ტბელი აბუსერისძე

ქართველი პროზაიკოსი, ჰიმნოგრაფი, ასტრონომი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბუსერისძე.

ტბელი აბუსერისძე (დ. დაახლოებით 1190 — გ. 1240) — ქართველი პროზაიკოსი, ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი და ასტრონომი. ხიხათის (აჭარის) ერისთავთერისთავის ივანეს შვილი და ძმა ქართული კულტურის მეცენატებისა — ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებისა. კანონიზირებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და მოიხსენიება 17/30 აგვისტოს. 2020 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაწესდა ტბელი აბუსერისძის ორდენი.

ტბელი აბუსერისძე
დაბ. თარიღი 1190
გარდ. თარიღი 1240
საქმიანობა ასტრონომი და პროზაიკოსი

ტბელი აბუსერისძე ავტორია რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა:

რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულიძე ი., ტბელ აბუსერიძე - XIII საუკუნის ქართველი მწერალი, თბ., 1963;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება