ლევან ღოღობერიძე
ლევან დავითის ძე ღოღობერიძე (დ. 17 ივლისი, 1898, გოჩაჯიხაიში — გ. 1937, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, რეპრესირებული, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მამა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა პეტროგრადის პოლიტექნიკუმი. 1915 წლიდან რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა ჯარში. 1917 წელს თბილისში თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩიში“. 1918-1920 წლებში ბაქოში მოღვაწეობდა: იყო ბაქოს რევკომის თავმჯდომარე (1920), შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო პოლიტსაგანმანათლებლო განყოფილების გამგე, პარტიის ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გახდა თბილისის რევკომის თავმჯდომარე; პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი (1922); 1923-1924 წლებში იყო საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1926-1930 წლებში პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1930-1934 წლებში სწავლობდა მოსკოვში წითელი პროფესურის ინსტიტუტში; 1934 წლიდან პარტიის ეისკის რაიკომის მდივანი, ქარხანა „როსტრესელმაშის" პარტკომის მდივანი; იყო პარტიის XV-XVI ყრილობის დელეგატი. 1936 წელს დააპატიმრეს, 1937 წელს სიკვდილით დასაჯეს. მისი მეუღლე ნუცა ღოღობერიძე გადაასახლეს.
ავტორია ნაშრომისა „ქართული ემიგრაცია და ანტისაბჭოთა პარტიების მუშაობა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოიძე, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 598.