება ოთხი ასოთი. კი ბატონო რო იწერება. ის არ იწერება სრულიად წლებზე. ასე მაგალითად დრეს არის დავუშვათ შექმნიდან 7532 წელი, იგივე წელი ასევე დათვლილია სხვა სისტემიტ და გამოხულია დავუშვათ 7599 წელი. ანუ ორი ქართული წელი შეიძლება ერთ მოვლენაზე ორი თარიღით წერდეს წლებს. იდეაში შემიძლია გასწავლოთ რა როგორ კეთდება და ტქვენც შეგეძლებათ ის რაც ექსელში გაქვთ გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ.--Surprizi განხილვაწვლილი 11:28, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ჩშოზ აი რაც თქვენ გაინტერესებდათ {{Georgian|1977}}--Surprizi განხილვაწვლილი 11:36, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ჵჰშჟთ. კი რაც თქვენ გაინტერესებდათ იმის თარგი უკვე არსებობს {{Georgian|19999}} :)--Surprizi განხილვაწვლილი 11:40, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
 

ეს ფაილი დაზიანდა? რომ ადიდებ არ დიდდება, პატარათი აჩვენებს მხოლოდ.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:59, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

[[ფაილი:მეფე ფარნავაზი.jpg|100 px|left]] 100-ის მაგივრად რაც გინდათ ის ჩაწერეთ.--Surprizi განხილვაწვლილი 12:05, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

[2] ← აქ გასასწორებელია მაშინ.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:06, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე იმ ბმულისაგან რა გინდათ ის გალერეაა და იმ ზომის უნდა იყოს ყველაფერი, ტან ის სტატია არაა ის კატეგორიაა.--Surprizi განხილვაწვლილი 12:08, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგი. მადლობთ, გავიგე.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:10, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ერთი ესეთი შეკითხვა — რამდენი წლის ბრძანდებით?--Surprizi განხილვაწვლილი 12:11, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
საკმაოდ დიდი ვიკიპედიისთვის, 38-ის.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:36, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გამარჯობა! აქ ზემოთ მარჯვნივ→[3] იბერიის მეფეთა სია მინდა ჩავწერო და დამეხმარები? ეს გვერდი სათარგმნია...--Lasha-george განხილვაწვლილი 08:25, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ეგ ინტერვიკია. ჯერ სტატია უნდა შექმნა "იბერიის მეფეთა სია" და მერე მიაბა ინტერვიკი და შესაბამისად მანდაც გამოჩნდება.--Surprizi განხილვაწვლილი 09:00, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ჩაწერა მაინც შეიძლება. გიო ოქრო 09:24, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
გაჩე ჯეომ არ გაგიგოს! ))--Surprizi განხილვაწვლილი 09:26, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა. მაგ სტატიას მივხედავ და მანდ ასევე სხვა ისტორიკოსების ვერსიასაც ჩავსვამ.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:29, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

შენც აქ ხარ გიო? მითრიდატე III არ გადაგაქვს? მასში მოცემული ინფორმაცია ეკუთვნის მირდატ I მცხეთელს. მითრიდატე III კი წასაშლელია. ნამდვილი მირდატ III არის მირდატი (ბაქარის ძე)--Lasha-george განხილვაწვლილი 09:34, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ესეიგი, მე რომ გამოგიგზავნე, იმ მითრიდატეებიდან I და III არიან ერთიდაიგივე, ანუ მითრიდატე I მცხეთელი ხომ? გიო ოქრო 09:37, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირდატ I-ს შევეშვათ. ეგ უცვლელი დარჩეს. მითრიდატე III-ის ინფორმაცია დაამატე მირდატ I მცხეთელში. ნამდვილი მირდატ III არის მირდატი (ბაქარის ძე), ეს უკანასკნელი კი მისაბმელია მირდატ III-ზე.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:43, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ორი მირდატ I რატომ გვყავს? გიო ოქრო 09:47, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

იმიტომ რომ იდეაში მირდატ მცხეთელი ქართლის ცხოვრების ვერსიიდან გამომდინარეა.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:56, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, იდეაში ერთი და იგივე მირდატია, მაგრამ სხვადასხვა ვერსიით.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:02, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მე ცვლილების მომხრე ვარ! შეიძლება რამე შეგვეშალოს მაგრამ ეგ არაუშავს! მთავარია რასაც ეხლა ვაკეთებთ ამითი ინვრცობა და ზუსტდება საკითხები.--Surprizi განხილვაწვლილი 10:09, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მე მჭირდება დასკვნა (სანდო წყარო), რომ ქსე-ს მითრიდატე III და მითრიდატე I მცხეთელი ერთიდაიგივეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩემ თავზე ვერ ავიღებ. გიო ოქრო 10:14, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არ გვეშლება ნამდვილად, გიო, შენ გვერდზე ხომ განვიხილეთ? თუ გინდა საერთოდ ნუჩავსვამთ ქსე-ს ტექსტს მითრიდატე III-ის შესახებ, მაგრამ ანალოგიური უცხოენოვანი გვერდი ხომ არის მირდატ III-ის? ის ვთარგმნოთ. --Lasha-george განხილვაწვლილი 11:32, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

1–2 საათში მოგწერ პასუხს. გიო ოქრო 11:46, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

siurprizi. დახმარება მინდა ერთ საკითხში.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:10, 2 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

დახმარება

რედაქტირება

ერთ გვერდთან მიმართებაში მინდა დახმარება. თან გავერკვევი თუ დამეხმარები.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:14, 2 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

კი, იყოს აღარ მინდა. --Lasha-george განხილვაწვლილი 09:22, 2 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

დღეს მთელი დღე გასული ვიყავი--Surprizi განხილვაწვლილი 17:42, 2 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

სსიპ „ხაშურის მუნიციპალიტეტი" რას ნიშნავს, ვერ მივხვდი. მუნიციპალიტეტები სსიპ-ებად დაარეგისტრირეს?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:12, 15 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

სამართლებრივი ფორმა - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - წყარო ამას ღაღადებს--Surprizi განხილვაწვლილი 11:14, 15 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ისტორიული პიროვნებების სურათების ატვირთვა

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi. წიგნი საქართველოს ცხოვრება 1469—1800-მდე ბატონიშვილის ვახუშტის მიერ არის უნიკალური სურათები საქართველოში მოღვაწე ცნობილი ისტორიული პიროვნებების შესახებ. აღნიშნულ წიგნში დასურათებული ფოტოები თუ შეიძლება აიტვირთოს ცნობილი პიროვნებების ვიკიპედიის შესაბამის გვერდებზე? დამეთანხმები ამით უფრო გამდიდრდებოდა ისედაც ბევრგან დაუსურათებელი გვერდი.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:19, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ანუ ეს ჭიჭინაძის ფოტოებია... ჰმმმ. მგონი არ უნდა ვიჩქაროთ ატვირთვით უბრალოდ გავითვალისწინოთ და თუ სადმე დაგვაკლდა მერე ვისაუბროთ. ამის გარდა შენი დახმარება სხვა საკითხში მჭირდება. ეს გიორგი უფლისწული/ბატონიშვილი ვინაა? დვალეთში ხდება ეგ ამბავი--Surprizi განხილვაწვლილი 08:14, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
დვალეთში? არამგონია. ქვემო ზარამაგში ნაპოვნი ქართველი უფლისწულის, გიორგის სამარხის ქვაა. სამწუხაროდ ვერ გეტყვი, ვერ ვიპოვე წყაროებში თუ რომელ გიორგიზეა საუბარი.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:01, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ხო ზარმაგი დვალეთშია. ადრე საქართველოს სამეფოში შედიოდა დვალეთი თავის ზარმაგიანა. საინტერესოა...--Surprizi განხილვაწვლილი 11:10, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ა, ხო. ამჟამად სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაშია!--Lasha-george განხილვაწვლილი 11:39, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
არა ჩრდილოეთ ოსეთია. ჩრდილოეთ კავკასიაშია. ეგ არცაა მნიშვნელოვანი. საინტერესოა, ვერავინ ვერაფერი მითხრა ამ გიორგიზე.--Surprizi განხილვაწვლილი 11:45, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მემგონი აქაც უცნობია (unknown) თუ რომელი გიორგი უფლისწულის სამარხის ქვაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:29, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ისე ეს გვერდი Главы грузинских царских домов после 1801 года ქართულადაც უნდა იყოს და უნდა მისამართდებოდეს საქართველოს მმართველთა სიიდან არაა?--Lasha-george განხილვაწვლილი 12:31, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ხო--Surprizi განხილვაწვლილი 12:33, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი

აფხაზური ვიკიპედია

რედაქტირება

გთხოვთ მომხსნათ ბლოკი აფხაზურ ვიკიპედიაში, გპირდებით, რომ ვიქნები უფრო მონდომებული და დაკვირვებული--ჯეო განხილვაწვლილი 13:49, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა რომ მომწერეთ. ვერ ხვდებით რითი უნდა იყოთ სასარგებლო აფხაზურ ვიკიპედიაში. თუ დამარწმუნებთ დაგაბრუნებთ. მონდომებულობა აფხაზურ ვიკიპედიაში არ გამოდგება იქ უბრალოდ აფხაზური უნდა იცოდეთ მაგრამ მაინც ამიხსენით, მზად ვარ მოგისმინოთ.--Surprizi განხილვაწვლილი 14:02, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ჩემთვის რა არის იცი გაუგებარი? აი თქვენ ბრძანდებით საღ გონებაზე მყოფი პიროვნება, რომელმაც წაიკითხა ჩემი გაფრთხილება, რომ სამუდამოდ დაიბლოკებოდით თუ ან აფხაზურზე არ დაიწყებდით სიარულს ან სტატიის დაწერამდე ჩემთან არ შეათანხმებდით ყველა დეტალს, ისევდაისევ აფხაზურ ენაში გრამათიკის სირთულის გამო. თქვენ წაიკითხეთ და წერილობით დამიდასტურეთ რომ გაეცანით ჩემს ამდაგვარ გაფრთხილებას. ამის შემდეგ დგებით და წერთ უამრავი შეცდომით ისეთ სტატიას რომელიც ყველა ვიკიპედიამ წაგიშალათ. ამ თქვენი ქცევიდან, იქედან გამომდინარე რომ მჯეროდა თქვენი გამჭრიახობის და გონებრივი სიმწიფების ჩავთვალე რომ ეს იყო გააზრებული ნაბიჯი სამუდამო დაბლოკვისკენ.

პატივცემულო ჯეო, მე ვფიქრობ თქვენი ბოლო თხოვნა ან უბრალო დაცინვაა ან თქვენ ჯერ გონებრივად გიჭირთ მიზეზ-შედეგობრივი პროცესებისათვის თვალყურის მიდევნება.

იქნებ გავიდეს რამოდენიმე წელი, დაგვანახეთ აქ ყველას რომ ვიკიპედიაში წერა გააზრებულად შეგიძლიათ და მერე ვისაუბროთ აფხაზურ ვიკიპედიაში თქვენს შეშვებაზე. პატივისცემით.Surprizi განხილვაწვლილი 14:34, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი

რაკი თქვენი აზრით გონებასუსტი (მოუმწიფებელი) ვარ, შევისწავლი აფხაზურ ენას და რამოდენიმე წელიწადში დავბრუნდები აფხაზურ ვიკიპედიაში, და მეორეც ეს სტატია რომელსაც თქვენ ყველგან წაშლილად თვლით ორ ვიკიპედიაში ჯერ კიდევ არსებობს, მე არასდროს მინდოდა არც ვანდალობა და არც ბლოკისკენ ვყოფილვარ მიდრეკილი, ეს იყო დაუფიქრებელი ნაბიჯი--ჯეო განხილვაწვლილი 13:58, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი
პატივცემულო ჯეო, მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. პირველ რიგში მადლობა რომ გაგვიზიარეთ ის ფაქტი რომ აღნიშნული სტატია სხვა ვიკიპედიებშიც არის და მე მივმართავ მათ ადმინისტრაციას რომ აღნიშნული სტატიები იქიდან წაშალონ მისი არაენციკლოპედურობის გამო.

პატივცემულო ჯეო თქვენ რას თვლით ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თვალთახედვაა და ის არაა აუცილებელი რომ იყოს ჭეშმარიტებასთან ახლო მდგომი, ის შეიძლება იყოს თქვენი სურვილი (ილუზია) რომ იყოს ესე.

მადლობა რომ აღიარეთ რომ დაუფიქრებლად იმოქმედეთ, სწორედ მაგიტომაც საჭიფოებთ კონტროლის ქვეშ ყოფნას რადგანაც მოქმედებთ დაუფიქრებლად. მუსიკის მასწავლებელზე სტატიები ალბათ ისინიც დაუფიქრებლად გაავრცელეთ სხვადასხვა ვიკიპედიებში მიუხედავად იმისა რომ აქ ქართულ ენაზე აგიხსნეს და მაინც ვერ გაიგეთ რომ აღნიშნული სტატიის გავრცელება წინააღმდეგობაშია ვიკიპედიასთან. ამას, ამ ნაბიჯებს რას დაარქმევთ ესენიც დაუფიქტებლად შემოგეწერათ სხვადასხვა ვიკიპედიებში გუშინდელი აკრძალვების და სტატიის წაშლის შემდეგ?

იცით ჩემთვის როგორც ადმინისტრატორისთვის თქვენისთანა მომხმარებლის შეშვება ვიკიპედიაში მიუღებლად მიმაჩნია სულ აფხაზურის სპეციალისტი რომ გახდეთ. ვიკიპედია ესაა ობიექტურობა თქვენთვის კი თქვენი სუბიექტური ჭეშმარიტების სხვისთვის თავზე მოხვევაა ვიკიპედიელობა. ვწუხვარ რომ ამასთანავე რატომღაც მაბრალით თითქოს მე თქვენ როგორც გონებასუსტს მოგმართავთ. არადა მე გამოვედი ვარაუდიდან რომ ორიდან ერთერთია თქვენი მამოძრავებელი.

მოდი ესეთ რამეზე შევთანხმდეთ თქვენ არც გონებასუსტი ბრძანდებით და არც დასაცინათ მოქმედებდით,თქვენ მოქმედებდით დაუფიქრებლად. აგერ იმის მაგივრად რომ მომწეროთ სხვა ორ ვიკიპედიაში აღნიშნული სტატიაა დაწერილი სადაც სჯერავთ რომ აღნიშნული სტატია კვალიფიციური ვიკიპედიელის დაწერილია როგორც აფორმებთ თქვენს მთავარ გვერდს, აი ამის მაგივრად თქვენ უნდა მოგეწერათ რომ მე წავაშლევინებ იმ ორ ვიკიპეფიაში სტატიებს.

ძაან ბევრი დაუფიქრებელი ნაბიჯები გამოგდით გეთაყვა, ძაან ბევრი. მე თქვენთან საუბარი აღნიშნულ თემაზე აქ ქართულ ვიკიპედიაშიც დავასრულე.Surprizi განხილვაწვლილი 15:38, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი


ნეტავ საერთოდ არა დამეწერა, რომ მასწავლებელი იყო, მომღერალია, პოეტი და კომპოზიტორი, პლიუს სკოლაში ასწავლის (ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს), რა ჩემი ბრალია!

კარგი, გავჩუმდები, მაგრამ ჩემი მოსაზრება სრულიად ობიექტურია, ეს ქალი არ არის მარტო მასწავლებელი, მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი.

ჩემი სათქმელი ვთქვი--ჯეო განხილვაწვლილი 17:59, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი

მაგრამ... ყველა ადამიანს ეძლევა რამოდენიმე შანსი და მეც უნდა მომეცეს...თუმცაღა ეს თქვენი გადაწყვეტილებაა--მიხეილი-ჯეო განხილვაწვლილი 17:00, 23 მარტი 2019 (UTC)პასუხი

18 დღიანი ბლოკი მეყო გონს მოსაგებად--მიხეილი-ჯეო განხილვაწვლილი 17:00, 23 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ამ თვეში იქ 18 აქტიური მომხმარებელია და ამათთაგან მარტო თქვენ გაქვთ 2-ზე მეტი რედაქტირება, ანუ მარტო თქვენ შრომობთ, ბლოკი მომხსენით, მოსახელობის სტატისტიკას მაინც განვაახლებ ხოლმე :( :)--მიხეილი-ჯეო განხილვაწვლილი 17:05, 23 მარტი 2019 (UTC)პასუხი

პატივცემულო ჯეო თქვენ ჯერ 11 წლის ბრძანდებით და როგორც შევთანხმდით თქვენთვის დაუფიქრებლად მოქმედება ეს ჩვეული საქმეა. აქ არაფერია უჩვეულო, მესმის 11 წლის ბრძანდებით... არაუშავს, წამოიზრდებით, გახდებით სრულწლოვანი, ისწავლით აფხაზურ ენას და მის სირთულეებს, მე კი მანამდე თარგებს ყველაფერს აზრზე მოვიყვან და შემდეგ დიდი სიამოვნებით მოგიხსნით ბლოკს. მანამდე კი კეთილად მენახეთ. თქვენი გულშემატკივარი--Surprizi განხილვაწვლილი 17:09, 23 მარტი 2019 (UTC)პასუხი


მადლობა პასუხისათვის, ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით--მიხეილი-ჯეო განხილვაწვლილი 17:15, 23 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ისე უცხო ენები მიტაცებს, ვნახოთ... მინდა აფხაზურის სწავლა--მიხეილი-ჯეო განხილვაწვლილი 17:16, 23 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ჩემი დაბლოკვიდან 47 დღე გავიდა...დავიჯერო მარტო ასწრებთ ყველაფერს? ერთი კაცი ხომ ვერ გაუმკლავდებით, როგორც ზევით ავღნიშნე უბრალოდ სტატისტიკა, რომ განვაახლო ხოლმე, როგორც ბევრ ვიკიპედიაში ვაკეთებ, არ შეიძლება? ამაზე რას იტყვით https://ab.wikipedia.org/wiki/%D0%A6%D0%B0%D1%81%D1%82%D3%99%D0%B8:%D0%90%D1%80%D2%BD%D0%B5%D0%B8%D1%80%D0%B0%D2%BE%D1%8B%D1%86%D2%9B%D3%99%D0%B0?hidebots=1&hidecategorization=1&hideWikibase=1&limit=50&days=7&urlversion=2


მარტო თქვენ მუშაობთ, ისე სტატისტიკას გავასწორებ ხოლმე, დედას ვიფიცებ, რომ ბლოკის ახსნის შემდეგ აფხაზურ ვიკიპდიაში სტატიას ნებართვის გარეშე აღარ შევქმნი--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:53, 22 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

ვერ ვხვდები რატომ ვსაუბრობთ აღნიშნულ თემაზე? ხომ შევთანხმდით რომ 16 წლის რომ გახდებით მერე ვიფიქროთ თქო? აი თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რომ თუნდაც 15 წლის ყოფილიყავით სხვანაირად შემოგხედავდით. არადა თქვენი ასაკი რომ არა... ძალიან დასანანია, ისე მართლა გამომადგებოდით. უფრო მეტი ნდობა მექნებოდა თქვენს მიმართ!--Surprizi განხილვაწვლილი 17:04, 22 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

გასაგებია, მართლა შეიძლება ეს გამოგადგეთ აფხაზურ ვიკიპედიაში:ადგურ ხარაზია--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:59, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი

გასაგებია ყველაფერი, თქვენი რჩევები გავითვალისწინე, აფხაზურს ასე თუ ისე ვსწავლობ, მუშაობის სტილიც დავხვეწე უფრო დაკვირვებული გავხდი, შეიძლება მართლა გამოსადეგი გავხდე, მართლა თუ ბლოკს არ მომხსნით გთხოვთ ჩემი მომხმარებლის გვერდი წაშალოთ, საშინელება და სრული სისულელეა--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:38, 1 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

ვისთან სწავლობთ აფხაზურს?--Surprizi განხილვაწვლილი 17:18, 1 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

ჩემი თავი მასწავლის (ინტერნეტი), მე თვითონ ვეწამები :)--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 17:21, 1 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

არ მიწყინოთ მაგრამ სრული უაზრობაა, რადგანაც წიგნიდან ასოების ჟღერადობას ვერ გამოთქვამთ. უფრო მეტიც აუდიოჩანაწერიც რომ მოგცეთ არის 10-15 ასო რომელიც ქართულში არა გვაქვს და აფხაზურშია და ჰგავს უფრო სტვენასა და ჩლიფინს. ამათი გამეორება შეუძლებელია მასწავლებლის გარეშე. უბრალოდ გეცოდინებათ პაკისტანური ინგლისური, რაღაცა მონსტრი რომლითაც ზოგ აფხაზს სიცოცხლეს მოუსწრაფავთ ან სიცილით ან გაოცებით! ))--Surprizi განხილვაწვლილი 17:25, 1 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

გამოთქმები ნუ...მართლა სასწაულია, ხანდახან მგონია ენის მოსაკიდებელი კურსია მეთქი :), ქართველს მართლა გაუჭირდება ასე, მაგრამ ვწვალობ, ვეწამები--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 17:32, 1 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

