ლავრენტი ქართველიშვილი

ლავრენტი იოსების ძე ქართველიშვილი (დ. 28 აპრილი [ძვ. სტ. 16 აპრილი], 1880, სოფ. იანეთი, ქუთაისის გუბერნია — გ. 22 აგვისტო, 1938, მოსკოვი) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული მოღვაწე.

ლავრენტი იოსების ძე ქართველიშვილი
250პქპქ
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1880
დაბადების ადგილი იანეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 აგვისტო, 1938 (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რსფსრ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
უკრაინის სსრ
 სსრკ
ეროვნება ქართველი
პარტია სკკპ
საქმიანობა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი

დაიბადა 1880 წელს, სოფელ იანეთში, გლეხის ოჯახში. 1910-1914 წლებში სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. სტუდენტურ რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და 1914 წელს სარატოვის ოლქში გადაასახლეს. 1917-1918 წლებში უკრაინის კომუნისტური პარტიის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი ორგანოს ჟურნალის, "მნათობის" პირველი რედაქტორი. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1929 წელს იყო უკრაინის კპ ცკ-ის მეორე მდივანი. 1931 წლის 11 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივნის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა დასავლეთ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკრაინაში. 1937 წელს ბრალი დასდეს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრობაში. [1] 1938 წელს დახვრიტეს. 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება