ჯუმბერ პატიაშვილი
ჯუმბერ ილიას ძე პატიაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1939, ლაგოდეხი) — ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის მე-12 პირველი მდივანი 1985-1989 წლებში. მონაწილეობას იღებდა 1995 და 2000 წლების საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი ორივეჯერ მეორე ადგილზე გავიდა.
ჯუმბერ პატიაშვილი | |
საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ მე-12 პირველი მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ივლისი, 1985 – 14 აპრილი, 1989 | |
პრეზიდენტი | მიხეილ გორბაჩოვი |
წინამორბედი | ედუარდ შევარდნაძე |
მემკვიდრე | გივი გუმბარიძე |
დაბადებული | 5 აგვისტო, 1939 ლაგოდეხი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | კომპარტია (1962–1991) ერთობა (2001) |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
პროფესია | აგრონომი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1962-1965 წლებში იყო ასპირანტი. 1965-1967 წლებში იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 1965-1967 წლებში იყო საქართველოს სსრ კომკავშირის ინსტრუქტორი. 1967-1968 წლებში იყო ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკებთან მუშაობის სექტორის გამგე. 1968-1969 წლებში იყო საკავშირო ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი. 1969-1970 წლებში იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი. 1970-1973 წლებში იყო საქართველოს კომაკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი. 1973-1974 წლებში იყო კომუნისტური პარტიის გორის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი. 1974-1985 წლებში იყო საქართველოს სსრ კომპარტიის მდივანი. 1985 წლის 6 ივლისიდან 1989 წლის 14 აპრილამდე იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი. 1989-1999 წლებში მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „თავთავის“ გენერალური დირექტორი). 1999 წლიდან მიწათმოქმედების ინსტიტუტის კონსულტანტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მცხეთის მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004 -2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მაჟორიტარი).
ლიტერატურა
რედაქტირება- პატიაშვილი ჯ., „ოცდასამი წლის შემდეგ“, თბ., 2013
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეხუთე მოწვევა) დაარქივებული 2020-07-19 საიტზე Wayback Machine.
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეექვსე მოწვევა) დაარქივებული 2020-07-19 საიტზე Wayback Machine.
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თავი 4:პერსონაჟები დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.