მოკლედ მრავალი მიზეზთა გამო მე გადავწყვიტე დაგაბრუნოთ აბვიკიში, ოღონდ ეს თქვენი წვალებისა თუ წამებასთან კავშირში არაა. ჩემზე მაგდაგვარი სიტყვები არ მოქმედებს. გაითვალისწინეთ რომ თქვენს ყოველ სუნთქვას გამალებით ვადევნებ თვალყურს და ამჯერათ თქვენზე გაცილებით მომთხოვნი და მკაცრი ვიქნები. არ დავინახო თვითნებობა. დროთა განმავლობაში მიხვდებით ჩემი მუშაობის სტილს და ამიდგამთ ფეხს, მაგრამ არა ისე რომ რაღაცა პატრიოტული შეძახილებით და ლოზუნგებით იაროთ აბვიკიში. აბვიკი არაა საპატრიოტო ბანაკი ის ენციკლოპედიაა და ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს ობიექტურობასთან მჭიდრო კავშირში. თუმცა არსებობს გამონაკლისები რომლებიც ადგილზე განხილვის თემა იქნება.--Surprizi განხილვაწვლილი 17:41, 1 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

რა თქმაუნდა! ყოველი ჩემი ნაბიჯი აბვიკიში თქვენთან იქნება შეთანხმებული--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 17:46, 1 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

საქართველოს პატრიარქების სია

რედაქტირება

Surprizi როგორ ხარ? ერთი რამის შესახებ მინდოდა შენი ყურადღების მიპყრობა. არსებობს ლევან და გუბაზ სანიკიძეების "უბის ისტორია" 2 წიგნად (გაგიგონია ალბათ), სადაც კათოლიკოს მთავარეპისკოპოსების სიაა მოცემული, რომელიც ჩემი აზრით გასაზიარებელია ვიკიპედიაში, ამჟამინდელისგან განსხვავებით. აქ წლები მითითებულია ყველა პატრიარქის. ცნობისთვის, ამას წინათ მეილზე რომ გამოგიგზავნე (თუ არ ვცდები შენ გამოგიგზავნე თუ გიო ოქროს არ მახსოვს ზუსტად), ის გამოგზავნილი იყო 1900 წელს გამოცემული წიგნიდან "საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1950 წლისთვის", რომლის 127-ე გვერდის შენიშვნაში წერია: *)სია შესწორებულია, მაგრამ დაზუსტებული მაინც არ არის. ამიტომ გამომცემლობა მადლობით მიიღებს ყოველგვარ შესწორებას. "უბის ისტორიაში" კი მცირე სხვაობაა. მაქვს ასევე ვაჟა კოზმანაშვილის მიერ გამოცემული "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები IV-XXI საუკუნეებში". ეს უკანასკნელი ორი იდენტურია და შესაძლებელია მოხდეს მათი ქართულ ვიკიპედიაში ჩაწერა. სავარჯიშოში გაკეთება ნამდვილად ღირს და შემდგომ, მსჯელობის და მოწონების შემთხვევაში შეიცვალოს არსებული ვერსია აჯობებს. რას იტყვი?--Lasha-george განხილვაწვლილი 14:07, 9 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ჩემის აზრით შენი ყოველი ნაბიჯი გინდ მეფეებში და გინდ კათოლიკოსებში მხოლოდ და მხილოდ სიახლის მომტანია, რასაც არ შეიძლება წინ აღვუდგე. ნებისმიერი ავტონომიური მცდელობა გავუკეთოთ არსებულ მონაცემებს სიატემატიზაცია მხოლოდ და მხოლოს წაადგება ქართულ ვიკიპედიას. მე მივესალმები ნებისმიერ სიახლეს, მით უმეტეს ისეთი რეკომენდირებული მომხმარებლისაგან როგორც თქვენ ხართ. თუ რამე შეუსაბამო გამოგივათ ეგ არაფერი, მაგას სხვები გამოასწორებენ, მთავარია ახალ საფეხურზე ასვლა.Surprizi განხილვაწვლილი 02:42, 10 მარტი 2019 (UTC)პასუხი
გმადლობთ Surprizi. მე გავაკეთებ ქრონოლოგიას, შესაბამისი წყაროს მითითებით და შემდგომ ჯერი თქვენზე და ზემოთ ადმინისტრატორებზე იქნება. მთავარია დახვეწილი და ყველასთვის მოსაწონი იყოს, რაც გაკეთდება.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:29, 11 მარტი 2019 (UTC)პასუხი
პირადად მე ჩემი სახელით ვიტყვი რომ ყველაფერი მომწონს. ისე ვფიქრობ რომ ეკლესიის თარგში ეგზარხოსების ადგილი არაა, ის უფრო რუსეთის ეკლესიას ეკუთვნის.Surprizi განხილვაწვლილი 09:54, 11 მარტი 2019 (UTC)პასუხი

Перевод статей иноязычных разделов

რედაქტირება

Добрый день. Я заметил, что созданная вами статья ახალქალაქის მიწისძვრა содержит перевод статьи за моим авторством в русской википедии. Обратите внимание, что тексты русской википедии (и многих других языковых разделов) распространяются под лицензией Creative Commons Attribution-ShareAlike. Для соблюдения авторских прав при переводе статей других языковых разделов википедии необходимо указывать в явном виде, что текст статьи создан с помощью такого перевода. Это делается или с помощью комментария к правке, а постфактум - указанием соответствующей информации на странице обсуждения статьи, обычно шаблоном "переведенная статья". --Springbok განხილვაწვლილი 12:46, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი

Добрый, добрый! Придется создать сам шаблон :)--Surprizi განხილვაწვლილი 12:56, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
არ მგონია გონივრული იყოს ამ მომხმარებლის მხრიდან მსგავსი წერილი, რადგან თვითონაც აქვს მსგავსი ნათარგმნები ინგლისური ვიკიპედიიდან და არანაირი თარგი არ უზის ქვეშ. გიო ოქრო 13:05, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ვიფიქრე მეც მაგაზე, თუმცა თუ შევქმნით თარგს ცუდი არ იქნება.--Surprizi განხილვაწვლილი 13:07, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Буду благодарен, если вы укажите созданные мной статьи, где я не указал шаблон о переводе. Также напоминаю, что в любом разделе википедии нарушение одним участником правил не дает право другим на нарушение. --Springbok განხილვაწვლილი 18:18, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მრავალ ვიკიპედიაში თარგმნიან და არავინ თარგს არ სვავს. ვერც დაამტკიცებს, რომ მისი სტატიიდან თარგმნე და იმ წყაროების (თანაც ჩვენს შემთხვევაში ახალი წყაროც ახლავს) გამოყენებით არ დაწერე. გიო ოქრო 13:10, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
გასაგებია. მე მაინც ჩავუსვამ თარგს, იყოს არ მიშლის ხელს. თუ აღნიშნული სხვასთანაც განმეორდა იმან თავისებურად მიიღოს გადაწყვეტილება.--Surprizi განხილვაწვლილი 13:16, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი

@Springbok: Уважаемый, Вы бы не могли обяснить что подразумевает "Creative Commons Attribution-ShareAlike"? Если это — "Текст доступен по лицензии Creative Commons Attribution-ShareAlike; в отдельных случаях могут действовать дополнительные условия. Подробнее см. Условия использования." то где защищается Ваши как автора стати права? Как я знаю все мы добровольно тратим наш труд безвозмездно. Не безвозмездно трудятся только автора литератур которых мы и прилагаем тексту. По большому я и как и вы использовали данныие внизу труды, труды которые написаны дореволюционный период. Настоичиво рекомендую прочитать эту страницу.

Условия использования

Wikimedia-logo.svg Это легко доступное для понимания краткое изложение наших «Условий использования». Предупреждение: Это краткое изложение — не часть «Условий использования» и не имеет юридической силы. Это просто удобное справочное пособие для понимания сути этого соглашения. Смотрите на этот текст как на дружественный интерфейс к юридическому языку наших «Условий использования».

Частью нашей миссии является:

   расширение возможностей и привлечение людей со всего мира к сбору и развитию образовательных материалов, а также либо публикация их на условиях свободной лицензии, либо передача их в общественное достояние;
   распространение этих материалов эффективно и в глобальном масштабе, на безвозмездной основе.

Вы можете свободно:

   Читать и распечатывать наши статьи, а также просматривать/прослушивать другие медиаданные без какой-либо оплаты.
   Делиться и повторно использовать наши статьи и другие медиаданные на условиях свободных и открытых лицензий.
   Пополнять и редактировать содержание наших разнообразных сайтов или проектов.

С соблюдением следующих условий:

   Ответственность — вы берёте на себя ответственность за внесённые вами изменения (так как мы только лишь размещаем ваши материалы).
   Вежливость — вы поддерживаете цивилизованную среду и не совершаете нападок на других участников.
   Законность и надлежащее поведение — вы не нарушаете авторские права и другие законы.
   Не навреди — вы не наносите вреда нашей технологической инфраструктуре.
   Условия использования и правила — вы придерживаетесь изложенных ниже «Условий использования» и применимых правил каждого проекта, когда посещаете наши сайты или участвуете в наших сообществах.

С пониманием, что:

   свой вклад вы публикуете на условиях свободной лицензии — обычно вы должны лицензировать внесенные вами изменения и вклад в содержание наших сайтов или проектов на условиях свободной и открытой лицензии (кроме случаев, когда ваш вклад находится в общественном достоянии).
   здесь не дают профессиональных консультаций — содержание статей и других проектов предоставляется исключительно в информационных целях и не может рассматриваться в качестве профессиональной консультации.--Surprizi განხილვაწვლილი 14:07, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
  • Никто не говорит про возмездность, речь идет о неимущественных авторских правах. Почитайте пункт 7 ссылки, которую вы дали - там сказано о необходимости указывать оригинальный источник. По большому я и как и вы использовали данныие внизу труды - это не так, я работал с источниками и пересказал их, а вы по большей части перевели созданный мною текст. Вы же понимаете, что если вы возьмете документальную книгу на русском, просто переведете и издадите ее на грузинском, указав в списке литературы те же источники - это будет нарушение авторских прав... И наверняка вы догадываетесь, что указанный мной шаблон создан в десятках разделов не просто так. Если я вас не убедил, то вам лучше обратиться за разъяснениями в один из фондов викимедии. --Springbok განხილვაწვლილი 18:11, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Если я переведу и издам книгу то издам своим именем а не никнеим СЮРПРИЗИ. И если я чтото не коректно переведу то спросят от меня конкретно. Что касается оригиналного источника и пункт 7 то будем считать что я тоже сидел и вычитал из тех же материалов информации. Если честно трудно доказать что я пользовался только вашим текстом. Это даже не дословный перевод.--Surprizi განხილვაწვლილი 18:22, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Доказать легко. Взять хотя бы предложения с жертвами, дословно переведено. Хотя дословный перевод и не нужен для нарушения - плагиат и защита авторских прав не так работают. Прошу вас подтвердить, что вы отказываетесь соблюдать лицензию википедийных текстов и не собираетесь ставить вышеуказанный шаблон на переведенные вами статьи. --Springbok განხილვაწვლილი 18:43, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Эта лицензия касается копирования и распространения текста. Ничего не сказано о переводе. Также необходимо доказать, что Surprizi перевел статью c русского языка. გიო ოქრო 18:38, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Господин Springbok, я вам настоятельно рекомендую ознакомиться с политикой лицензирования контента проектов викимедии, вы явно что-то путаете. Что касается выше указанную статью, конкретный пользователь вам указал что он сам тоже переработал источники, поэтому ваши претензии не обоснованы. А также, вы явно не любите чтоб ваши созданные статьи люди переводили бы на другие языки, протекционизм это не политика Викимедии. Так что рекомендую пересмотреть вашу позицию по этому поводу. Запомните: контент википедии и других проектов викимедии не имеет конкретного автора и не является интелектуальной собственности кого-то. --Mehman 97 19:25, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Пользователь фактически подтвердил, что перевел статью русского раздела (будем считать что я тоже сидел и вычитал), и в его статье куски дословно переведенного текста. Обращусь к администратору. --Springbok განხილვაწვლილი 20:45, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
  • Это огромная ошибка - "Запомните: контент википедии и других проектов викимедии не имеет конкретного автора и не является интелектуальной собственности кого-то.". Любая статья в Википедии имеет группу авторов и является результатом их интеллектуального труда. Любой автор, пишущий в Википедии пишет здесь на условиях лицензии, требующей атрибуции. И несмотря на то, что он разрешает всем и вся пользоваться результатами своего труда - именно он и является собственником данного текста и продолжает им оставаться. А тот, кто использует его текст, обязан на основании лицензии Creative Commons Attribution-ShareAlike указать ссылку на первоисточник, где желающие могут найти список авторов. Исключение составляет передача какого-то контента (текста или медиаконтента) по лицензии СС-Zero, но это требует отдельного заявления и редко применяется авторами. Правила совершенно чётко закрепляют обязанность при заимствованиях внутри Википроектов указывать первоисточник. В том числе и при переводе - en:WP:TFOLWP. Степень переработки большой роли не играет. Удивительно читать вышеприведённые мнения по давно решённому в Википространстве вопросу. Обратите внимание, что я OTRS волонтёр и это предполагает как минимум наличие определённого багажа знаний по этому вопросу. НоуФрост განხილვაწვლილი 20:52, 16 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Ни вы и не ваш коллега явно не поняли суть википедии, даже членство в OTRS вам не помогло. Жаль. --Mehman 97 10:31, 17 მარტი 2019 (UTC)პასუხი
я думаю закрыть это обсуждение заново написав статью. Надеюсь что после никто не предявит претензии почему использую например "шаблон:землятресение" так как оно скопировано из другой википедии. У нас явно разные представления о слове волонтер. Если так идти то от термина "википедия - свободная энциклопедия" останутся только слова. Странно честное слово, никто не платит википедии за использование пространства а сами научились за счет википедии другим предявить претензии. Я перепишу статью., все, тема закрита, с у важением.Surprizi განხილვაწვლილი 12:27, 17 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Знаете, давайте зделаем так. Я перепешу статю а потом выясню все обстоятельства указанные Вами. С уважением --Surprizi განხილვაწვლილი 13:38, 17 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Википедия - это коллективный проект. Это написано в "Пяти столпах". Просто вы не знали этого небольшого момента про АП. Ну бывает. Я постарался максимально корректно о нём вас проинформировать. Вряд ли это требует переписывания статьи. Скорее это требует простановки шаблона, о котором говорил топикстартер или в будущем указания ссылки на источник при первой правке. Если есть указание об этом в правке - шаблон не обязателен. С уважением. НоуФрост განხილვაწვლილი 13:58, 17 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Я типа бухгалтер и привык все капать до основания. Статья явно требует разширения и приписать кого-либо имени тут нету смысла.--Surprizi განხილვაწვლილი 14:14, 17 მარტი 2019 (UTC)პასუხი

შეფასება

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi! როგორ ხარ? იბერიის მეფეთა სია დავასრულე. შევიტანე ყველა ავტორიტეტული და ცნობილი ისტორიკოსის ვერსია. ეხლა შეძლებისდაგვარად დავიწყებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა სიის ქრონოლოგიაზე მუშაობას.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:05, 17 მარტი 2019 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს! ძალიან კარგი. რასაც მეტს იზავ მით უკეთესი.--Surprizi განხილვაწვლილი 13:29, 17 მარტი 2019 (UTC)პასუხი

გამარჯობა Surprizi! გიორგისთვის მინდოდა მიმეწერა და წინამორბედ მინაწერზე პასუხის გაუცემლობის გამო ვიფიქრე არ ცალია თქო. პატრიარქების ქრონოლოგიაზე ვმუშაობ და წავაწყდი სამ ლაფსუსს, უფრო შეცდომა შეიძლება ზოგიერთმა უწოდოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურების განხილვაშიც დავწერე. საქმე რაშია, კირიონ (კჳრიონ) II - დაახ. 678-683 წწ. – მოღვაწეობდა მითითებულ წლებში და ვერანაირად ვერ იქნება კირიონ II საძაგლიშვილი, არამედ III-ა! ეგზარქოსი ბაჟენოვი და არა ბაჟანოვი. კი უწერია რუსულ ვიკიპედიაში: ბაჟანოვი ან ბაჟენოვი, მაგრამ რუსეთში განვრცობილად, უმეტესად მაინც ბაჟენოვია! ასევე ეგზარქოსი ფლავიან გოროდეცკი და არა ფლაბიანე გოროდეცკი! ფლავიუსების დინასტია თუ იყო, რატომ გახდა ფლაბიანე უცებ? ხანდახან მგონია, რომ მუშაობას აზრი ეკარგება იმდენი აბდაუბდას გამო, რაც სახეზეა. ეს რომ არ მეთქვა არ შეიძლებოდა. Lasha-george განხილვაწვლილი 06:35, 21 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ბასილი, რუსულად Василий-ა, საბა—Савва. ამიტომ ფლაბიანე/ფლავიანე შესაძლოა სწორი იყოს.--Surprizi განხილვაწვლილი 06:56, 21 მარტი 2019 (UTC)პასუხი
წმინდა ვასილის ტაძარი (მაგალითი). და კირიონ საძაგლიშვილი ხომ მესამეა რიგითობით? ვმუშაობ მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 1–ში პატრიარქების ქრონოლოგიაზე, მაგრამ ვინ უნდა გაითვალისწინოს შესწორებები? წინანდელი შეცდომით "დარქმეული" სახელები ვინ უნდა წაშალოს თუ არა ადმინისტრატორმა. ხანდახან სამუშაოს კეთების ხალისი მეკარგება ამდენ აბდაუბდას რომ ვაწყდები...--Lasha-george განხილვაწვლილი 07:07, 21 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ბაჟენოვი და ფლავიან გოროდეცკი გადასახედია.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:09, 21 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მომისმინე, აქ რამის შესწორება იმაზე ადვილია ვიდრე ლობიოს ჭამა! საქმე აზრების დალაგებას ეხება. ადრე აქ პოსტავდა დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ის დაგვეხმარებოდა... ფეიზბუკი თუ გაქვთ ეგება დაუკავშირდეთ აქ. უთხარით რომ მიხეილ ჩხიკვაძემ გირჩიათ. წესით არ უნდა დაგზარდეთ, საკმაოდ განათლებული და ჩახედული ადამიანია.--Surprizi განხილვაწვლილი 07:37, 21 მარტი 2019 (UTC)პასუხი
კარგი, მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:40, 21 მარტი 2019 (UTC)პასუხი
კირიონ (კჳრიონ) II-ც (დაახ. 678-683 წწ.) და კირიონ საძაგლიშვილიც რიგითობით II თუა კარგად ყოფილა საქმე (!) ამას გავარკვევ...--Lasha-george განხილვაწვლილი 14:31, 21 მარტი 2019 (UTC)პასუხი
@Lasha-george: ველეპარაკე მამა ილია ჭიღლაძეს. მისი გამოგზავნილ მესიჯს მოგვიანებით კირიონ მეორის განხილვის გვერდზე მივაწერ.Surprizi განხილვაწვლილი 11:23, 26 მარტი 2019 (UTC)პასუხი

და აი ისიც - „სად იყო გარჩევა-დიალოგი? კირიონ საძაგლიშვილის ინტრონიზაციის დროს მხოლოდ ერთი კირიონი იყო ცნობილი და ამიტომ მეორის სახელი მიენიჭა ოფიციალურად, მერე აღმოჩნდა რომ მანამდე ორი კირიონი ყოფილა, ამიტომ კირიონ საძაგლიშვილი ასე უნდა იყოს სიაში: კირიონ II (III)

ფლავიანის ქართული შესატყვისი ფლაბიანე-ა, როგორც ნიკალაი ნალიმოვი ნიკოლოზია და პაველ ლებედევი პავლე!“--Surprizi განხილვაწვლილი 17:13, 26 მარტი 2019 (UTC)პასუხი

