სარატოვის ოლქი
| |||||
Saratov Oblast | |||||
ადმინისტრაციული ცენტრი | სარატოვი | ||||
ფართობი - სულ |
36-ე 100 200 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
მე-19 დაახ. 2 608 300 (2006) | ||||
ფედერალური ოლქი | ვოლგისპირეთი | ||||
ეკონომიკური რაიონი | ვოლგა | ||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
გუბერნატორი | პავლე იპატოვი | ||||
საავტომობილო კოდი | 64, 164 | ||||
სასაათო ზონა | MSK+1 (UTC+04:00) |
სარატოვის ოლქი (რუს. Саратовская область) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. შედის რუსეთის ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი - სარატოვი. დაარსდა 1936 წლის 5 დეკემბერს.
გეოგრაფია
რედაქტირებასარატოვის ოლქი მდებარეობს ქვემო ვოლგისპირეთში, მარჯვენანაპირეთის უმეტესი ნაწილი ვოლგისპირა მაღლობს უკავია, ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კასპიისპირა დაბლობია. აღმოსავლეთი საზღვარი ობშჩი-სირტის კალთებზეა. მთავარი მდინარეა ვოლგა (420 კილომეტრი ოლქის ფარგლებში), რომელზედაც გაშენებულია ვოლგოგრადისა და სარატოვის წყალსაცავები. დასავლეთ ნაწილში მიედინება ხოპიორი, მედვედიცა, ილოვლია (დონის მარცხენა შენაკადები. ტერიტორიის დიდი ნაწილი სტაპის ზონაშია, ტყეს 5 % უკავია. ოლქს სამხრეთით ესაზღვრება ყაზახეთი, დასავლეთიდან ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ტამბოვის ოლქები, ჩრდილოეთიდან სამარის, ულიანოვსკისა და ორენბურგის ოლქები.
მოსახლეობა
რედაქტირება2002 წლის აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობს:
- რუსები — 2293,1 ათ. (85,9)
- ყაზახები — 78,3 ათ. (2,9 %)
- უკრაინელები — 67,3 ათ. (2,5 %)
- თათრები — 57,6 ათ. (2,2 %)
- სომხები — 25 ათ.
- აზერბაიჯანელები — 16,4 ათ.