სარატოვის წყალსაცავი
სარატოვის წყალსაცავი (რუს. Саратовское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგაზე, რუსეთის ულიანოვსკის, სამარისა და სარატოვის ოლქებში. შექმნილია სარატოვის ჰესის კაშხლით. აივსო 1967-1968 წლებში. ფართობი — 1831 კმ², მოცულობა 12,9 კმ³, სიგრძე 341 კმ, მაქსიმალური სიგანე 12 კმ, მაქსიმალური სიღრმე 33 მ. აწესრიგებს მდინარე ვოლგის ჩამონადენს. შეიქმნა ენერგეტიკული, წყლის სატრანსპორტო, სამრეწველო და კომუნიკაციური წყალმომარაგების მიზნით. წყალსაცავში იჭერენ თევზს. წყალსაცავის ნაპირზეა ქალაქები: კუიბიშევი, ჩაპაევსკი, სიზრანი, ხვალინსკი, ბალაკოვო.
სარატოვის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Саратовское водохранилище | |
სარატოვის წყალსაცავი | |
კოორდინატები: 52°03′05″ ჩ. გ. 47°45′19″ ა. გ. / 52.05139° ჩ. გ. 47.75528° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ზღვის დონიდან | 28 მ |
სიგრძე | 341 კმ |
სიგანე | 12 კმ |
ფართობი | 1831 კმ² |
მოცულობა | 12,9 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 33 მ |
საშუალო სიღრმე | 8 მ |
მდინარე | ვოლგა |
შევსების წელი | 1967-1968 |
ჰესი | სარატოვის ჰიდროელექტროსადგური |