თუმცა მე ვთვლი რომ ეგზარქოსები გამოსაცალკევებლები არიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისაგან. ეგენი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრები იყვნენ. იმ დროს საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ვთვლი რომ ქართული ეკლესიისათვის მაგი პერიოდი სიცარიელით უნდა აღინიშნოს. შესაბამისად თარგიდანაც ამოსაღებნი არიან--Surprizi განხილვაწვლილი 17:16, 26 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ხო, მაგრამ... ქრონოლოგია ხომ ირღვევა ამით? ჩვენ ხო ქრონოლოგიას ვგულისხმობთ ეკლესიის მეთაურებში? მე ვფიქრობ გუბაზ და ლევან სანიკიძის "უბის ისტორიაში" მოცემული კათოლიკოს-პატრიარქთა მოღვაწეობის წლები გასაზიარებელია. ფეისბუქი არ მაქვს Surprizi (არ ვსარგებლობ).--Lasha-george განხილვაწვლილი 14:45, 27 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მომკლა ამ ქრონოლოგიურმა გაურკვევლობამ:-) რა უბედურებაა (ბოდიში მომითხოვია (?!)). კირიონ III მგონია სწორი მთავარ გვერდზე მიეთითოს ან როგორც შენ იძახი, დარედაქტირდეს როგორც: კირიონ II (III), მაგრამ ასე: კირიონ III, თუმცა, უბის ისტორიაში აქამდე აღარაა ქრონოლოგია მითითებული... რაც შეეხება ეგზარქოსებს, რუსულში როგორც მე ვთვი ასე ჰქვიათ ანუ ბაჟენოვი და არა ბაჟანოვი. მეორე შემთხვევაში, თუ იჟინებ რომ ფლაბიანეა და გაქვს დამადასტურებელი წყარო, კი ბატონო, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ფლაბიანე და არა ფლავიან? (ასევე ფლავიანეც რომ მიეთითოს სახელწოდებად?)Lasha-george განხილვაწვლილი 14:57, 27 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ხო, მე პატარა კაცი ვარ. თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე მოიქეცით. თუ ვინმე გამოჩნდება უფრო კომპეტენტური მოდით ეგ მომავალს დავუთმოთ. დღეს გავაკეთოთ დღევანდელი დღის მაქსიმუმი!--Surprizi განხილვაწვლილი 16:29, 27 მარტი 2019 (UTC)პასუხი
პატარა კაცი არ ხარ, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ეს გვერდი (კათოლოკოს-პატრიარქების სია) ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სხვადასხვა წყაროს ნაზავს წარმოადგენს, რაც აჯაფსანდალს მაგონებს. საერთო სიაში მართებულია ერთი წყარო გაზიარდეს, ქრონოლოგია მაქვს მხედველობაში, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქების (მეთაურთა) სიის გვერდი. შესაძლებელია კონკრეტულად ვთქვათ კირიონ III-ის გვერდზე მიეთითოს, რაც შენ მითხარი, რომ ის ჩათვალეს II-ედ, და ა.შ. მაგრამ მთავარი გვერდი ერთი წყაროთი უნდა დაიტვირთოს. სადმე, სხვა უცხოენოვან ვიკიპედიის გვერდზე არ არსებობს რამდენიმე წყაროს ნაზავის მთავარ გვერდზე განთავსება. კარბელაშვილების სია სწორედ 4 წყაროს ნაზავია, მაგრამ ამ წყაროების ვიკისივრცეში დაწერა მძიმე სურათს ქმნის. მართლა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო Surprizi და არ იფიქრო, ჯიბრში გიდგები ან მსგავსი, უბრალოდ ჯანსაღი მსჯელობა და სიმართლის თქმა სჯობს. ნუ მიწყენ ძალიან გთხოვ და არც წყენად მიიღო. შენც ასევე გიმუშავია ამ გვერდზე, მაგრამ გეტყვი, უბის ისტორიის ვერსიას დავწერ და შეფასდეს ის გვერდი შემდგომ. მე ჩემს ვალს მოვიხდი ამ მხრივ.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:43, 27 მარტი 2019 (UTC)პასუხი
არა რა კამათი? მე აზრი არც მაქვს რამე დაფიქსირებული. რაც დაგიწერეთ ეს მამა ილია ჭიღლაძის სიტყვები იყო რაც ავღნშნე. შესაბამისად საწყენიც ვერაფერი ამოვიკითხე თქვენს სიტყვებში. მე ვიმუშავე რა, ვიკიში ყველა ვმუშაობთ და შესაბამისად კათოლიკოსებშიც უმუშავია არაერთს. უბრალოდ ვიკიპედიის დაუწერელი კანონია რომ მასში სტატიები ვიტარდება დაუსრულებლად. რაც შეეხება თქვენს სრომას, მე მას მივესალმები. იმისი არ იყოს, დედა ხო არ დავიფიცო მეტი რა ვქნა? )) თქვენ ჩემი აზრით დიდ და სასარგებლო საქმეს აკეთებთ! თუ რამე შეგეშლებათ ეგ არაფერი მაგაზე არ იფიქროთ! უბრალოდ შეეცადეთ თქვენი შეძლების ფარგლებში განავითაროთ ეგ თემა. დანარჩენს დრო გადაწყვეტს. ისევ და ისევ ჩემში თქვენი მუშაობის მიმართ არანაირი საწინააღმდეგო არაფერია!--Surprizi განხილვაწვლილი 16:49, 27 მარტი 2019 (UTC)პასუხი
უღრმესი მადლობა. Surprizi, აქ მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 1 ვმუშაობ და ამ მასალას როცა დავასრულებ ანუ როცა დასრულებული მასალა იქნება, მზა ასე ვთქვათ, აჩვენე თუ საჭიროდ ჩათვლი მამა ილიას და არას იტყვის. არც კარბელაშვილების წლებს უარყოფს, მაგრამ ანაქრონიზმია გარკვეულწილად ამჟამინდელ ქრონოლოგიაში. ლევან და გუბაზ სანიკიძის ვერსიად მინდა შევადარო ეს ამჟამინდელი ვერსია და დასრულების შემთხვევაში გეტყვი.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:59, 27 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ფლავიანე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) რატომ არაა ფლაბიანე?--Lasha-george განხილვაწვლილი 19:22, 28 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მე ვფიქრობ რომ ჩემი მხრიდან არაა აუცილებელი კონკრეტულად ფლაბიანეზე გამახვილება. ზოგადად ფლაბიანეს როგორ მოიხსენიებდნენ ეგ მაშინდელ გამოცემებში უნდა ინახოს. გრამატიკულობისთვის ზოგადად ბ უპრიანია ქართულში მაგრამ მე ვფიქრობ ამაზე გამახვილება დროის კარგვაა. თქვენ თემაში უფრო მეტი რამეა გასაკეთებელი ვიდრე ფლაბიანე რომელსაც ქართულ ეკლესიასთან სიმართლე ვთქვათ და კავშირი არც ჰქონდა.--Surprizi განხილვაწვლილი 03:24, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ქრონოლოგიასთან აქვს კავშირი. მართალია წყვეტა იყო, მაგრამ ვინმე ხომ მართავდა ქართულ ეკლესიას კათოლიკოს-პატრიარქთა მმართველობის გაუქმების პერიოდში? ქართული გრამატიკით მასე, კათოლიკოსიცაა და კათალიკოსი და ასე მრავალი ორი ან მეტი სახელწოდება არსებობს და მსგავსი უსწორმასწორო კაზუსებს უშვებს გრამატიკაც კი. არ არის მართებული ყველაფრის თარგმნა, მაგალითად ჰალსტუხის, სათლის და ასე შემდეგ. პატარ-პატარა მსგავს კაზუსებს იმიტომ გამოვეკიდე, რომ საბოლოო ჯამში ბევრ და დიდ ლაფსუსად და შემდგომ შეცდომად იქცევა. მესმის რომ ფლაბიანეს ფლავიანედ გადაკეთება ადმინისტრატორის საქმეა, მაგრამ იქნებ ასევე ფლავიანედაც იხსენიებოდეს?--Lasha-george განხილვაწვლილი 11:34, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ვინმე ხომ მართავდა ქართულ ეკლესიას? ))))) არა ჩემო კარგო „ქართული ეკლესია“ არ არსებობდა ბუნებაში რამოდენიმე საუკუნე. ;) ისინი, დაწყებული ვარლაამიდან იყვნენ რუსული ეკლესიის ნაწილნი, რომლებიც უბრალოდ იჯდნენ ქართულ ტაძრებში და მრევლს ასწავლიდნენ რუსულ ენას. შესაბამისად ყველანაირად მეთოდურად მიდიოდა ქართული ეკლესიის მეხსიერებიდან ამოშლა. ქარტული ხატები და მრევლი და ქართველი ღვთისმსახურები მართალია მართლმამდიდებლურის მაგრამ არა ქართულის არამედ რუსული ეკლესიის წიაღში იყვნენ და შესაბამისად იმ დროს ესეთი ფორმაცია აღარ არსებობდა.--Surprizi განხილვაწვლილი 11:58, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ფლაბიანეს რაც შეეხება უნდა ვნახოთ ქსე. თუ ქსეში ნახსენებია ფლაბიანე ვფიქრობ რომ უპრიანი იქნება ისე შეჩერება.--Surprizi განხილვაწვლილი 12:00, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Surprizi მე ვგულისხმობ რომ ქრონოლოგიურად იყვნენ საქართველოში და მართავდნენ თუ ოკუპანტობდნენ, იყვნენ ისე, როგორც საქართველოს მმართველთა სიაში მითითებული რუსი მთავარმართებლები თუ მეფისნაცვლები. ეხლა რა გავაკეთოთ, ისინიც ამოვშალოთ ქრონოლოგიიდან? იდეაში შეიძლება მივუთითოთ რომ ამ პერიოდში ქართველი მმართველები არ იყვნენ სათავეში, მაგრამ მოსაწონია ასეთი სიცარიელე?--Lasha-george განხილვაწვლილი 12:06, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მოსაწონი? ჩენთვის ეგ ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. თუ სიცარიელეა უნდა დავწეროთ სიცარიელე. ანუ რა გამოდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიაში იგივე ეგზარხოსები მოვიხსენოთ რომლებსაც მერე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიაში მოვიხსენიებთ? საქართველოსნაირი საეგზარხოსო რუსეთს სხვაც ჰქონდა თუ არ ვცდები. და რისი ჩაწერას აპირებთ? რომელი ეკლესიის მღვდელთმთავარი იყოთქო? )) ქართულის თუ რუსულის? ქართულს ჩაწერთ — დაამახინჯებთ სტატიას, რუსულს ჩაწერთ უაზრობა გამოდის იმიტომ რომ სტატიაში რუსული ეკლესიის ეპარქიის მღვდელთმთავარს ჩასვამთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმთავართა სიაში. თუ მაინცდამაინც სიის გაკეთება გინდათ მაშინ უნდა ამოიღოთქართული და რუსული და უნდა თქვათ საქართველოს მართლმადიდებლობის მმართველები, ან რამე მაგდაგვარი. არ ვიცი, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე ვთვლი რომ ეგ სიაში არ უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს სიცარიელე, რამეთუ ჩვენი მღვდელთმთავრობა მაგათი სულიერი სამართლამემკვიდრეები არ იყვნენ და პირიქით.--Surprizi განხილვაწვლილი 12:18, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ისე, უპრიანი იქნებოდა კითხვის დასმა თქვენი მხრიდან, თუ ეგზარქოსებს ამოვიღებთ მაშინ ქართლის პირველი მთავარეპისკოპოსებიც უნდა ამოვიღოთ რადგანაც ისინი ანტიოქიის ეკლესიის ნაწილნი იყვნენ....საინტერესოა!!!!--Surprizi განხილვაწვლილი 12:22, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი

თუგინდ ეგ არგუმენტი, რომელიც გამომჩა. ეგზარქოაები უნდა იყვნენ სიაში მოხსენიებულნი, მაგრამ ისინი ცალკე სექციაში არიან და ჰქვიათ ეგზარქოსები და ამით ხაზგასმულია, რომ ისინი უზურპატორები იყვნენ.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:21, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ქსე როგორ არ მომწონს... (ეს ჩემი პირადი აზრია!) მანდ უამრავი შეუსაბამობაა. მაგალითად ვახტანგ გორგასლის მამად მიჩნეულია მირდატ VII, რასაც არცერთი ისტორიკოსი არ აღიარებს. ყველა აღიარებს რომ ვახტანგის მამა მირდატ V-ა. ნახე ქსე–ში, მაინტერესებს ერთი რა წერია ფლაბიანე თუ ფლავიანე. მაგრამ ნუ რაღამდენჯერ განვმეორდე არ ვიცი, რატომ უნდა თარგმნილიყო ფლავიანე ფლაბიანედ? მხოლოდ გრამატიკული შესაბამისობიდან გამომდინარე ყველაფერი არ შეიძლება ითარგმნოს ჩემი აზრით.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:24, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მეგობარო, ნახე ქსე და გადატანა სათაურზე ადმინის გარეშეც შეიძლება. რაც შეეხება ეგზარქოსებს, ისინი უნდა დარჩნენ მაგრამ უნდა მივუთითოთ რომ ეს იყო რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ისევე როგორც მთავარეპისკოპოსების დროს იყო ანტიოქიის ეკლესია...--Surprizi განხილვაწვლილი 12:29, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ქსე არ მაქვს სიურპრიზ. შესაბამისად ვერ ვნახავ. გიო ოქროს აქვს და ვეტყვი შენ თუ არ გაქვს.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:13, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ვიცი სიურპრიზ რომ გადატანა ადმინის გარეშეც შეიძლება. მე ვიგულისხმე: თუ ქსე–ში ფლავიანე წერია, წაიშალოს ფლაბიანე.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:16, 29 მარტი 2019 (UTC)პასუხი
წაშლა არაა აუცილებელი. უბრალოდ გადამისამართება მოხდება და მორჩა!--Surprizi განხილვაწვლილი 04:27, 30 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ჩვენი ფალბიანე ქე/ქსეს ჰორიზონტებზე არა ჩანს. მე ამოვწურე ჩამი შესაძლებლობები. სხვას თუ რამე შეკითხვა ექნებათ იმათ გკითხონ.--Surprizi განხილვაწვლილი 13:17, 30 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები

რედაქტირება

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#განხილვა:კალიბეკი, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა.--ცანგალა 07:00, 2 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა, რომ მიიღე მონაწილეობა და ერთი რამ მიკვირს დმანისის სოფლებზე ხარ კომპეტენტური და კალიბეკს შეეცვალოს თუ არა სახელი ამაში არა (იმედს ვიტოვებ, რომ განხილვის გვერდი წაიკითხე). ზოგჯერ ისეთ რამეს დაწერ ხოლმე რომ არ გითხრა არ შემიძლია. ახლა არ მომთხოვო (თ) საუბარი.--ცანგალა 07:30, 2 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
არ ვიცი მაგრამ მე ისეთნაირად დავწერე ტექსტი რომ ვინმეს ჩემთვის არ მოეწერა „კომპეტენტურობაზე“ რამე. მე ხშირ შემთხვევაში არ ვარ კატეგორიული. ავიღოთ ლაშა-გიორგის მეფეების სია თუ კათალიკოს-პატრიაქრების... ფლაბიანე... არის რიგი საკითხები რაშიც მე არ ვერევი იმიტომ რომ პირველ რიგში თავის მოტყუება იქნება. თუ გაქვთ შენიშვნები და თუნდაც აზრი თუ როგორ უნდა დაიწეროს დმანისის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელი მე მათ როგორც თქვენ ბრძანეთ ისე შევცვლი. ეს განპირობებულია იმით რომ არის რიგი „იქნებ“, „იქნებ“, „იქნებ“... ამიტომ ვერ ვწყვეტ და თუ ვწყვეტ გადავწყვიტე ჩემი შეხედვით ბოლო სამეცნიერო წყაროზე დაყრდნობით.--Surprizi განხილვაწვლილი 08:05, 2 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

განხილვა (ბაგრატ II (აფხაზთა მეფე))

რედაქტირება

მოგესალმები Surprizi. ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხზე მინდა შენი ყურადღება მივიქციო (ამდენი ყურადღებით უკვე შეგაწუხე მემგონი). ბაგრატ II (აფხაზთა მეფე), აფხაზეთში იყო რიგითობით II (შემდგომში საქართველოს მეფე, ბაგრატ III), აი ეს სტატია კი ნამდვილად აფხაზთა მეფისწული ბაგრატია, რომელიც ნამდვილად იყო კონსტანტინეს ძე, მაგრამ მეფე არ ყოფილა. იგი მამამისის თანამმართველი იყო და მამის გარდაცვალების შემდეგ თავისი ძმა გიორგი აუჯანყდა, ტიტულისთვის ბრძოლაში კი ბაგრატი დამარცხდა და მეფე საბოლოოდ გიორგი II გახდა. აქ, აფხაზთა მეფეები დასაკორექტირებელია. მხოლოდ თანამმართველი იყო ეს ბაგრატი და მაშასადამე სწორია ეპითეტი აფხაზთა მეფისწული. მამამისის გრაფაში (აფხაზეთის სამეფო) უნდა ჩაიწეროს როგორც თანამმართველი (რადგან განვმეორდები, მეფე არ ყოფილა).Lasha-george განხილვაწვლილი 15:30, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

გურგენისა და გურანდუხტის შვილი ბაგრატი 978 წ. გახდა აფხაზთა მეფე. ამიტომ მამა-მისმა გურგენმა, რომელიც გაცილებით გვიან, 994 წელს გამეფდა, გამეფებისთანავე მიიღო მეფეთ მეფის წოდება. ეს იყო პირველი „მეფეთ მეფე“ საქართველოში (994–1008). მისი შვილი ბაგრატი აფხაზთა მეფეებს შორის რიგით იყო ბაგრატ II, მაგრამ მან მამის სიცოცხლეშივე, დავით დიდი კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ (1001 წ.) ქართლის კურაპალატის წოდებაც მიიღო, ხოლო მამის სიკვდილის შემდეგ, 1008 წელს, იგი ქართველთა მეფეც გახდა. ამრიგად გაერთიანდა აფხაზთა და ქართველთა სამეფოები, ამიერკავკასიის ორი უდიდესი და უმთავრესი სამეფო, რომელნიც ჩამოყალიბდნენ ერთიან საქართველო სამეფოდ (სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ: გვერდი 49.).Lasha-george განხილვაწვლილი 13:54, 13 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
მეგობარო, ვიკიპედია ესაა საკუთარი სიტყვებით მეცნიერთა ნააზრევის და მცირე საკუთარის ჩაქსოვების შესაძლებლობა ოღონდ იმ პირობით რომ არსებულ მეცნიერულ მოსაზრებას არ დაამახინჯებ. მე მაგალითად როდესაც თვითონ ვცდილობდი ჩამოვყალიბებულიყავი მეფეებზე სიმართლე გითხრა არავის არ ვუსვამდი შეკითხვას, რადგანაც ვიცოდი რომ ჩემი ნაწერები ისევე როგორც სხვების ყოველთვის გადამოწმების საგანს წარმოადგენდა. მე სიმართლე გითხრათ და ამ ეტაპზე შორს ვარ მაგ ამბებიდან და იმისათვის რომ აზრზე მოვიდე, მჭირდება საკმაოდ ღრმად ჩახედვა. ამისათვის კი მინიმუმ მასალები, დრო და ენერგიაა საჭირო. თქვენ თქვენებურად დაამუშავეთ და თუ თვლით რომ სათაურია ვინმესი შესაცვლელი მასზე განხილვის გვერდზე დაწერეთ. რაც შეეხება უშუალოდ ტექსტს, თუ ვინმე აქ არსებული რედაქტორი თქვენს მუშაობაში ეჭვს შეიტანს ან ექნება შენიშვნები ისინი თავად დაგიკავშირდებიან და მერე შეგეძლებათ ახსნათ თქვენი ჩანაფიქრი. სულ ესაა და ეს. მეც თქვენისთანა რედაქტორი ვარ ვიკიპედიაში (ასაკი არაფერ შუაშია ვიკიპედიელობასთან. ჰა, ჰა მეტი პასუხისმგებლობა მომეთხოვება. უფლებები — 0). იყავით მხნე და თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. რეალურად მთავარია არსებობდნენ თქვენისთანა ადამიანიები რომელბიც ავითარებენ მასალებს. შეცდომები კი არსად გაიქცევა, დამიჯერეთ :)--Surprizi განხილვაწვლილი 14:25, 13 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

წყარო

რედაქტირება

წყაროს მითითებისას ჯერ გვერდს ვუთითებთ და შემდეგ ქალაქს. იხ. აბუხალო (მთა)--ცანგალა 06:42, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი

@Zangala: ქალაქს თუ წელს?--Surprizi განხილვაწვლილი 07:02, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი
„საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, გვ. 13, თბ., 1987, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 223, თბ., 1984 --ცანგალა 07:05, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ანუ ქალაქის მაგივრად წელი გინდოდა დაგეწერა? ვიფიქრე ლიტერატურაში ტოპონიმიც ხომ არ შეგვეტანა მეთქი მარა პრინციპში თუ სქოლიოთი კეთდება ესეიგი აღარაა საჭირო.--Surprizi განხილვაწვლილი 07:12, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ლიტერატურის მითითებისას ქართული ვიკიპედიის წესების შესაბამისად ჯერ ვწერთ ავტორს, შემდეგ სახელს, შემდეგ ტომს (თუ არსებობს), შემდეგ გვერდს, შემდეგ ადგილს (გამოცემის), ბოლოს კი წელს. გიო ოქრო 07:14, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კი ეგ გავიგე და მაგათ ყველგან გავასწორებ ისედაც თავიდან მაქვს დაწყებული. უბრალოდ მე „წყაროს მითითებისას ჯერ გვერდს ვუთითებთ და შემდეგ ქალაქს.“ ეს წინადადება განვავითარე სხვა კუთხით.--Surprizi განხილვაწვლილი 07:18, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი
თარგი შევქმენი და მაგით ჯობს მგონი გაკეთება, თანაც ორივე წიგნზე („საქართველოს სსრ გეოგრაფიულ სახელთა...“ და „საქართველოს გეოგრაფიულ სახელთა...“) მუშაობს. გიო ოქრო 07:22, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ყოჩაღ! მეც მინდოდა თარგის შექმნა მაგრამ მაგდენი ვერ მოვიფიქრე რომ ორივე წიგნის მოცვა შეიძლებოდა. მადლობა გიო კაი საქმე გააკეთე!--Surprizi განხილვაწვლილი 07:23, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ვცდილობ და გამომდის?

