აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოები — სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც დაწესებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ. დადგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 18 აგვისტოს კანონით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს მიეკუთვნება ტბელ აბუსერისძის ორდენი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალი.[1]
პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ჯილდო, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, თუმცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირიც.[1]
ტბელ აბუსერისძის ორდენი ატარებს XII-XIII საუკუნეების სახელმწიფო მოღვაწის და მწიგნობრის, ტბელი აბუსერისძის სახელს. ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში — მმართველობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში — შეტანილი წვლილისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. ორდენი სამი ხარისხისაა: I, II და III. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ღირსეული სამსახურისათვის.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ (N138-უ.ს.რ.ს.). 18 აგვისტო 2020. „საკანონმდებლო მაცნე“.