რედაქტირება

Адгəыр Рафеҭ-иԥа Ҳаразиа

Адгəыр Рафеҭ-иԥа Ҳаразиа — Аҧсны аҳҭны-қалақь Аҟәа ахадара аиҳабы (2014-). Диит ? шықәсазы.

Абара 
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ბოლოში თარგი Аҧсны аҳҭны-қалақь Аҟәа ахадара аиҳабы

გამომივიდა რამე?--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:19, 2 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ჯეო, ჩემო კარგო ვიცი შენს სიჯიუტეს ჩემი ნერვები ვერ გაუძლებს. ცხოვრებაში ყველაფრის სწავლა შეიძლება ეგ პრობლემა არაა. აქ უბრალოდ ნდობის საკითხია, მოგეხსენება აფხაზური ვიკიპედია სენსიტიური სივრცეა და ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა იქნეს გააზრებული. კარგია რომ ესე მონდომებული ხარ. ეს მხოლოდ და მხოლოდ პლიუსია მიუხედავად შენი არაერთი შეცდომისა. მოდი ესე ვქნათ, დავთქვათ რომელიმე დღე შეხვედრა რომ პირისპირ გასაუბრებისას გავიაზრო შენი ხედვები აფხაზურ ვიკიპედიაში მუშაობასთან დაკავშირებით. მე მეცლება კვირა დღეს. თუ გაწყობს ესეთი პირობა შევხვდეთ და მომიყევი შენი ხედვები.Surprizi განხილვაწვლილი 17:00, 2 მაისი 2019 (UTC)პასუხი
პირისპირ შეხვედრა 4-5 წელი ჩვენ ვერ გამოგვივა და...--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 17:31, 2 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მიხარია რომ მარტივად გადავწყვიტეთ საკითხი. წარმატებები!--Surprizi განხილვაწვლილი 18:18, 2 მაისი 2019 (UTC)პასუხი

აფხაზთა სამეფოს განხილვა და აფხაზთა მეფეთა დივანი

რედაქტირება

როგორ ხარ გამოცდილო ვიკიპედიელო? ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხზე მინდა შეგაწუხო (თუმცა ვიკიპედიაში მსგავსი არაერთია(...)). მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 2 ამის ჩასმას ვაპირებ სტატიაში, აფხაზთა მეფეთა დივანი. ეს წყარო: ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო მასალები (გვერდები: 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29) სრულად ვიპოვე და როგორ მირჩევ ჩავსვა? (ორივე ტომი მივამატე ვიკიგვერდზე საქართველოს ისტორია, რესურსები ინტერნეტში) ანუ ვგულისხმობ ჩასმის ფორმას. კია დიდი სტატია თავისი გენეალოგიით, მაგრამ აზრი დაიკარგება თუ რაიმეს მოვაკლებთ. ტექსტი რომ დავაკორექტირო ვიკიპედიურ ენაზე, მე პირადად ეს არ ვიცი:-), როგორც ვიკიპედიას მოუხდება.

ხო მართლა, აფხაზთა სამეფოს სექცია – მმართველები წყაროდან აღებული ინფორმაციაა, ხოლო წინამორბედ სიაში წარმოდგენილი მმართველები პირობითი იყო, წყარო არ გააჩნდა იმ სიას. ამიტომ მართებულია ეს სია იყოს, თან წინამორბედ წყაროში ლეონ II-მდე მმართველები ეწერა მთავრები, რაც არასწორის. ყველა წყარო ერისთავებს მიუთითებს ლეონ II-მდე. აფხაზთა სამთავრო არსებობდა 1463–1864 წლებში (Established 1463 – Disestablished 1864). ანუ ეს პუნქტი აუცილებლად შესაცვლელი იყო.
P.S. უცნაურად ნუ გამიგებ, ეს გზავნილი გიო ოქროსაც მივწერე და შემდეგ აფხაზთა სამეფოს ისტორიას რომ გადავხედე, ბოლოს შენ გქონდა რედაქტირებული.Lasha-george განხილვაწვლილი 07:06, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
შენს სავარჯიშოში გავაკეთე ის როგორც მესახება მაგ სტატიის იერსახე.--Surprizi განხილვაწვლილი 07:15, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ეს ჯობია ნამდვილად. დამავიწყდა მეთქვა. აფხაზ მმართველთა პირობითი სია წარსულში, რამოდენიმე წლის წინ მე ჩავსვი ინტერნეტიდან აფხაზთა სამეფო და მისი მმართველები, https://geonewss.com, წყაროს გარეშე, რაც რათქმაუნდა არამართებული იყო ჩემი მხრიდან და უნდა გამომესწორებინა. წინასწარ მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:21, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
Surprizi, აფხაზთა სამეფოს სექცია – მმართველები უკეთ თუ შეგიძლია ცხრილის გასწორება? თუ არა, არც მაგას უშავს მემგონი რამე.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:27, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ხო მართლა აფხაზთა მეფეთა დივანის ინგლისურენოვანი ვიკიპედიის ინფოდაფა გაცილებით ლამაზია და ასეთის ჩვენს რეალობაში ჩასმა ვერ ხერხდება?--Lasha-george განხილვაწვლილი 07:29, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
რას გულისხმობ გასწორებაში?--Surprizi განხილვაწვლილი 07:30, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ყველანაირად ვეცადე ცხრილის გასწორება, ანუ იმის გამო რომ კირილ თუმანოვს იოანეს და ადარნასეს მმართველობის წლები არ უწერია, სამაგიეროდ ვახუშტის აქვს წლები მოხსენიებული და კ. თუმანოვის ვერსიის მიუთითებელ წლებს ემთხვევა, ამიტომ ვიფიქრე მიმეთითებინა ვახუშტის ვერსიაც მმართველებში, მაგრამ გრაფა (ცხრილი) თუა მოსაწონი შენთვის. ასეთი ფორმულირება ასე თუ ისე კი ჯდება და უკეთ თუ შეიძლებოდა ცხრილის კორექტირება ზომებში?--Lasha-george განხილვაწვლილი 08:08, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
The two kings of the Shavliani clan (878–887) are omitted probably because they were regarded as usurpers. ორივე შავლიანი მართავდა როგორც უზურპატორი 878–887 წლებში და იმ გრაფის გაერთიანებას თუ შეძლებ, რომელიც ამ ორ შავლიანის მეფობის წლების გრაფას გააერთიანებდა? ცალკეულად მათი მმართველობის წლები არ აქვს მითითებული კ. თუმანოვს.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:27, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ეს თარგი {{გვერდითი ნავდაფა გაშლადი სიით}} შენს სავარჯიშოში გატესტე და მერე შესთავაზე ვიკი საზოგადოებას.--Surprizi განხილვაწვლილი 08:44, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კარგი, მადლობთ. ეს აჯობებდა...--Lasha-george განხილვაწვლილი 09:09, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
დღეს, 12 მაისს 2019 წლისა ილია მეორის მიერ იკურთხა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ამ ტაძრის ვიკიგვერდი არის ვიკიპედიაში, იქნებ შეიქმნას?--Lasha-george განხილვაწვლილი 10:10, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
რომელი? მაღალი? არ ვიჩქაროთ! ჯერ ამოქმედდეს და მერე. ესე ჯობია.--Surprizi განხილვაწვლილი 10:13, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი--Surprizi განხილვაწვლილი 10:14, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მახათაზე რომაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:14, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბმულზე გადადი. სტატია არსებობს.--Surprizi განხილვაწვლილი 10:15, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კი ვნახე, ყოფილა, მაგრამ სტატია შესავსებია. 2002 წლის 17 აპრილს დაწყებულა მშენებლობა, და დღეს, 2019 წლის 12 მაისს გახსნილა ტაძარი (იხ. მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი). ეს უნდა აისახოს და შეივსოს ვიკიგვერდი: მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.Lasha-george განხილვაწვლილი 10:20, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
იმისათვის რომ სადმე რამე ჩაწეროთ მიმოწერა არაა საჭირო, უბრალოდ შეიტანეთ ინფორმაცია. ვიკიპედია მიმოწერის საშუალება არაა, ის სამუშაო ადგილია.--Surprizi განხილვაწვლილი 10:22, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
უკვე ჩავწერე. უბრალოდ რედაქტირებაა თქვენი მხრიდან საჭირო. ერთი თხოვნა, "← ამ ბმულის ჩასმას თუ შეძლებ კირილ თუმანოვის ვიკიგვერდზე, რესურსები ინტერნეტში, იქნებ დამეხმაროთ? Lasha-george განხილვაწვლილი 09:54, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
რესურსები ინტერნეტში მარტივად ემატება...--Surprizi განხილვაწვლილი 14:53, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
სიურპრიზ. დამეხმარო იქნებ? ეს სტატია მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 2 ნახე რა და ასეთი სახით თუ შეიძლება გადავიტანოთ და დავარედაქტიროთ სტატიაში აფხაზთა მეფეთა დივანი? რადგან ვიკიციტატაში გენეალოგიური ცხრილი ბაგრატ III-ისა და დოსითეოსის არ ისმევა (არ ხსნის ვიკიციტატაში).Lasha-george განხილვაწვლილი 14:40, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
უფრო დამიკონკრეტე რა გინდა.--Surprizi განხილვაწვლილი 16:02, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ანუ ეს სტატია მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 2 თუ მოგწონს, თუა შენთვის მისაღები მინდა გადატანილ იქნას აფხაზთა მეფეთა დივანიში და დარედაქტირდეს.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:07, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
როგორ ფიქრობ, რომ გადავიტანოთ და დავარედაქტიროთ, დავასრულოთ ეს სტატია ბარემ, ჩემი მოწიწებული თხოვნა იქნება.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:27, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ჯერ ერთი ეს შენი ნაშრომია და შენ უნდა გადაიტანო! მეორეც მე ვერაფერს ვხედავ დაკოპირებაში დიდ სირთულეს. რა გიშლის ხელს?--Surprizi განხილვაწვლილი 17:35, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
დავაკოპირებ, მაგრამ რედაქტირებით შენ დაარედაქტირე.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:29, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ყველა დავარედაქტირებთ. მაგის მეტს არაფერს არ ვაკეთებთ ყველანი, მათ შორის შენც ))--Surprizi განხილვაწვლილი 18:31, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
:-)შეუმოწმებელი რომ არ ეწეროს ეხლა დაარედაქტირე სტატია აფხაზთა მეფეთა დივანი.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:34, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
წინასწარ მადლობა ამდენი შეწუხებისთვის. შენხელა ბაგაჟი არ მაქვს ვიკიპედიასთან მიმართებით:-)--Lasha-george განხილვაწვლილი 18:36, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
პირველი აბზაცი ადამიანს დაამსგავსე! პირველი აბზაცი ესაა ქვაკუთხედი. ესეა დაწერილი პირველი წინადადება სვა სტატიებში? იფიქრე რა არაა ისე და თავად შეცვალე. შეეცადე შენი ფანტაზია გამორთო და იყო პედანტი.--Surprizi განხილვაწვლილი 18:39, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
პირველ აბზაცს გავასწორებ მაშინ ხვალ მსგავსად ინგლისური ვიკიპედიისა (ვთარგმნი) და მერე მოგწერ დასარედაქტირებლად კარგი? ნუ მოვარგებ ჩვენსას, ასე მართალი ხარ, ტავტოლოგია გამოდის.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:50, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
პირველი აბზაცი, განსაკუთრებით პირველი წინადადება ესაა მთელი სტატიის დედააზრი ერთ წინადადებაში, რომელიც გრძელი დეფიზის მარჯვნივ უნდა ჩატიო! ილია ჭავჭავაძე — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე... აქ არ იწერება რომ ის ისეთი პატრიოტი იყო რომ მას მართალი შეარქვეს... ანუ მშრალი და გასაგები წინადადება, რომელშიც მკითხველს გააგებინებს თუ რაზე იქნება საუბარი სტატიაში. ეს შენი გენიის დიდებას არ უნდა მიუძღვნა ეგ სტატია არამედ უნდა გაშალო მასალა!--Surprizi განხილვაწვლილი 18:55, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
შენ როგორც მითხარი, შემოკლებული ვარიანტით დავწერე 3 აბზაცად გრძელი ტირეს შემდეგ დედააზრი სტატიისა აფხაზთა მეფეთა დივანი, გადახედე და გთხოვ დაარედაქტირე დასრულებული სახით. მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:46, 15 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ჩვენთან „“ ეს ბრჭყალები გამოიყენება.--Surprizi განხილვაწვლილი 17:28, 15 მაისი 2019 (UTC)პასუხი
OK. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (ახალი რექტორი დავამატე) და საქართველოს სამეფო (ჩავსვი მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო). ესენიც დაარედაქტირე. მაგრამ ერთიანი საქართველოს სამეფოდან რატომ გადადის საქართველოს სამეფოზე? სჯობდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოზე გადასულიყო, როგორც ბრიტანიკის ენციკლოპედია მოიხსენიებს (დღეს როგორც მოიხსენიება ბრიტანეთი, მაგრამ სადღაა ბრიტანეთი გაერთიანებული?).--Lasha-george განხილვაწვლილი 18:28, 15 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ლაშა-გიორგი. შემმოწმებელი ეს ეფლებაა და არა პასუხისმგებლობა. შესამოწმებელი ძალიან ბევრია ვიკიპედიაში, ვგულისხმობ სხვადასხვა სფეროებს, რომლის კომპეტენტურობა ხშირად ჩემსას აღემატება. აღნიშნულს რაც შეეხება იმისათვის რომ აზრზე მოვიდე საჭიროა ღრმად ჩართობა. აქ ვიკიპედიაში არაა მიღებული რომ დავწერე და შემიმოწმე. მსგავსი მხოლოდ ჯეოსგან და თქვენგან მოვისმინე. იმუშავეთ და ვინმე გაასწორებს.--Surprizi განხილვაწვლილი 11:45, 16 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კარგი. უკვე დასრულებულია. მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:25, 16 მაისი 2019 (UTC)პასუხი

განხილვა

რედაქტირება

შესაქმნელი

რედაქტირება
იმის გამო რომ ვიკიპედია:კატეგორია (Help:Category) არაა შექმნილი ბევრი ბარიერი მექმნება...--Lasha-george განხილვაწვლილი 09:26, 19 მაისი 2019 (UTC)პასუხი
Pages using Timeline იწერება... მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო ვცდილობ ისე ვთარგმნო როგორც ინგლისურ ვერსიაშია, მაგრამ შესაქმნელია რიგი გვერდები და ამის გამო ვერ ვქმნი კატეგორიებს. ნახე და მიხვდები თუ რისი თქმა მინდა (სულ ქვემოთ, სქოლიოსთან ვგულისხმობ). მაგალითად:
არაა შექმნილი List of monarchs of Georgia#Notes და მინდა რომ ჩემ სავარჯოშოს მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო მოვარგო, მაგრამ Help:Category არაა შექმნილი, ეს Monarchs_of_Georgia ასევე არაა შექმნილი. მხოლოდ შექმნილია მონარქთა სიები. იქნებ რაიმე ვიღონოთ? მსგავსად ინგლისურისა მინდა ქართულში.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:49, 19 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ან მაგალითად,
  1. 1.0 1.1 1.2 ჩვენ გვიყვარს ვიკიპედია

თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები

თარგი:საქართველოს მმართველები რუსეთის იმპერიაში


თუ საქართველოს მმართველები რუსეთის იმპერიაში, გვერდი არაა შექმნილი, ხომ შეიძლება დაიწეროს ევროპული სამეფო ოჯახები, მაგრამ არ იწერება, მიხვდი?--Lasha-george განხილვაწვლილი 09:51, 19 მაისი 2019 (UTC)პასუხი
აფხაზთა სამეფო ისევ დასარედაქტირებელია, გავასწორე, რადგან ერთ გრაფაში მ. ბროსეს და ვახუშტის ვერსია მიუღებლად მივიჩნიე და თან ბროსეს ვერსია ცხრილის გვერდითაა მოცემული ატვირთული სახით და ტავტოლოგიაც გამოდიოდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:38, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ეს ცნობისთვის მოგწერე. განვმეორდები, ვცდილობ გავაკეთო აღნიშნული გვერდი, მაგრამ სირთულეები მეღობება ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო. თუ იცი, რა შეიძლება ან თუ შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?--Lasha-george განხილვაწვლილი 18:21, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კაცო რაც გინდა ის არედაქტირე ვინაა მომჩივანი? გამოსწორებას რაც შეეხება დედააზრს ვერ ჩავწვდი. იქნებ თავიდან ამიხსნა?--Surprizi განხილვაწვლილი 18:37, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
აქ ჩემო უცნობო მეგობარო სულ ქვემოთ სქოლიოსთან. ეს ანალოგიური ვერსიაა გვერდისა ინგლისური ვერსიისა: საქართველოს მმართველები. ანუ Notes-ს ქვემოთ ინგლისურის მსგავსად ქართულში არ ხსნის.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:48, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ანუ არ იხსნება ევროპული სამეფო დინასტიები, როგორც ინგლისურში...--Lasha-george განხილვაწვლილი 18:49, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
[https://ka.wikipedia.org/wiki/მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო#ქართლის%2C_კახეთის%2C_და_იმერეთის_მეფეები_%281490–1762%29 ჩემ გვერდზე ვერ გავხსენი, არადა მინდა ეს სტატია მთლიანად გადავთარგმნო.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:54, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი

თარგი:European Royal Families თარგი:Royal houses of Europe თარგი:Georgia (country) topics ამაზე მეუბნები?--Surprizi განხილვაწვლილი 19:08, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი

კი, კი. და მაგის ქვემოთ, Help:Category კატეგორიები ქართულში არაა შექმნილი. ინგლისურში წერია კატეგორიები... და ეს Pages using Timeline... ეშველება მაგას რამე?--Lasha-george განხილვაწვლილი 19:14, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
Pages using Timeline-ს მგონი არაფერი ეშველება, რომ დააჭირო ნახავ რამდენ სტატიაშია მაგდაგვარი ლაფსუსი. იდეაში გამოსწორება შეიძლება. ჯერ მაგისთვის არ მცალია. კატეგორიები გადასაქართულებელია, თარგებს რაც შეეხება ეს იმის ბრალია რომ აღნიშნული თარგები მაგ სათაურებით არ არსებობენ. ან საერთოდ არაა ან სხვა სახელიათაა.--Surprizi განხილვაწვლილი 19:26, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ახლო მომავალში თუ ვინმე იმუშავებს კარგი იქნება. თუ გაკეთდა ხო მთლად უკეთესი. მე მაგის ბაგაჟი სამწუხაროდ არ მაქვს. ჩემზე გამოცდილები კი არიან მაგ საკითხში. არადა გაცილებით ლამაზი თარგია.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:28, 20 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მგონი შენ სხვებს გადაჭარბებულად გვაფასებ! რაზეც შენ საუბრობ ეგ მარტივი თარგებია და მათი შექმნა შენც შეგიძლია. თუ ინტერესი გაქვს ხელს წაგიკრავ და აგიხსნი, დანარჩენი შენ უნდა იშრომო, დიდი ხანია ახალბედებში აღარ ითვლები!!!Surprizi განხილვაწვლილი 03:45, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კი ბატონო, წამიკარი. ტექნიკურ საკითხებში მთლად 5-ანზე ვერ ვერკვევი, მაგრამ სამწუხაროა, რომ თარგები არაა შექმნილი. ჯერ მაგისთვის არ მცალიაო რომ მითხარი, იქნებ ეგ გაასწორო ახლო მომავალში როცა მოიცლი? Help:Category-ა სათარგმნი და Pages using Timeline. კარგი იქნება ინგლისურ ვერსიაში (ინგლისური ვერსიისა: საქართველოს მმართველები) როგორცაა ისე რომ იყოს, რომ ჩემ სავარჯიშოში (მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო) ჩავსვა. იქნებ ქნა ეგ სიკეთე? ოღონდ ნუ გაბრაზდები და ნუ იფიქრებ რომ მეზარეაბა... Lasha-george განხილვაწვლილი 08:45, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი

თარგი

რედაქტირება

თარგი:European Royal Families — მოდი ეს თარგი გავაკეთოთ ერთად ჯერ.--Surprizi განხილვაწვლილი 08:53, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი

აღნიშნული თარგის დასაწერად საჭიროა შემდეგი:
  • უნდა გავარკვიოთ ეს თარგი უკვე გვაქვს თუ არა ქართულ ვიკიპედიაში, ან ზუსტად ესეთი ან მისი მსგავსი ან ნაკლებად დახვეწილი.
  • როგორც წესი თარგის სახელი ხშირ შემთხვევაში უნდა ატარებდეს ქართულ სახელწოდებას. ჩვენ შემტხვევაში მას უნდა ერქვას “ევროპის სამეფო ოჯახები“.
  • გასარკვევად შეიძლება გადავიდეთ ინგლისური ვიკიპედიის თარგის მთავარ გვერდზე და ვნახოთ ინტერვიკებში თუ არის ქართული რამე თარგი მიბმული.
  • თუ არაა მიბმული ეს არ ნიშნავს რომ ისეთი ტარგი ქართულში არ გვაქვს.

მაგალითად აი ინგლისური ძირითადი თარგი https://en.wikipedia.org/wiki/Template:European_royal_families . მას აქ აქვს ქართული ინტერვიკი მხოლოდ ესენია Languages Afrikaans العربية Bahasa Melayu.

მოკლედ რომ გადავხედე ქართულში „თარგი:ევროპის სამეფო ოჯახები“ არ იძებნება.

ესეიგი უნდა შევქმნათ ახალი თარგი. საქმე რომ გაგიადვილო პირდაპირ გეტყვი რომ აღნიშნული თარგი ეწყობა უკვე არსებული თარგი — ნავდაფას შაბლონზე.

ესაა მისი გვერდი https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98:%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90

მოდი ჯერ ამ ნავდაფას გადახედე. და მერე განახებ როგორ იწყობა ქვედაძირის თარგები.--Surprizi განხილვაწვლილი 09:09, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ევროპის თუ ევროპული სამეფო ოჯახები?--Lasha-george განხილვაწვლილი 09:33, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი
შენ გადაწყვიტე, მე არ ვერევი არაფერში. მინდა რომ იყო დამოუკიდებელი. როგორც სწორი იქნება ისე ქენი. მგონი თარგის გვერდზე საკმარისი ინფოა რომ პირველი ცდები ლეწო. თარგი რომ შექმნა უნდა ძიების გვერდში ჩაწერო — თარგი:ევროპული სამეფო ოჯახები, მერე იქ წითელი რო იქნება იმას დააწვები და ნავდაფიდან არსებულ ნიმუშს დააკოპირებ და შეინახე. შემდეგ გზადაგზა მიამატ დააკელი რაცხა რუცხაები და სოფელიც აშენდება. აბა მიდი სცადე.--Surprizi განხილვაწვლილი 09:37, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი

იოსებ შარლემანი

რედაქტირება

იოსებ შარლემანი — მომხმარებელმა Bogdanov-62 კატეგორია ამოიღო (დიდუბის პანთეონში დაკრძალულები). მაინტერესებს მამულიშვილთა სავანეში რა წერია, რადგან შენი შემოტანილია დაკრძ. ადგილი. მადლობა. გიო ოქრო 19:56, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი

შარლემანზე გაირკვა — სხვადასხვა პიროვნების სტატიები იყო მიბმული ვიკიმონაცემებზე. ახლა უშანგი ჩხეიძე მაინტერესებს, აქაც იგივე სიტუაციაა. გიო ოქრო 20:20, 21 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ამ დღეებში ბიბლიოთეკაში გავალ და გაგირკვევ.Surprizi განხილვაწვლილი 01:54, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი

იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის და ბაგრატ V-ის განხილვა

რედაქტირება

ბაგრატ IV-სთან დაკავშირებით მინდოდა ორიო სიტყვა მეთქვა. რატომ არ არის ეს მეფე თარგმნილი? მსგავსად სტეფანოზ IV-ისა აქაც არეულობაა. თუ არ შეწუხდები იმერეთის მეფეთა ცხრილს დახედე. დიდი გარკვევა არ სჭირდება. მარტივად ნახავ. ეს ის ბაგრატია სიმონ I-მა რომ დაატყვევა. არეულობაში რას ვგულისხმობ, იმერეთის სამეფოს მეფეებს თუ ჩაყვები შეამჩნევ, რომ ბაგრატ III 1510–1565 წლებში მეფობდა. ბაგრატი IV კი მხოლოდ 1590 წელს. შემდგომი ბაგრატი ისევ IV-ედ გვევლინება, რომლის მეფობის დასაწყისად 1660 წელი მიიჩნევა (საინტერესოა თუ როგორ მოახერხა გარდაცვლილმა ბაგრატმა ხელმეორედ გამეფება?!) 1660 წელს ვინც დაიწყო მმართველობა ის ბაგრატ V-ა რეალურად. ანუ ეს ბაგრატი არა IV, არამედ V-ა. P.S. იმაზე ნამდვილად ბევრი ვიწვალე, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გავხდი. შესაძლოა გავაკეთო, მაგრამ ძალიან დიდი დრო წამართვას. იმას კი რასაც ვთარგმნი, ვაპირებ საქართველოს მმართველების სიაში ჩავსვა, შესაბამისად იმ მეფეთა ადგილას, სადაც აღნიშნულ მეფეთა მმართველობა ემთხვევა (ანუ შევცვალო და მე ვფიქრობ გავაუმჯობესო ვიკი–გვერდი). უბრალოდ დიზაინი ინგლისური ვიკისა უფრო ლამაზი ამიტომ ჩანს, მაგრამ თუ არ გაკეთდა არც ესაა პრობლემა. თარგმნა და ჩასმა გიო ოქროსთან განვიხილე. მადლობთ.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:48, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ჰა შენ თარგი {{ევროპის სამეფო ოჯახები}} და გადათარგმნე! ამ თარგის მსგავსად დანარჩენები თავად შექმენი. ბევრი სიბრნე არაა საჭირო.--Surprizi განხილვაწვლილი 09:14, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ევროპული სამეფო ოჯახებით შევცვალოთ.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:46, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
თარგს შეგიძლია შეუცვალო შეგიძლია არა. შიგთავსი შენი შეხედულებით ცვალე. მე ნუ მითანხმებ. დამოუკიდებლად იმოქმედე.--Surprizi განხილვაწვლილი 09:49, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მანამდე თუ წაიკითხე მეფეების შესახებ მოწერილი? ხო შეცდომაა, არ მეთანხმები?--Lasha-george განხილვაწვლილი 09:51, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მაგაზე მოდი არ ვიჩქაროთ, სახელების თემა სენსიტიურია და მარტო ჩემი თანხმობა არაფერს ცვლის სხვების აზრიც იქნება საჭირო. შენი წერილი წავიკითხე მარტო სტატიები არ გადამიკითხავს.--Surprizi განხილვაწვლილი 09:54, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კარგი. მსგავსი გაურკვევლობაა ბაგრატ II (აფხაზთა მეფე) (აღნიშნული ოტოგის და გიო ოქროს მივწერე. ოტოგი შემპირდა როცა მოვიცლი შევისწავლიო და ვნახოთ). ევროპულს რომ ვწერ წითლად ჩანს მერე. თავიდან არასწორი თარგმანით (ეს უკვე მერამდენედ) შეიქმნა. ამის შესახებ საინტერესოა რომ არავის არაფერი უთქვამს. რომელი ევროპის სამეფო ოჯახები. ტერმინს არ დაუფიქრდა სტატიის შემქმნელი? ევროპას მეფე ჰყავდა თუ წარსულში ევროპის სამეფო იყო? ევროპულია სწორი! განვიხილოთ პრობლემა, თორემ შენთან რა მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით თუ ერთად გამოვასწორებთ და გავალამაზებთ ამ სივრცეს, მუშაობასაც აზრი ექნება.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:58, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ზოგადად სტატიების სახელწოდებაც და თარგის სახელწოდებაც ყველას შეუძლია. ამისათვის თემის დამატება, ისტორია, მეტი ჩამოშალე და იქაა გადატანა. დააჭერ და იქ მიანიჭებ ახალ სახელს და დაეთანხმები. სულ ესაა და ეს. ტარგს რაც გინდა დაარქვი თუ გინდა ჩემს საპატივცემულოდ სურპრიზი დავარქვათ, ეგ ორთოდოქსულს არაფერს ცვლის, მაგრამ რადგანაც ეგ მიმართულება ავირჩიეთ ბარემ თარგის სახელიც შევცვალოთ. ოთოჯისთან გაიარე ამ ევროპა/ევროპულის თემაც და მერე შეცვალე ეგეც.--Surprizi განხილვაწვლილი 10:15, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კარგი. გმადლობთ.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:30, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
გადატანა კი მაგრამ, შეცდომაა ევროპის და უნდა წაიშალოს ადმინის მიერ სამომავლოდ.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:33, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ეგ ოთოჯი რომელია, ვერ ვიპოვე)--Lasha-george განხილვაწვლილი 10:36, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ოტოგი=ოთოჯი--Surprizi განხილვაწვლილი 10:37, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ა, ოტოგი? ოთო ან ოტოგი მაინც გეთქვა. გადავატრიალე ყველაფერი და ოთოჯი ვერ ვნახე...--Lasha-george განხილვაწვლილი 10:40, 22 მაისი 2019 (UTC)პასუხი

სტატიების შესახებ„

რედაქტირება

გამარჯობა! შევნიშნე, რომ ქართულ ვიკიპედიაში ქმნით 1-წინადადებიან სტატიებს, რაც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს. ქართულ ვიკიპედიაში 3 წინადადებაზე ნაკლები გვერდები იშლება. ვერ ვხვდები რა ღირებულება აქვთ 1-წინადადებიან სტატიებს. აქ კარგად წერია → ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია, რომ ვიკიპედია არ არის ლექსიკონი. თქვენ იწერთ ლექსიკონიდან და ენციკლოპედიაც ემსგავსება ლექსიკონს. მხოლოდ განმარტებებია. ასე არ გამოვა. საქმე იმაშია, რომ ქართულ ვიკიპედიაში ადმინისტრატორთა კორპუსის მხრიდან ათი-ათასობით მოკლე, 3 წინადადებაზე ნაკლები სტატიებია წაშლილი და ახლა თქვენ ქმნით 1 წინადადებიან გვერდებს. რატომ უნდა დარჩეს თქვენ მიერ შექმნილი 1-წინადადებიანი სტატიები და რატომ უნდა იშლებოდეს სხვების მიერ შექმნილი ან აქამდე არსებული მოკლე სტატიები. ეს უსამართლობაა. ჩვენ გვაქვს წესი, რომ ქართულ ვიკიპედიაში სტატია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3-წინადადებისაგან. იხ. ვპ:სწკ#ს1. - OTOGI Messages 09:06, 23 მაისი 2019 (UTC)პასუხი

გადავხედავ და გამოვასწორებ.--Surprizi განხილვაწვლილი 09:08, 23 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მემგონი არა ეს→სპეციალური:კატეგორიები, არამედ ეს→ვიკიპედია:კატეგორია (Help:Category).--Lasha-george განხილვაწვლილი 11:08, 23 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბოდიში მარა ეგ ოთოჯისთან ან სხვა ადმინებთან უნდა გაიარო, ძაან სიღრმისეული საკითხებია!--Surprizi განხილვაწვლილი 11:13, 23 მაისი 2019 (UTC)პასუხი
@Otogi: და Surprizi ორივემ იმდენი შრომა გასწია (ერთმა წერაში, ხოლო მეორემ წაშლაში), მე ინფოდაფას დავამატებდი. მან ეს შომოიტანა საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონიდან. წაშლა ყველაზე ადვილი საშუალებაა. წესებს, რომ ყველაფერში ასე იცავდეთ კარგი იქნება, ხოლო ზოგჯერ მომხმარებლის ის ერთი წინადადებაც წაადგება, როდესაც მეტი ინფორმაცია არ გვქვს. იმედია ადმინის ქულების დაწერა არ ხდება. წარმატებები ორივეს. --ცანგალა 12:30, 24 მაისი 2019 (UTC)პასუხი

არა ცანგალა, გაჩერება არც გამომიცხადებია. როგორც აქ მქონდა პირობა ისე დავიწყე სტატიების განვრცობა. დავამატე თარგი ინფორმაციები ვეძებე მაიჯორჯია ჯიზე, სპეცრუკებსა და საბჭოთა ტოპორუკებზე. ბატონმა ადმინმა თქვა რომ ეს საკმარისი არ იყო. ნუ მე არ მჩვევია ბევრი ლაპარაკი და ჩავსვი წაშლის თარგები. ისე ალბანური დამწერლობის ასოებსაც იმედია წავშლით. სამწუხაროდ მე სხვა საქმე გამომიჩნდა და რომც დააბრუნოთ უკან წაშლილები ვწუხვარ მაგრამ სხვა ეძებეთ ვინც გააგრძელებს. წარმატებები!Surprizi განხილვაწვლილი 12:53, 24 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ძალიან სამწუხაროა. 0 ინფორმაციას ერთი წინადადება ჯობია. მაშინ წესი უნდა შევცვალოთ. უნდა აღდგეს და ინფოდაფებსაც ნელ-ნელა მოევლება.--ცანგალა 12:59, 24 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მე მოგცემთ ამ ორი წიგნის პედეეფს და დანარჩენი მუშაობა თქვენ ითავეთ. სამწუხაროა, დღევანდელი ფაქტი რომ არა სხვა საქმეს არ მოვკიდებდი ხელს და დაწყებულ საქმეს ნელნელა გავუყვებოდი. ეხლა - ბოდიშით.Surprizi განხილვაწვლილი 13:08, 24 მაისი 2019 (UTC)პასუხი

არანაირი 1 წინადადება. სტატიების განვრცობა დავიწყე პირობისამებრ 3 წინადადებამდე, თარგებიც დავამატე. წაშლის მიზეზი კი მოგახსენეთ რომ დამატებული ტექსტის სანდო წყაროში არ არსებობამ განაპირობა. არ ვიცი ჩემთვის ტოპორუკა სანდოა. მოკლედ....Surprizi განხილვაწვლილი 13:26, 24 მაისი 2019 (UTC)პასუხი

აი ბმული სადაც სამი წიგნია გაპედეეფებული გადაიწერეთ გამოგადგებათ, მოგვიანებით წავშლი.--Surprizi განხილვაწვლილი 17:03, 24 მაისი 2019 (UTC)პასუხი

მე პირადად არ ვეთანხმები მაგ სტატიების წაშლას. გაფართოებას თუ აპირებდი(თ) მითუმეტეს. უბრალოდ წყარო რასაც აქვს ის ინფორმაცია გვედოს. როდესაც ბევრი არაფერი მოგვეპოვება თემაზე, 1 წინადადებაც მისაღებია და ნამდვილად „0 ინფორმაციას ერთი წინადადება ჯობია“!. გიო ოქრო 17:38, 24 მაისი 2019 (UTC)პასუხი

გამარჯობა

რედაქტირება

სერგო დუმბაძე, ნიკოლოზ დუმბაძე, †შოთა ბოლქვაძე "ასწლოვანი სკოლა აბუსერისძეთა ნაფუძარზე, ვიფიქრე გავიგზავნი–თქო. ტბელი აბუსერისძის გვერდზე ჩავსვი. წარმატებები. Lasha-george განხილვაწვლილი 06:16, 21 ივნისი 2019 (UTC)პასუხი

არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოა! სამწუხაროდ მე აღარ ვიცი ქართულ ვიკიპედიაში ტოპონიმებისთვის როდის მოვიცლი და მოვიცლი თუ არა საერთოდ. მე გეგმები შევცვალე და სხვა რამეებია უკვე ჩემთვის პრიორიტეტი. იმედია გამოიძებნება ვინმე ღვთისნიერი რომელიც ამ მეტად მძიმე და შრომატევად სამუშაოს სათავეში ჩაუდგება. წარმატებები!--Surprizi განხილვაწვლილი 06:30, 21 ივნისი 2019 (UTC)პასუხი

გურამიანი

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi! შენი აზრი მაინტერესებს. ქართული ტრანსკრიფციით მე გურამიანი მგონია. შეგვიძლია გურამიდი ვიხმაროთ, მაგრამ ჯობია გადამისამართება მოხდეს. შენ როგორ ფიქრობ? მხოლოდ გურამიდის დატოვება არ მგონია სწორი. მთავარ სტატიად გურამიანი უნდა იყოს და შეიძლება ასევე იძებნებოდეს სახელწოდებით გურამიდი, თუმცა ეს უცხოური გამოთქმა მგონია, მაგრამ უპრიანია დარჩეს, რადგან განვრცობილად ჟღერს. Lasha-george განხილვაწვლილი 12:53, 24 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

საინტერესო თემაა თუმცა პირველად მესმის. ტექსტი საშინელ მდგომარეობაშია და ვიკიჭკუაზეა მოსაყვანი. შენს შემოთავაზებაზე საკმაო ფიქრია საჭირო იმ შემთხვევაში თუ უკვე არ არის სამეცნიერო წრეებში დამკვიდრებული რაიმე სახელი.--Surprizi განხილვაწვლილი 12:57, 24 ივლისი 2019 (UTC)პასუხი
დინასტია გურამიანს კირილ თუმანოვი აღიარებს, განსხვავებით ვახუშტის (ქართლის ცხოვრება) და სუმბატ დავითის ძისა. Lasha-george განხილვაწვლილი 13:02, 24 ივლისი 2019 (UTC)პასუხი
მოდი ასე ვთქვათ წესით ამაზე უკვე უნდა არსებობდეს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში კონკრეტული პასუხი რომელსაც ჩვენ ვერ გავსცთებით. ზოგადად დინასტიის სახელი მოდის სახელი „გურამი“-დან. შესაბამისად გურამი და არა გუარამი როგორც ეს ინგლისურშია. ძველი მოდგმა ამ დინასიანს ყველა ვარიანტში გურამიანთა დინასტიას დაუძახებდა და არავითარ შემთხვევაში გურამიდებს. ეს „იდები“ ჩვენთვის დამახასიათებელი არასდროს არ ყოფილა.
Правящие династии
მართელი დინასტიები
  • ფარნავაზიანები
  • არშაკიანები
  • ხოსროიანები

მგონი რომ ქართული სკოლით იანი უნდა იყოს თუმცა მაინც სამეცნიერო სკოლაა გასათვალისწინებელი.--Surprizi განხილვაწვლილი 13:22, 24 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

ტაო

რედაქტირება

Surprizi გამარჯობა. მხცოვანო ვიკიპედიელო როგორ ხარ? ტაოს დარედაქტირება მინდა და იქნებ დაარედაქტირო, შევავსე ინფორმაციით, წყაროების მითითებით. წინასწარ მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:24, 31 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

ეს ვერ დავინახე, ეწერა: ძვ. წ. 401 (წელი გამოტოვებული იყო) ბერძენი მხედართმთავარი ქსენოფონტი ამ მხარის მოსახლეობას „ტაოხებად“ მოიხსენიებს.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:33, 31 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
სულ მალე კლარჯეთის საერისთავოს ჩავსვამ ვიკიგვერდზე კლარჯეთის საერისთავო, მაგრამ ერთი ეგაა, გასაუქმებელია ტაოს და კლარჯეთის სამთავროს გვერდები, რადგან სამთავრო ამ რეგიონებში არ არსებობდა წყაროების მიხედვით. ამის შესახებ ოტოგის უკვე მივწერე. მაგრამ თხოვნა მაქვს, გრაფა, სახელების ქვეშ ისე ვერ გავასწორე, რომ მთლიანად ჩანდეს მაგალითად გურგენ I. I ქვემოთ წერია და ერთ ხაზზე მინდოდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:35, 31 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
გურგენ I ბევრგან გიწერია. რაზე საუბრობ მთელი წინადადება მიმინიშნე რო გავიგო რაზეა საუბარი.--Surprizi განხილვაწვლილი 11:42, 31 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ტაოს მეფენი, გრაფას ვგულისხმობ, სახელის ქვემოთ ჩაწერილი მმართველები:
  • 1. გურგენ

I

  • 2. ადარნასე

II და ასე შემდეგ. ერთ ხაზზე სრულად არ წერია. ერთ ხაზზე რომ ეწეროს გურგენ I, ადარნასე II.. ასევე რომ დაარედაქტირო კლარჯეთის საერისთავო.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:21, 31 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

ეგ თქვენს მონიტორში ჩანს ეგრე. ჩემში სვვანაირადაა, სხვაში კიდე სხვანაირად. სტატიას არ დავამოწმებ. არაა საჩქარო თემა. ვფიქრობ სხვებმაც უნდა გადახედონ. და საერთოდ, თქვენ უბრალოდ იმუშავეთ. არაა საჭირო შეკვეთების მოცემა ეხლა ეს ქენით მერე ის. როცა ღმერთი ინებებს მერე გადაიხედება თქვენი ცვლილება კომპეტენტური პირის მიერ. მე ამ ეტაპზე დეტალურად არ ვარ ჩახედული რომ შინაარსში დაეთანხმო ან ჩემი აზრი გამოვთქვა. აქ მარტო ვიკიფიცირება არაა აქ ისტორიაა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. [[:en:fiefdom|ფეოდალური სამფლობელო]] — ეს ფანდები არ გვჭირდება აქ! თუ შეგიძლიათ ფეოდალური სამფლობელოზე სტატიის დაწერა დაწერეთ, თუ არა დატოვეთ წითლად. ეს ქართულენოვანი ვიკიპედიაა და ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვიყენებთ მასეთ გადასვლებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სტატიის გაფერადებაა თქვენი თვითმიზანი. იმედია ეს ყველაფერი სხვა მიზნებს არ ემსახურება!--Surprizi განხილვაწვლილი 17:36, 31 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
მხოლოდ კეთილ მიზნებს ემსახურება. :en: კი დაუწერელი სტატიაა ქართულად. ეს ხერხი ვიკიპედიაში გამოყენებადია, მაგალითად რუსულში. მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:03, 31 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ქართულშიც გამოიყენება მაგალითად სტატია ,,ქსე,,-ში. მაგრამ იქ გამართლებულია. მასე თუ მიდგა საქმე შემიძლია მთელი სტატია ლურჯი მქონდეს და ყველა ბმულს სხვადასხბა ენებზე გადავამისამართებ. არაა ეს მასეთ პრიმიტიულ შემთხვევებში საჭირო. რაც შეეხება მეფეებს მე შემიძლია მხოლოდ ერთი მიმართულება მოგცეთ. რადგანაც ესე გსიამოვნებთ ეგ თემა და თქვენი ინტერესის საგანია, ადექით და საქართველოს მმართველების სტატიების წერას შეუდექით და შემდეგ გამოვა ვინ სად უნდა იდგეს. დაიწყეთ იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეებით, გურიელებით, დადიანებით, სვანეთის მმართველებით, აფხაზეთის, აჭარის... და მიეცით სათანადო სახე. დამიჯერეთ, ეგ ცხრილები რაც გააკეთეთ კარგია, მაგრამ ისინი სტატიებზე უნდა იდგნენ. სტატიები კი შესაძლოა განივრცოს ათმაგად. ამიტომ სტატიამ უნდა გადაწყვიტოს და დაამკვიდროს ცხრილში მათი ადგილი. ასე რომშეუდექით მმართველებისა და სამეფო ოჯახებზე მასალების დამუშავებას! და კიდევ, ნუ მეძახით მხცოვანს და შესაბამისად ნუ მაიძულებთ მაგ ხერხებით რამე დავადასტურო! თქვენც იმდენადვე მხცოვანი ხართ როგორც მე! აქ ყველა თანასწორი ვართ და ვინმე რაიმე უპირატესობით არ ვსარგებლობთ!!! დაჯექით და იმუშავეთ თქვენთვის. ის რომ რამე გადაუმოწმებელია ერთი დღე თუ ათასი წელი ეგ ნუ გადარდებთ! ერთადერთი თუ რამე შენიშვნა გექნებათ განხილვის გვერდზე შპარგალკასავით მიაწერეთ, რომ ლაშა-გიორგი N2, N3... რომ გამოჩნდებიან მათ გაითვალისწინონ თქვენი აზრები.Surprizi განხილვაწვლილი 03:19, 1 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
ოქიე, მადლობთ. გავითვალისწინებ.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:10, 1 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

პეგუ

რედაქტირება

გაუმარჯოს, სიუპრიზს. სტატიაში რაღაც პრობლემაა, ფრჩხილებში კუბიკებია გამოსახული. Gobrona განხილვაწვლილი 12:43, 1 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

აქაც თარგში თუ კუბიკებს გაჩვენებს ესეიგი შენი ბრაუზერის კოდეკების თემაა. ჩემთან რაღაცა ცარიელი წრეების კომპლექტია.--Surprizi განხილვაწვლილი 12:46, 1 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

ხო, მართალი ხარ, რა უნდა ვუყო? Gobrona განხილვაწვლილი

არ ვიცი, სხვა ბროიზერით სცადე.--Surprizi განხილვაწვლილი 14:27, 1 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

კატეგორია:მგალობლიშვილები

რედაქტირება

კატეგორია:მგალობლიშვილები და სხვა ასეთივე კატეგორია. კატეგორიაში ანბანურად, რომ დალაგდეს დაამატე სახელი. მაგ. კატეგორია:მგალობლიშვილი|ნ — ნოდარ მგალობლიშვილი.--ცანგალა 19:42, 4 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

@Zangala: მაგის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობს, ნოდარ მგალობლიშვილის ადგილს დეფაულტსორტის თარგი აწესრიგებს.Surprizi განხილვაწვლილი 02:59, 5 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
კატეგორიაში არ აწესრიგებს. იხ. კატეგორია:კაკაბაძეები — ჯერ გასწორებული არ მაქვს. მგალობლიშვილები კი დეფაულტსორტის თარგმა კი არა მე მოვაწესრიგე. --ცანგალა 05:47, 5 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
მივხვდი რასაც გულისხმობდი, მაგრამ რა საჭიროა კატეგორიაში ალფავიტის ქვეშ მათი განთავსება? ისინი მაინც სახელის პირველი ასოთი უნდა დახრისხდეს და ხარისხდება კიდეც უბრალოდ ერთ რიგში იქნებიან. ეს ძალზედ შრომატევადი სამუშაოა და ღიირს მაგაზე რესურსების ხარჯვა? მგალობლიშვილები, ზუსტად მაგ თანმიმდევრობით იქნებოდნენ დახარისხებულნი სანამ განახორციელებდი ცვლილებას. უბრალოდ იქნებოდა ასო . მე ვთვლი რომ არასაჭიროა მაგის კეთება. თუ წესები მაგის კეთებას არ გვაიძულებს, ნურავინ ნუ მთხოვს დამატებით მაგაზე ფიქრს!--Surprizi განხილვაწვლილი 05:51, 5 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
„ეს ძალზედ შრომატევადი სამუშაოა“ — |გ –ამას გულისხმობ შრომატევად სამუშაოდ? შენი პოზიცია გასაგებია.--ცანგალა 06:01, 5 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
„შრომატევადი სამუშაოა“ მთელი გვარსახელებში აღნიშნული ცვლილების განხორციელება, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ ათვითცნობიერებ მომხმარებელო ცანგალა!!! ჩემი პოზიციაა მოძებნო სხვა მეტად აზრიანი საქმეები, მაგალითად აზერბაიჯანული სოფლებზე] სტატიების შექმნა. არ მიკვირს რომ ძველი რიტორიკა არ შეცვლილა. „შენი პოზიცია გასაგებია“, მომავალში დავაიგნორებ მსგავს შემოთავაზებებს, “ცხოვრება მშვენიერია“, არმეძებო!!!--Surprizi განხილვაწვლილი 06:08, 5 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
ცხოვრება მართლა მშვენიარია, რა საძებარი შენ ხარ, ძვირფასო. მე გთხოვე, რომ მომავალში გაითვალისწინო. ჩემს წვლილს თავი დაანებე!!! ყველამ თავის რიტორიკას მიხედოს!!! შენ ხომ გქონდა სასარგებლო წვლილი, იმიტომ იყო ოთოჯიმ შენი თითქმის 200-მდე სტატია წასაშალა. ეს და მისთანები რამდენი გაქვს ღმერთმა იცის (ადმინები შენი ხათრით რომ არ შლიან). „მოძებნო სხვა მეტად აზრიანი საქმეები“ — შენი სიტყვებია და შენ უფრო გეხება: აფხაზური ენა ისწავლე, ადმინობა რომ გწყურია აფხაზურ ვიკიპედიაში. (არ ვიცი ასე მწარედ პირადად რატომ შემეხე). წარმატებები--ცანგალა 06:41, 5 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

Ď

რედაქტირება

გაუმარჯოს. თუ სურვილი და დრო გექნება ცოტათი შესავსებად კარგი იქნება. Gobrona განხილვაწვლილი 22:34, 4 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს! გავაკეთე. მგონი არა უშავს. ნელ-ნელა სხვებსაც ჩავუყვები და ლატინიცასაც ცოტათი ეშველება.--Surprizi განხილვაწვლილი 07:34, 5 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

გნუღი

რედაქტირება

გნუღიერედვის მუნიციპალიტეტის სტატიაში სოფლებს შორის არ გვხვდება. რაშია საქმე ხომ არ იცი? გიო ოქრო 20:35, 8 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

ქნოღო (გორის მუნიციპალიტეტი) — მგონი ერთი და იგივეა. გიო ოქრო 20:38, 8 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
მეც მასე ვიფიქრე მაგრამ მერე დავეჭვდი. მოდი ახალს წავაშლევინებ და ძველს განვაახლებ, მაგრამ გნუღით თუ ქნუღით? რა უნდა იყოს საბოლოო სტატიის მთავარი სათაური?Surprizi განხილვაწვლილი 03:14, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
@გიო ოქრო: შენ რას ფიქრობ როგორ მოვიქცეთ?--Surprizi განხილვაწვლილი 05:28, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტში არ შედის როგორც ჩანს. შეგიძლია გადაამოწმო 2002 წლის აღწერაში არის თუ არა შეტანილი? თუკი არა, მაშინ მას ქართული მხარე არ აკონტროლებდა და შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტში იქნება და არა ერედვის. სახელად ვფიქრობ ქნოღოს, რადგან გნუღი სუფთა ოსურიდან გადმოტანილი ტოპონიმია და არა ქართული. გიო ოქრო 08:01, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

მოდი მაშინ გნუღის სტატიას წავაშლევინებ ან ხო არ გადავამისამართოთ?--Surprizi განხილვაწვლილი 08:04, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

გადამისამართება გავაკეთოთ, რა ინფორმაციაც შეიძლება, ერთმანეთში შევარწყათ. გიო ოქრო 08:08, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

გიო თუ არ დაგეზარება იქნებ შენ დაარსულო ეგ საქმე რა?--Surprizi განხილვაწვლილი 08:22, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
მაშინ საღამოს მივხედავ. გიო ოქრო 09:06, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
ერედვის მუნიციპალიტეტშია. უბრალოდ სამთავრობო გვერდებზე შეტანილი არ არის, რადგან 2002 წლამდე (1989-მდეც) ნასოფლარი იყო. გიო ოქრო 21:18, 9 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
ზახორი — აქ სქოლიოს სექციაა ჩასმული და ალბათ მითითება აკლია, თუ ტექსტი საიდანაა ამოღებული. გიო ოქრო 06:29, 10 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა გიო ყურადღებისათვის!--Surprizi განხილვაწვლილი 09:18, 10 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

არაფრის :) ეგ ტექსტი ს. მაკალათიას წიგნიდან ხომ არაა? გიო ოქრო 09:19, 10 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
უცებ ბოლო რედაქტირებები მეგონა მაგრამ ამხელა ტექსტი საიდან უნდა მომეტანა ვერ ვხვდები. გუგლში დავძებნო უნდა. ესეიგი სქოლიო ტყუილად არ მქონდა ჩასმული.--Surprizi განხილვაწვლილი 09:21, 10 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
თუ არ ვცდები წიგნში „ლეხურის ხეობა“ არის რაღაც ამ ტექსტის მსგავსი დაწერილი, შეიძლება ეგეც იყო. გიო ოქრო 09:22, 10 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

ეხლა მაგ რიცხვის ცვლილებებს ვაკვირდები შესაძლოა რამე მინიშნება იქ იყოს.--Surprizi განხილვაწვლილი 09:23, 10 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

ვიპოვნე გვერდს მერე მივაწერ როცა მივადგები ქე/3-ს--Surprizi განხილვაწვლილი 09:31, 10 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

სოსლან სალაყაია

რედაქტირება

გამარჯობა ბატონო მიხეილ, იქნებ ამ სტატიის განვრცობაში დამეხმაროთ (თუ არ შეწუხდებით რაღა თქმაუნდა): სოსლან სალაყაია--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:57, 19 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

სტატიებიდან ამოღებული ინფორმაცია

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi. რამდენიმე სტატიაში ვნახე რომ ეს ინფორმაცია ამოაკელი, ასევე ეს. მაინტერესებს, საჭირო არ იყო თუ რატომ? თუ ამოსაღებია, მაშინ ყველა სტატიიდან ამოვშალოთ. პირველ შემთხვევაში წინადადების ფორმულირება სხვანაირადაც შეიძლება. მაგალითად: სოფელი არბოშიკი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობს.GIO→13  14:10, 7 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

კითხვას კითხვით გიბრუნებთ, იყო მანგლისი-წალკის ეპარქია, ეხლაა მანლისი-თეთრიწყაროს ეპარქია. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ვის დაავალებთ ამ ცვლილებების კორექტირებას. ასევე მაინტერესებს როდის აპირებთ სომხური და კათოლოკური ეკლესიების ეპარქიების ჩამატებას. ალბათ ხცდებით რომ ესეთი ინფორმაცია არაენციკლოპედიურია, ანუ ენციკლოპედიურობა ამითი არ იზრდება. ჩემი აზრით ეს საიტი მართლმადიდებლოპედია არაა, შესაბამისად სოფლების დონეზე მასეთი რამის კეთება რესურსის არასწორი და შეუსაბამო ხარჯვაა. სხვაა მუნიციპალიტეტის დონეზე საუბარი. სოფლები მეტისმეტია. ფაქტიურად სტატიას ვამატებთ ინფოს დამატების გამო, ის რამდენად რეალური იქნება ყოველ წელს მაგას არავინ გააკონტროლებს. წაიკითხავს ადამიანი რომ ესადაეს ეპარქიაა და მოეშვება გულზე რომ აი თურმე ცოდნიათო. რავი მე ესე ვუყურებ მაგ საკითხს. თუ გნებავთ სადმე განციხილოათ აღნიშნული საკითხი. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რა ვქნა თავს ზემოთ ძალა არაა.Surprizi განხილვაწვლილი 15:33, 7 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

აღმოსავლეთს რაც შეეხება უნდა დაგეთანხმო. ეს ადმინისტრაციული ერთეული არაა და არ უნდა ჩამესვა.Surprizi განხილვაწვლილი 15:35, 7 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

გასაგებია. მაგ წინადადების ფორმულირების მაგალითი იმიტომ დავწერე, რომ მთლად მეც არ „მომდიოდა თვალში“. მახსოვს, თავის დროზე, ამას იმიტომ ვამატებდი, რომ სტატიებში წინადადებების სიმცირე იყო (წესი 3 წინადადების შესახებ და ა. შ.). იქნებ მოვიფიქროთ წინადადების ისეთი ფორმა, რომელიც ინფორმაციულიც იქნება და ენციკლოპედიურიც. აღმოსავლეთს რაც შეეხება, ამის დამატება მე დავიწყე და ვიმედოვნებ გავალ ბოლოში. :) — GIO→13  18:55, 7 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
კი მეც ვფიქრობ რომ შესამუშავებელია რაღაცა საერთო სტანდარტი თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად დასახლების სტატია. მანამდე მე აღმოსავლეთს ამოვიღებ.--Surprizi განხილვაწვლილი 04:32, 8 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

@Giorgi13: მოდი შემუშავება დავიწყოთ, თუ როგორ გვესახება მე და შენ დასახლების სტატიის ფორმის სტანდარტი. მერე რაღაცა კონსესუსამდე რომ მივალთ შევთავაზეთ ფორუმზე საზოგადოებას და თუ მოეწონებათ მივიღებთ. ეს ქვემოთ რაცაა მივიყვანოთ რამე აზრამდე.

სტატია დასახლება

რედაქტირება
  • ინფოდაფა დასახლება(ქართულში მშობლიურ სახელწოდებას ნოვიკი უნდა ჩავუსვათ და ვიკიდატაზე დავამატოთ ქართული მშობლიური სახელწოდება რომ სხვაენოვან ვიკიპედიებზე ავტომატურად ჩაემატოსთ.) (თარგში ფიქსირდებოდეს მონაცემები, კოორდინატები და ყველა შესაძლო ველი შევავსოთ) კი, ვიკიდატა უნდა შეივსოს. ჩამონათვალში აუცილებელი უნდა იყოს საფოსტო და სატელეფონო კოდების შეტანაც

დასახლება — ქალაქი/დაბა/სოფელი/ნასოფლარი "ქვეყანაში" "შემდგომი ქვედა ადმინისტრაციული დაყოფები ვიდრე დასახლებული პუნქტის ზედა იარუსამდე". მდებარეობს რაიონის ცენტრიდან "იქს" კმ-ზე. (ფიზიკური მდებარეობა, მთასთან, ზღვასთან, მდინარესთან - საორიენტაციო დონეზე)

თუ არის მაგდაგვარი

დემოგრაფია (თუ რამე)

რედაქტირება

ცხრილი უნდა იყოს ან ვერტიკალური ან ჰორიზონტალური. წლებს მიწერილი უნდ ჰქონდეს "მოს. აღწ." და გადადიოდეს შესაბამის სტატიაზე. თორე ისე ადამიანს ეგონება რომ წელზე გადადის სტატია.

ღირშესანიშნაობები ან კულტურული ძეგლები (არვიცი)

რედაქტირება

აქ უნდა შევიდეს დასახლებულ პუნქტში მდგომი ისეთი ძეგლები თუ ნაგებობები ან სხვა რამე რითაც განსაკუთრებულად ამაყობს აღნიშნული ტერიტორია. სავარაუდოდ მეტი ეფექტურობისათვის უნდა გამოვიყენოთ თარგი "მთავარი" სტატიაზე გადასასვლელად.

ლიტერტაურია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
@Giorgi13:, Surprizi, დავიწყე ოკუპირებული სოფლების სტატიების დამუშავება. გადახედეთ აბა და იქნებ რაღაცეები გამოდგეს, რაც არ მოგწონთ, შევცვალოთ — ზემო ყური, მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი), ზემო აჩაბეთი, ქედიგორა. გიო ოქრო 19:59, 10 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
პირველიც, რაც თვალში მხვდება და ჩემი აზრით უშნოა, შემოკლებებია: ზღვის დონიდან 880–900 , ახალგორიდან 100 კმ, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 28 კმ. აქაც ქაღალდს ხომ არ ვუფრთხილდებით?.. რას იტყვით, რომ აღარ გამოვიყენოთ მსგავსი შემოკლებები? პ.ს. არ ვგულისხმობ თარგებში და ინფოდაფებში. — GIO→13  20:28, 10 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
აი ეგ არ ვიცი. თარგში კილომეტრი რო დავწეროთ თარგი დაიბრიცება. ვფიქრობ ესეც შესათანხმებელი გვექნება.Surprizi განხილვაწვლილი 03:57, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

როგორ მოვიქცეთ აღმოსავლეთ საქართველოზე? ჯავახეთის სოფლებს რა დავაწეროთ?Surprizi განხილვაწვლილი 04:04, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

მე შემოკლებებით უფრო მომწონს, მაგრამ როგორც გადავწყვეტთ ისე იყოს. გიო ოქრო 11:06, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
აღმოსავლეთ-დასავლეთის საზღვრები შეიძლება ქსე-ის საგანგებო ტომში იყოს. მე არ მაქვს :( გიო ოქრო 11:11, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
დასახლებული პუნქტის აღწერა როგორ ვქნათ? დასავლეთი და აღმოსავლეთი ვქნათ, მარტო საქართველო თუ სამხრეთიც ჩავსვათ?--Surprizi განხილვაწვლილი 11:27, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
საერთოდ უნდა რო? გიო ოქრო 11:35, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
პრინციპში როცა ადმინისტრაციულ ერთეულების ჩამოთვლით ვართ დაკავებული იქ მხოლოდ ოფიციალური ერთეულები უნდა იყოს. სხვაა მისი გეოგრაფიული მდებარეობის ლოკალიზაციაზე მინიშნებების კეთება, რომელიც გათალისწინებული გვაქვს სტატიის სტანდარტში. შესაბამისად ადნინისტრაციულების გვერდით გეოგრაფიული საზომის გამოყენების აზრს ვერ ვხედავ. აი მაგალითად თურქეთის რეგიონებს რო ვაკეთებდი იქ იყო გეოგრაფიული რეგიონებიც რომელსაც თურქეთში დიდი სიხარულით არ შეხვედრილან. ამიტომ უპრიანია თავისტკივილის თავიდან ასაცილებლად და იმისათვის რომ ეს წესი ყველგან მარტივი გამსოაყენებელი იყოს პირდაპირ უნდა დაფიქსირდეს ქვეყანა და მერე მისი ქვედა ოფიცილაური ადმინისტრაციული დანაყოფები--Surprizi განხილვაწვლილი 11:40, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
თქვენ განხილვაში კი შემოვიჭერი, მაგრამ ჩემ აზრსაც დავაფიქსირებ. აღმოსავლეთი და დასავლეთ საქართველო არის მხოლოდ პირობითი დაყოფა. არცერთ ოფიციალურ ადმინისტრაციულ დონეზე მსგავსი დაყოფა არ არსებობს, ამიტომ უმჯობესია სტატიებში საერთოდ არ გამოვიყენოთ და მხოლოდ მხარე და მუნიციპალიტეტი მივუთითოთ.--დათო1010 15:34, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
არა რა შემოჭრა დავით, პირიქით. ფორუმზე გვინდა კენჭისყრაზე გავიტანოთ დასახლების სტატიის სტანდარტი იმიტომ რომ ყველაფერი ერთი სტანდარტით გვქონდეს ლამაზად. კი ბატონო ამოვიღოთ.--Surprizi განხილვაწვლილი 16:05, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

აზრის დაფიქსირება

რედაქტირება

გამარჯობა, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. Vano 3333 18:14, 4 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

განხილვა:თბილისის ძეგლები

რედაქტირება

განხილვა:თბილისის ძეგლები — ეტყობა ჩანაწერი ვერ შეამჩნიე.--ცანგალა 09:35, 16 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

სალამი

რედაქტირება

მინდა, რომ მიცნობდეთ, მინდა, რომ ჩემს ვინაობას ფარდა ავხოდო, ფეისბუქის ლინკი ჩამიგდეთ, მეგობრებში დაგიმატებთ და ვიდეოზარით დაგიკავშირდებით, დაე იცოდეთ ვინ ვარ :)--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 10:39, 21 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი

ჩემი ფეიზბუკის ლინკი აფხაზურ ვიკიში ეძებეთ...Surprizi განხილვაწვლილი 11:20, 21 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი
კარგით--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 11:22, 21 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი
მეგობრობას გამოგიგზავნით და ვიდეოზარით დაგირეკავთ, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაიგოთ ვინ ვარ--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 11:23, 21 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი
ჯეო მოდი არ გვინდა ვიდეოზარები, დეენემის ანალიზები და ჩახუტებები. ისე თუ დაგამშვიდებს, მე დიდი ხანი თავი დავანებე მაგ გამოძიებას რადგანაც ვერანაირ დადებით ასახვას ჩემს კეთილდღეობაზე არ ახდენს. წარმატებები!-Surprizi განხილვაწვლილი 12:13, 21 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი
კარგით მე უბრალოდ მინდოდა ჩემი ვინაობა გცოდნოდათ :)--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 13:13, 21 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი

ლიცენზია

რედაქტირება

სალამი, ფაილი:Tamuna dolidze.jpg და ფაილი:Nato giorgadze.jpg შესავსებია {{არათავისუფალი ფაილი/გარდაცვლილი პიროვნება}}.--Melberg მიწერა 08:04, 6 იანვარი 2020 (UTC)პასუხი

ოქრო ხარ! დიდი მადლობა!!!--Surprizi განხილვაწვლილი 10:36, 6 იანვარი 2020 (UTC)პასუხი

@Melberg: სალამი! დავიწყე 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ბიოგრაფიების მოძიება ოჯახებიდან. შესაძლოა რომელიმე ოჯახის პოვნა გაგვიჭირდეს. უკვე მოვიძიეთ ნინო თოიძის ბიოგრაფია. თუ დახმარება დამჭირდება შეგეხმიანები, იმიტომ რომ შესაძლოა ზოგი ოჯახი საერთოდ ვერ ვიპოვნოთ.--Surprizi განხილვაწვლილი 13:55, 14 იანვარი 2020 (UTC)პასუხი

კუმისის ტბა

რედაქტირება

გამარჯობა! თუკი ქსე სტატიაში სქოლიოს სახითაა მითითებული, არ არის საჭირო მისი მითითება ლიტერატურის სახით. - OTOGI Messages 11:13, 22 მარტი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობა! კი ისტორიას გადავხედე და დავაბრუნე უკვე.--Surprizi განხილვაწვლილი 11:14, 22 მარტი 2020 (UTC)პასუხი

შეკითხვა

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi! როგორ ხარ? შეკითხვა მაქვს ერთ საკითხთან დაკავშირებით, დახმარების გაწევას თუ შეძლებ ხომ მთლად უკეთესი... ჩემი შეკითხვა კი შემდეგში მდგომარეობს, აქედან აქ ვამატებ: შთამომავლობა ქართველების მეფეებისა (ვაერთიანებ), მაგრამ მეუბნება: ყურადღება. ჩართული თარგების ზომა ძალიან დიდია. ზოგი თარგი შეიძლება დარჩეს გათიშული. ზომა რომ დიდია გავიგე, მაგრამ რაიმე თუ ეშველება ან/და თუ იცი ვინმე, აღნიშნულ საკითხში გარკვეული იყოს?

სამწუხაროდ არ ვიცი, მსგავსი პირველად შენგან მესმის.--Surprizi განხილვაწვლილი 12:04, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი
კარგი, მადლობა. უბრალოდ ვერ ხერხდება გაერთიანება.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:56, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი
მიშა, უდიდესი პატივისცემით მინდა გთხოვო თუ შეძლებ, თუ გიადვილდება... მიძნელდება მონარქის ინფოდაფის გაკეთება და შეძლებ გაკეთებას? აქ მინდა ჩავსვა, მაგრამ ვერ ვახერხებ, იქნებ თუ გიადვილდება ოდესმე შეძლო როცა მოიცლი. დიდი მადლობელი დაგრჩები. პატივისცემით: --Lasha-george განხილვაწვლილი 18:10, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი
აუცილებლად! როგორც კი გამომიჩნდება საკმარისი თავისუფალი დრო აღნიშნული თარგისთვის, აუცილებლად გავაეკთებ!--Surprizi განხილვაწვლილი 18:35, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი
უღრმესი მადლობა წინასწარ მიშა, შემეხმიანე და საქართველოს მმართველთა სიას ჩავანაცვლებთ (ამის შესახებ ოთოს (ადმინი) ვუთხარი და მოიწონა და მირჩია ინფორმაციები რომ არ დაკარგულიყო გადამენაცვლებინა სხვადასხვაგან, ზოგი კოლხეთის სამეფოში, ნაწილი აიაში და სხვაგან გადავანაცვლე, რათა ძალიან გაბერილი არ ყოფილიყო. ამგვარი სახითაა ანალოგიურ ინგლისურ ვიკიზე და სასურველიც კია ეს გაკეთდეს. მადლობა კიდევ ერთხელ!--Lasha-george განხილვაწვლილი 19:07, 28 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ცხეკვანი

რედაქტირება

ცხეკვანი — კოორდინატებია არასწორი. რუკაზე ვეძებე და ვერ მივაგენი. საინტერესოა რომელ სოფელს გამოეყო. იქნებ იცოდე. გიო ოქრო 19:40, 9 მაისი 2020 (UTC)პასუხი

კოორდინატები აღებულია mygeorgia.ge დან.--Surprizi განხილვაწვლილი 06:35, 10 მაისი 2020 (UTC)პასუხი
კოორდინატი გავასწორე. გამოყოფით მგონი არ გამოყოფილა. უფრო გალაში გამოეყო დოლის.--Surprizi განხილვაწვლილი 06:39, 10 მაისი 2020 (UTC)პასუხი

ნატანები

რედაქტირება

გამარჯობა. გრძელიძის წიგნის მიხედვით ცვილებები უნდა შევასწორო. სადავო რაღაცაებია, მაგ. ტოპონიმი ჯიშკლოვანი არსად სხვაგან არ დასტურდება. ისტორიაში შეგიძლია ნახო, მეც მქონდა შემოტანილი, შემდეგ ამოვიღე, არც მოსახლეობა იცნობს ამ ტოპონიმს არც სხვა არანაირ ლიტერატურაში არ იხსენიება, სხვა ფაქტობრივი შეცდომებიცაა. --M. განხილვაწვლილი 05:23, 5 ივლისი 2020 (UTC)პასუხი

კეთილი, ისე ერთვერსიან რუკაზე არის დასახლებული პუნქტი „შავა“.--Surprizi განხილვაწვლილი 05:53, 5 ივლისი 2020 (UTC)პასუხი
კი, შავა ახლაც ჰქვია ერთ-ერთ უბანს. ეს ინფორმაცია არის „ლენინის დროშებიდან“ აღებული და მითითებულიცაა ნატანების სტატიაში --M. განხილვაწვლილი 09:30, 6 ივლისი 2020 (UTC)პასუხი

მეფეთა რიგითობა მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს მიხედვით

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi, როგორ ხართ? ერთი საკითხი მინდოდა განმეხილა, მაგალითად მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს მიხედვით ბაკურ V 42-ე მეფეა და არა 41-ე, რომელიც ქართლის ცხოვრების ბაკურ III-ა(იხ. მოქცევაჲ ქართლისაჲს შატბერდისეული ვერსიის მე-2 გვერდი), სადაც კზ~. მირეან-ის შემდეგ წერია: "ესე ოცდარვანი მეფენი ქართლს შინა წარმართნი." მაგრამ თუ მეფეთა რაოდენობას დათვლი 27-ა, ეს იმიტომ რომ რევ II თანა-მეფე იყო, ანუ 28-ე მეფედ ითვლებოდა, მეფეთა შედარებისთვის იხილე ჩემი სავარჯიშო, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა წყაროს მიერ მეფეთა სია და თუ რომელი მეფეები იდენტიფიცირდებიან ერთმანეთთან. თუ გაქვს წვდომა ქსე-ზე, ტექსტში მართლა 41-ე მეფედაა მოხსენიებული ბაკურ V?--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:54, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

გვყავს ვიკიში ისტორიკოსები და იმოქმედე მათი რჩევისამებრ.--Surprizi განხილვაწვლილი 07:07, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მადლობა, უბრალოდ პრობლემა ისაა რომ ქსე-ზე, რომელიც მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს წყაროზე ეყრდნობა, აგებულია იბერიის მეფეთა რიგითობა მაშინ, როდესაც არცერთი ისტორიული წყარო არ ითვლის 5 ბაკურს, ყველა 3-ს აღიარებს. ვინ არიან მიშა, მე არ ვიცნობ უბრალოდ მათ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:10, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ვიკიში როცა რამე გვაინტერესებს სტატიის განხილვის გვერდზე ვტოვებთ ხოლმე კითხვას. დაწერე და როცა ჩათვლიან შესაბამისი სფეროს სპეციალისტები გაგცემენ პასუხს. უნდა დაელოდო. წარმატებები.-Surprizi განხილვაწვლილი 07:37, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მადლობა, ასევე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:48, 21 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

თარგი:ინფოდაფა მონარქია

რედაქტირება

სალამი Surprizi. აღნიშნული თარგი ინგლისურიდან გადავთარგმნე და უცხოენოვან გვერდებს დავუკავშირე. მარცხნივ ჩანს მხოლოდ კატეგორიები, მარჯვნივ კი ვერ გამოვაჩინე ინფოდაფები. მემგონი Module:Infobox-დან რაიმე აკლია? მოგეხსენება ჩემს სავარჯიშოში მეფეთა ქრონოლოგიას ვასრულებ, დასკვნით ფაზაში ვარ და აღნიშნული ინფოდაფა ერთგვარი აუცილებლობაა, მეტსაც გეტყვი, მონარქიის ინფოდაფაში უნდა ერთიანდებოდეს პოსტ-ფეოდალური საქართველოს არა მხოლოდ მეფე (მხოლოდ მეფეს არ გულისხმობს მონარქიული ქვეყანა), არამედ მთავარი, ერისმთავარი, ერისთავი, ასევე დე-ფაქტო მონარქებს, ისეთებს, რომელთაც დაკარგული ჰქონდათ ან აქვთ სამეფო პრივილეგიები (რუსეთის იმპერიის დროს და დღეს), მაგრამ რატომღაც მეფეები მმართველის ინფოდაფებითაა გაფორმებული. მმართველი რუს. Наместник — историческая должность (чин, звание) в России, Великом княжестве Литовском и других странах, руководитель крупной административно-территориальной единицы. ანუ მმართველის ინფოდაფით უნდა გაფორმდეს 1801 წლიდან 1918 წლამდე მმართველთა ინფოდაფები. 1918 წლიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნამდე ლიდერის ინფოდაფებით (საქართველოს ლიდერთა სია), ლიდერებია ასევე საქართველოს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეები ჯ. იოსელიანი და თ. კიტოვანი, ხოლო პრეზიდენტის ინფოდაფა კი გვექვს. გთხოვ, იქნებ შეავლო თვალი და როცა მოიცლი სრულჰყო. პატივისცემით:--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:39, 26 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

თუ ქმნი "თარგი:ინფოდაფა მონარქია", მაშინ მისი ბაზისი {{ინფოდაფა}} უნდა იყოს. მაგ თარგის მიხედვით ააწყვე შენი "თარგი:ინფოდაფა მონარქია". გადახედე სხვა ინფოდაფებსაც და გაერკვევი თუ რაზე ვსაუბრობ.--Surprizi განხილვაწვლილი 17:28, 26 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მადლობა! ვცდი, იმედია გამომივა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:12, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ერთი რამ მინდოდა მეკითხა, Help:TemplateData საჭიროა თარგი:ინფოდაფა მონარქია-ში?--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:32, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ინფოდაფაში რაც არ მოგეთხოვება და თუ შენ არ გჭირდება და არავინ თუ არ გეხვეწება ინგლისური თარგის სინტაქსით ქართულში თარგის აწყობას, მაშინ უნდა ადგე და დააკოპირო თარგი ინფოდაფაზე რაც გიწერია ზემოდან. მოდი ყველა ხარახურა რაც თარგ მონარქში წერია წაშალე და დააკოპირე ინფოდაფის ზემოდან შემოთავაზებული ვარიანტი. მერე მეტოდომ ტიკანია მიეცი ის სახე რაც შენ გინდა. დაიმახსოვრე რომ ინფოდაფას თავისი სინტაქსი აქვს რედაქტირებაში რო შეხვალ და იმის დაკოპირებაზე არ გეუბნები არამედ უშუალოდ ინფოდაფაზე რაცაა წარმოდგენილი.-Surprizi განხილვაწვლილი 08:46, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
აჰა, და თავი დამანებე. მაგალითები და ნიმუშები თარგში არ იწერება. მოძებნე რა შევქმენი და იქ ცვლილებები თარგის გვერდზე აისახება განახლების შემდეგ.-Surprizi განხილვაწვლილი 08:58, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გავაკეთე...--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:21, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
არაა პრობლემა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:13, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ჰა და დანარჩენი შენ იწვალე.--Surprizi განხილვაწვლილი 11:13, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მადლობა, საწვალებელი კია. მემგონი ერთ-ერთი ძნელად შესაქმნელი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:18, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
აქ როგორცაა, ეს მონარქიის, ხოლო ბელგიის მეფე რომაა ის მონარქის ინფოდაფაა, აქედან პირველია უფრო პრობლემატური, რომელი ინფოდაფაც ვერ დაყენდა ინგლისურის მსგავსად, ხოლო მეორეში გერბი არ ყენდება!--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:35, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
შენ ხელები გექავებოდეს და რაღაცეებს აკლებდე ინფოდაფის თარგს, ეგ სხვისი ბრალი არაა!-Surprizi განხილვაწვლილი 20:14, 27 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ვამატებდი გერბს და არ გამომდიოდა... არაფერს გაბრალებ, რას ამბობ პირიქით, მადლობა და ბოდიში რომ გაწუხებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:17, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ინფოდაფა ორ ფოტოზეა გათვლილი შენ კი მიაშალეეორე. ნახეთარგის ჩემი ცვლილებები, რის გამოც გამოჩნდა გერბი.-Surprizi განხილვაწვლილი 08:51, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ძალიან კარგია. მე მაპატიე, ავურიე მხოლოდ იმ მიზნით რომ რაიმე გამოსულიყო, დაბრუნება კი დამავიწყდა. კი მაგრამ ზუსტად ინგლისურის მსგავსად მემგონი აჯობებდა სტილისტურად, გერბის ქვეშ წარწერა ბელგიის გერბი და ა.შ.?--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:11, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
რა აღარ ვცადე: გერბის წარწერა, გერბის აღწერა, წარწერა, გერბის ქვეშ წარწერა...:-), მემგონი თარგი:ინფოდაფა პოლიტიკური პოსტის მსგავსად უნდა გაფორმებულიყო, როგორც პრეზიდენტის ინგოდაფა. სტილისტურად ჰგავს, Incumbent (მოქმედი), მიმართვის სტილი, საიტი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:24, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ანუ სტილის მიხედვით ჯერ ბელგიის მეფე, შემდეგ გერბი, გერბის ქვეშ წარწერა, შემდეგ სახელი. ჩვენთან არაა სტილი დაცული. თარგი:ინფოდაფა პოლიტიკური პოსტი ამ მხრივ ჰგავს მონარქის ინფოდაფას, მაგრამ მონარქიის ინფოდაფა ინგლისურის მსგავსად ვერ გამოვაჩინე. ანუ კოდების კოპირებას რომ ვაკეთებ ისევე ბელგიის მეფეს მისვამს, ანუ მონარქის და არა მონარქიის ინფოდაფას.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:37, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მე ვერ გავიგე ჯერ გერბი და წარწერა გინდა თუ ჯერ ფოტო მონარქის. ინგლისურს რასაც მითითებ იქ თავზე გერბია.-Surprizi განხილვაწვლილი 16:04, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ინგლისურის მსგავსად, ჯერ ინფოდაფის თავზე წერია ბელგიის მეფე, შემდეგ გერბი, შემდეგ გერბის წარწერა ბელგიის გერბი, შემდეგ Incumbent (მოქმედი) (სხვათაშორის ეხლა ვნახე და ამიტომ მოგწერე, რომ თარგი:ინფოდაფა პოლიტიკური პოსტი ამ მხრივ ჰგავს მონარქის ინფოდაფას უფრო). სახელი - ფილიპე თავში უწერია ჩვენთან, ინგლისურში კი მონარქის (მეფის) სურათის ქვემოთ და შემდეგ თუ რომელი წლიდანაა მეფე. შემდეგ დეტალები. დეტალებს ქვემოთ მიმართვის სტილი და ა.შ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:35, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ანუ ამ სახით→ ინფოდაფა:
  1. საქართველოს მეფე
  2. ბაგრატიონთა გერბი
  3. გერბის წარწერა
  4. მონარქის სურათი
  5. მონარქის სურათის წარწერა
  6. დეტალები
  7. პირველი მონარქი -
  8. უკანასკნელი მონარქი
  9. შეიქმნა -
  10. გაუქმდა -
  11. რეზიდენცია
  12. პრეტენდენტი
  13. ვებ-საიტი--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:59, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
თუ არ იწვალებ, სამოთხეში ვერ მოხვდები! წარმატებები.-Surprizi განხილვაწვლილი 18:17, 28 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

რევაზ არაგვის ერისთავი

რედაქტირება

გამარჯობა. რევაზ არაგვის ერისთავი ქსე-ში ერთია და ისიც XVII ს II ნახევარის. შენ გაქვს ცვლილება შეტანილი, რევაზ II-ზე გადატანილი და XVIII ს. მითითებული და რევაზ I აღარ შეგიქმნია. ქსე-ს აქვს შეცდომა თუ საიდან მოვიდა რევაზ I?

გაგიმარჯოს! აქედან.--Surprizi განხილვაწვლილი 12:49, 22 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
არაგვის საერისთავო ამ სტატიაში ლიტერატურად მხოლოდ ქსე არის მითითებული, ქსე-ში კი ერისთავების სია მოცემული არაა. ორი რევაზის არსებობა შეცდომა მგონია. გადავამოწმე საქ. ისტორიის ნარკვევები, ტ 4. იქ მხოლოდ ერთი რევაზ არაგვი ერისთავია ნახსენები XVIII საუკუნეში, ტექსტი მსგავსია იმისა რაც რევაზ II სტატიასა და ქსეშია. როგორც ჩანს, ქსე ცდება და XVII საუკუნეს წერს XVIII ნაცვლად, მაგრამ XVII საუკუნის რევაზ ერისთავი არსად იხსენიება, ამიტომ ოთარ I-ის შემდეგ იასონ არაგვის ერისთავი უნდა მოდიოდეს, რევაზ I ზედმეტია --M. განხილვაწვლილი 13:11, 22 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
ერთი წიგნია, ქალაქი დუშეთი და იქაა არაგვის ერისთავებზე საუბარი. გადავხედავ შაბათკვირას და შეგეხმიანები.-Surprizi განხილვაწვლილი 14:43, 22 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
@M.:ჯაბას უნდა კითხო როგორც ჩანს.--Surprizi განხილვაწვლილი 17:43, 22 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
@Jaba1977: არაგვის ერისთავების სია რა წყაროს საფუძველზეა ჩამატებული სტატიაში? რევაზ I-ს არსებობა საეჭვოა --M. განხილვაწვლილი 18:48, 22 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

ეგ სია, რომ შევიტანე 11 წლის წინ, მაშინ წყაროებს არ ვუთითებდით, აღარც მახსოვს. თუმცა ახლა ვნახე რაღაც ელ. ვერსია არაგვის ერისთავებზე, აბა ნახეთ, სხვა (მსგავსი) ქრონოლოგიით, მაგრამ დასტურდება „რევაზ ნუგზარის ძე. (ჩანს 1626- გ. 1679). არაგვის ერისთავი (1670-1679) წლებში.“. დანარჩენი თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალეთ. სამწუხაროდ, ახლა ამ საკითხის კვლევის დრო არ მაქვს. --Wiki - ჯაბა 19:00, 22 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

ვესპასიანეს არმაზის სტელა

რედაქტირება

გამარჯობა Surprizi! აღნიშნული მცხეთის სტელის ბერძნულ წარწერიდან ქართულად გადათარგმნილ ტექსტთან დაკავშირებით, ვციტირებ:

"ნაქულბაქევის არქეოლოგიური გათხრებისას 1867 წელს აღმოჩენილი ბერძნულენოვანი წარწერიანი ქვა, რომელიც ჩატანებული იყო მცხეთის გალავანში, როგორც სამშენებლო წარწერა. წარწერაში მოხსენიებულია ორმეფობის პერიოდში მოღვაწე მეფეები - მეფე იბერიისა მითრიდატე, მეფე ფარსმანი და შვილი იამაზა."

წარწერა თარიღდება 75 წლით. შეკითხვა მაქვს, კერძოდ, არსობობს მიხეილ თამარაშვილის მიერ თარგმნილი ტექსტი:

"თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, მეშვიდეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, მეთოთხმეტეჯერ თვითმპყრობელად (არჩეულმა), ექვსჯერ ჳპატოსმა და მეშვიდეჯერ გამოცხადებულმა, სამშობლოს მამამ ცენზორმა და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ, მეხუთეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ ჳპატოსმა და მეხუთედ გამოცხადებულმა, ცენზორმა და დომიციანე კეისარმა, სებასტოსის ძემ, სამჯერ ჳპატოსმა და მეოთხედ გამოცხადებულმა, იმერთა მეფეს, მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასასპის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს და ხალხს კედლები გაუმაგრეს. (მიხეილ თამარაშვილი „ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე“. გვერდები: 98, 99.)

და სერგო გორგოძეს მიერ ნათარგმნი ტექსტი:

"იმპერატორმა, კეისარმა ვესპასიანემ, ავგუსტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, ტრიბუნის უფლებით მეშვიდეჯერ შემოსილმა, მეთოთხმეტეჯერ ტრიუმფატორმა, ექვსჯერ კონსულმა და მეშვიდეჯერ არჩეულმა, სამშობლოს მამამ და ცენზორმა; და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, ტრიბუნის უფლებით მეხუთეჯერ შემოსილმა და ცენზორმა; და დომიციანე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, მეოთხეჯერ კონსულად არჩეულმა – იბერთა მეფეს მითრიდატს, მეფის ფარსმანისა და იამაზიდის ძეს, კეისრისა და რომაელი ხალხის მეგობარს, აღუშენეს ციხე." (სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. გვერდები: 52, 53.) ამ ქვის წარწერა 75 წელს შეეხება. აღნიშნული ქვა მცხეთის მახლობლად იპოვნეს 1857 წელს.

აქ, ორივე ტექსტში წერია: 1. "მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასასპის ძეს" და 2. "მითრიდატს, მეფის ფარსმანისა და იამაზიდის ძეს". ანუ მითრიდატე გამოდის ფარსმან I-ის და იამასასპის ანუ იამაზიდის ძე, მაგრამ მცხეთის სტელის ბერძნულ წარწერიდან (?) "მითრიდატე, მეფე ფარსმანი და შვილი იამაზა***"... ამ უკანასკნელის ნაცვლად ერთ-ერთი ტექსტით, მიხეილ თამარაშვილის ან სერგი გორგაძის ციტირებით ხომ არ შეიცვალოს? მადლობა.

P.S. ვიკი–გვერდზე, "ვესპასიანეს არმაზის სტელა", აქაც მოხსენიებულია: მითრიდატეს მეფე ფარსმანისა და იამაზასპუჰის ძეს! (მაგრამ აქ წყარო არ არის მითითებული, ალბათ ისევ ინტერნეტიდან და წყაროს მივუთითებ).--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:32, 24 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

იმოქმედეთ ხოლმე ვიკი წესების შესაბამისად. ბოლო სამეცნიერო წყაროა ვიცი რომ ენიჭება უპირატესობა. წარმატებები.-Surprizi განხილვაწვლილი 15:10, 24 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

We sent you an e-mail

რედაქტირება

Hello Surprizi/არქივი 5,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

კატეგორია

რედაქტირება

გამარჯობა, ჩემი სტატიები გაასწორე და უკატეგორიო გიწერია ყველგან და რა არის ეს კატეგორია? მე მეგონა ახალ სათაურს რომ ვამატებდი მაგას ერქვა...

არ ვიცი უცნობო მეგობარო ვინ ბრძანდებით, მაგრამ აი მოთხოვნილი ინფორმაცია. ორიოდე სიტყვით, კატეგორია ესაა მაჯამებელი კატეგორიები, რომლებიც სტატიებს ყველაზე დაბლა ემატება ხოლმე. მისი საშუალებით მომხმარებელს ეძლევა სტატიიდან სტატიაში ნავიგაცია და არის კატალოგიზაციის კარგი საშუალება. ეს ფუნქცია ყველა ენოვან ვიკიპედიაში აუცილებელი მოთხოვნაა, ისე სტატია ითვლება რომ დაუსრუებელია. პატივისცემით!


პ.ს. გეტყობათ ახალბედა ბრძანდებით. ვიკიპედიაში განხილვის გვერდებზე კითხვის თუ აზრის გამოხატვისას ასევე ვსვამთ ხელმოწერას მარტივი იდენტიფიკაციისათვის. სინტაქსურად ასე გამოიყურება --~~~~--Surprizi განხილვაწვლილი 14:54, 4 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

ბაქარ I და ბაკურ II

რედაქტირება

გამარჯობა მიშა! მოგეხსენებათ ვმუშაობ ქართლის მეფეთა იდენტიფიკაციაზე, ჩავეციკლე იბერიის მეფეთა გლობალურ პრობლემას, თანმიმდევრობა რომ უმეტეს შემთხვევაში დაუდგენელია. მე ვცდილობ მეფეთა იდენტიფიცირების მცდელობით რაიმე წვლილი შევიტანო აღნიშნულ საქმეში. ერთი პრობლემა მინდა განვიხილო თქვენთან, კერძოდ ბაქარ I! მოგეხსენებათ სტატიაში მოყვანილია ძირითადად ბაქარ I-ის ბაკურ II-ის შედარება და მათი მეფობის ირგვლივაა თემატიკა. მე ვფიქრობ, ეს გვერდი უნდა გაიმიჯნოს სტატიის შესაბამისად, როგორც ბაქარ I და ბაკურ II, რადგან ბაქარი მირიანის ძეა, ხოლო ბაკური რევის ძე. სტატიაში წერია: არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბაკური (რევის ძე). წითელი ფონით მოცემული ბაკურ (რევის ძე) იგივეა, რაც ბაკურ II. ან უკეთესი, შესაძლებელია შეიქმნას სტატია ბაქარ I და ბაკურ II (ჯერ ბაქარ I, მირიანის ძე, რადგან იგი უფროსი გახლდათ და შემდეგ ბაკურ II, რევის ძე, როგორც მირიანის შვილიშვილი), როგორც ვთქვათ, ბარტომი და ქართამი, მაგრამ ასევე აუცილებელია შეიქმნას ბაქარ I-ის და ბაკურ II-ის სტატიები ცალ-ცალკე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს ორი მეფე ერთმანეთზე გადამისამართებით არ უნდა იძებნებოდეს. მადლობა. განხილვაში კი დავწერე, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებდა, როგორც განხილვაში ერთ-ერთი მონაწილის.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:40, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

მე ვთვლი რომ აქ ვიკიში იდენტიფიცირების ასპარეზი არ უნდა იყოს. გამოაქვეყნეთ თქვენი ხედვა რომელიმე სამეცნიერო გამოცემაში და მერე ვიფიქროთ მისი ვიკიპედიაში დანერგვაზე.-Surprizi განხილვაწვლილი 15:48, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
ჯერ წყაროები არ მაქვს მითითებული, ეგ დროის საკითხია. მივუთითებ სულ მალე. მის ჩასმას იბერიის მეფეთა სიაში ვფიქრობ სამომავლოდ ჩაკეცილ მდგომარეობაში მაინც. ბაქარ I და ბაკურ II-ის გაერთიანებაზე რა აზრის ხართ? სტატიიდან გამომდინარე გეკითხებით. სტატია კარგია, მაგრამ ერთი მეფედან მეორეზე გადამისამართება დამეთანხმებით არ უნდა კეთდებოდეს. თუ სტატია გაერთიანდა, შემდგომში ცალ-ცალკე შევქმნი მათ, რათქმაუნდა წყაროების მითითებით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:54, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

იდენტიფიცირებას არ დავარქმევ რათქმაუნდა (ეს თვითშემოქმედებაა...). სათაური იბერიის მეფეთა სია ერქმევა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:58, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

ბაქარ 1 და მაქარ 2 ეს ლიტარატურაში უნდა გეწეროთ მე ნუ მეკითხებით!--Surprizi განხილვაწვლილი 04:58, 15 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

დამატება

რედაქტირება

გამარჯობა! თქვენ შექმნილ სტატიაში ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსას იხილეთ აგრეთვეში დავამეტე თეიმურაზ ბატონიშვილის მეფეთა ქრონოლოგია. მემგონი უფრო გაალამეზებს. გმადლობთ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:38, 25 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

შეკითხვა

რედაქტირება

გამარჯობა, გენეალოგია მირიანიდან ვახტანგამდე თქვენ შექმენით? მე როგორც ვიცი რევის ძე ბაკური და თრდატია, ხოლო თრდატის ძე მხოლოდ ბაკური. რომელი წყაროდანაა თუ შეიძლება რომ მითხრათ. არ მინდა შეცდომა იყოს გაპარული. წინასწარ მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:37, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

წყაროებად მხოლოდ ქართლის ცხოვრბა და მოქცევა ქართლისაა აღებული. თუმცა ეგ ჩემი ორიგინალური კვლევა გამოდის და წესით და რიგით წასაშლელია--Surprizi განხილვაწვლილი 13:43, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
მანდ სწორედ მასეა: გენეალოგიაში რევის ძე ბაკური და თრდატია, ხოლო თრდატს ყავს ასევე ძე ბაკური. ქალიშვილებზე მეკითხები?--Surprizi განხილვაწვლილი 13:45, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
ჩემი მთავარი სტატია ორიგინალი უნდა ნახო და არა შენთან გადაკოპირებული. შენთან აკლია დიდი ნაწილი. ჩემთან ახსნილია ვინ ვინაა და რომელი წყაროზე დაყრდნობით.--Surprizi განხილვაწვლილი 13:50, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
ქალიშვილებზე კი. ორიგინალი გენეალოგია გაქვს? იბერიის სამეფო მირიანიდან ვახტანგამდე სტატიაში რომ ჩაანაცვლო? ქალიშვილებზე ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი თუ რომელი წყაროდანაა.

P.S. იქნებ მხოლოდ იბერიის სამეფო მირიანიდან ვახტანგამდე სტატიაში იყოს?--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:54, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

სხვაგან მემგონი საჭირო არაა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:56, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
წაიკითხე ჩემი სტატია ნორმალურად და მიხვდები რომ ქართლის ცხოვრებასა და/ან მოქცევაი ქართლისაიში ნახსენებია ქალიშვილნიც!!!--Surprizi განხილვაწვლილი 13:58, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
„და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დის-წული თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო სჳმეონ.“--Surprizi განხილვაწვლილი 14:01, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
„და დაჯდა მეფედ ძე მისი ვარაზ-ბაქარ. და შეირთნა ორნი ცოლნი: ერთი - ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძის-წულისა; და ერთი - ძის-წული ფეროზისი, მირიანის ასულის-წულისა.“--Surprizi განხილვაწვლილი 14:03, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
გასაგებია მიშა, ანუ ფარსმან IV-ა ორივე, ქართლის ცხოვრების ვარაზ ბაკურის ძე ფარსმან და თრდატის დისწული ფარსმან, ორივე IV.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:14, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
სწორია მიშა, მაგრამ სხვადასხვა წყაროა და ერთმანეთში არევა გენეალოგიის არასწორია, მგავსად თარგი:იბერიის მეფეებისა. საწყენად ნუ მიიღებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:19, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
იმას ვამბობ, რომ ფარსმან IV-ის გაორებაა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:20, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
არაა გაორება. არააა!!! გააკეთე შენი გენეალოგია შემახედე და განახებ რომ ეს ორი წყარო ერთმანეთს არ უშლის ხელს!!!--Surprizi განხილვაწვლილი 14:23, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

1. თრდატს ყავდა და (ძმის გარდა), ხოლო მას კი ყავდა ძე ფარსმანი. ,,და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დის-წული თრდატისი,,. მეთანხმები დასა და ფარსმანზე? ანუ რევის ყავდა სამი შვილი.Surprizi განხილვაწვლილი 14:32, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

"და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დის-წული თრდატისი" (მოქცევაჲ ქართლისაჲ. მარცხენა ფლანგზე რომაა ეგაა ფარსმან IV) და არის ასევე ვარაზ-ბაქარის ძე ფარსმან IV, მირდატ IV-ის ძმა. ეს კიდე ქართლის ცხოვრების მიხედვით (იხ. იბერიის მეფეთა სია. თრდატის დისწული ფარსმანი და ვარაზ-ბაკურის ძე ფარსმანი სხვადასხვა ვერსიის ეღიდაიგივე პირია.😉--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:46, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
სიაში ორი ფარსმანია. სიაში კი ორივე ფარსმანი მყავს, წყაროს მიხედვით. ქსე-შიცაა ნომირირებული და ეს უდავოა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:49, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
მიშა ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ გენეალოგია ერთი წყაროთი უნდა აიგოს, რამეთუ სხვადასხვა, გასნხვავებულ ვერსიებს გვთავაზობენ სხვადასხვა ავტორები და აუცილებლად აღრევა მოხდება.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:53, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
მომისმინე შენ მე ჯერ იმაზე გამეცი პასუხი რომ რევის ყავდა სამი შვილი და რომ თრდატის დის შვილს ერქვა ფარსმანი. ეთანხმები თუ არა?Surprizi განხილვაწვლილი 14:57, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
მივხვდი ეხლა. საქმე იმაშია რომ რევის შთამომავლობამ გაწყვიტა ურთიეთობა ბაქარის მოდგმასთან. უჯარმაში იჯდა ფარსმანი, რომელიც თავს მეფეს ეძახდა. ამავდროულად მცხეთაშიც იჯდა სხვა, შეიძლება მასაც ფარსმანი ერქვა ან ეს ორი ფარსმანი სხვადასხვა წლებში იჯდნენ უჯარმასა და მცხეთაში. ანუ რევის შთამომავლობამ უარყო ბაქარის მცხეთის დინასტია და მას ქონდა უჯარმელი მეფეების თავის ქრონოლოგია რამოდენიმე თაობა. შენ რაც გინდა ის ქენი ეს ჩემი ორიგინალური კვლევაა მაინც.Surprizi განხილვაწვლილი 15:13, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
კი, ასეა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:17, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
კი, რევის ყავდა სამი შვილი და თრდატის დის შვილს ერქვა ფარსმანი, გეთანხმები მიშა, და ეგ ფარსმან IV-ა ქართლის მოქცევის თანახმად, ხოლო ქართლის ცხოვრების თანახმად ხაზგასმულია, რომ ვარაზ-ბაქარის ძე იყო ფარსმანი IV. გენეალოგიაში მეორდება და ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა წყაროა ერთ გენეალოგიაში. ამაზე ვამბობ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:21, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
ამიტომ თხოვნა იქნება, რომ იბერიის სამეფო მირიანიდან ვახტანგამდე-ში იყოს ეს გენეალოგია მხოლოდ. ამ უკანასკნელის სრულყოფა კი შეიძლება ისე სამომავლოდ. მადლობა. დაგღალე ამდენი საუბრით...

ჩემი სტატია წასაშლელია მისი ორიგინალობის გამო. მნიშვნელ9ბა არააქვს იმას რომ მე ესეთი ხედვა მაქვს. ამ ინფორმაციას დავაკოპირებ და ჩემთან შევინახავ. მერე კი ადმინებს მის წაშლას ვსთხოვ.Surprizi განხილვაწვლილი 16:36, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

კარგი. უკაცრავად მიშა, ერთი რამაა კიდევ, მაშინ, როდესაც იბერიის სამეფოს გენეალოგიური ხე არსებობს, თარგი:იბერიის მეფეთა გენეალოგია (ვახტან გორგასლამდე) თუა საჭირო? მე ვფიქრობ არა. ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა, მაგრამ მაინც.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:14, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
სტატიას ვაშლევინებ. ჩემს ორიგინალურ კვლევაში ვსაუბრობდი ისეთ გენეალოგიურ ხეზე სადაც ვუთითებდი რომ ქართლის ცხოვრება ეს იყო მცხეთის მატიანეს დაწერილი და შესაბამისად ჩვენთვის ისაა დასაყრდენი, ხოლო მოქცევაი ქართლისაი უფრო უჯარმის მატიანის შედგენილი იყო. ერთი ისევე მეორე ერთმანეთს არ აღიარებენ რაღცა პერიოდი მეფობისა. მეტი არაფერი. დაივიწყე ეგ გენეალოგია! გამოდი არსებული მეცნიერთა ნააზრევიდან!!! ჩემი კვლევის მიხედვით მაშინდელ იბერიაში იჯდა ორი მეფე. ერთი მირიანისაგან ხელდასხმული ანუ ნ ამდვილი მეფე, ხოლო მეორე რომელსაც უნდა ერისთავის ტიტული ეტარებინა და იჯდა უჯარმაში ისიც თავს მეფეს ეძახდა, იმის გამო რომ მირიანის ძის რევის შთამომავლები იყვნენ და ჰქონდათ იმის იმედი რომ მირიანის სიკვდილის შემდეგ ის შტო გამეფდებოდა, მაგრამ ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან და ამათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ფაქტიურად მოქცევაი ქართლისაიში უჯარმელების მხრიდან ადგილი ჰქონდა სეპარატიზმს. ამ ყველაფერს ბოლო დაუდო ვარაზ-ბაკურმა, რომელმაც ცოლად შეირთო რევის ოჯახის წარმოადგენელი და ამითი მცხეთის ტახტზე დაჯდა რევის შთამომავლებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში სეპარატიზმი გაგრძელდებოდა. სულ ეს იყო და ეს! მოკლედ დაივიწყე!!! აქ მოსატანი არაა მაგრამ რევის შთამომავლობას სომხეთი უჭერდა მხარს და სომხეთი იყო დაინტერესებული მისი შთამომავლობის გამეფებაშ, რადგანაც რევის ცოლი სალომე უჯარმელი იყო სომხეთის მეფის ასული.--Surprizi განხილვაწვლილი 13:08, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
გასაგებია. იბერიის სამეფოს გენეალოგიური ხე არსებობს, თარგი:იბერიის მეფეთა გენეალოგიაც იყოს? ვახტანგამდეა თან. ეგეც ხომ არ წაიშალოს?
I აბზაცი მეტრეველის და ლორთქიფანიძის წყაროდანაა (მითითებულია), დანარჩენი კი შენი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:19, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
ჩემი კველვაზე არ უნდა აიგოს არაფერი. თუ გასასწორებელია გაასწორე.--Surprizi განხილვაწვლილი 13:23, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
თარგი:იბერიის მეფეთა გენეალოგია ერთგვარად = იბერიის სამეფოს გენეალოგიური ხეს, ეს უკანასკნელი ნამდვილად გასასწორებელია და ვასწორებ ამით. ბაქარი და ბაკური დასრულებულია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:32, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
ანუ თარგი:იბერიის მეფეთა გენეალოგია წასაშლელია, რადგან იბერიის სამეფოს გენეალოგიური ხის გამეორებაა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:36, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
მე ვერაფერში დაგეხმარები. რასაც გეუბნება სამეცნიერო ლიტერატურა ისე გააკეთე, რაც წასაშლელია წაშალე რაც დასატოვია დატოვე. მე ნუღა მეკითხები. საბოლოო მაინც არაფერია ეს ყველაფერი მუდმივად შეიცვლება მაინც.--Surprizi განხილვაწვლილი 13:39, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
კარგი, მადლობა. უბრალოდ აზრი გკითხე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:41, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014959/ am linkidan shegizliat vikipediashi sheitanot monacemebi

Surprizi/არქივი 5-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.