ვოლგოგრადის წყალსაცავი
ვოლგოგრადის წყალსაცავი (რუს. Волгоградское водохранилище) — ვოლგის ჰესის კაშხლით წარმოქმნილი წყალსაცავი რუსეთში, მდინარე ვოლგაზე, ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქების ტერიტორიაზე. ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესია. შეივსო 1958–1961 წლებში. ფართობი 3117 კმ², მოცულობა 31,5 კმ³, სიგრძე 540 კმ, უდიდესი სიგანე 17 კმ, საშუალო სიღრმე 10,1 მეტრი. მისი საშუალებით ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება. გამოიყენება ენერგეტიკის, წყლის სპორტის, ირიგაციისა და წყალმომარაგების მიზნებით. განვითარებულია თევზჭერა (კაპარჭინა, ფარგა, კობრი). წყალსაცავის ნაპირებზეა ქალაქები: სარატოვი, ენგელსი, კამიშინი, დუბოვკა, ვოლსკი, მარქსი და სხვ.[1][2]
ვოლგოგრადის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Волгоградское водохранилище | |
შერბაკოვსკის ყურე | |
კოორდინატები: 49°22′22″ ჩ. გ. 45°01′05″ ა. გ. / 49.37278° ჩ. გ. 45.01806° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ვოლგოგრადის ოლქი, სარატოვის ოლქი |
სიგრძე | 540 კმ |
სიგანე | 17 კმ |
ფართობი | 3117 კმ² |
მოცულობა | 31,5 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 10,1 მ |
მდინარე | ვოლგა |
შევსების წელი | 1958–1961 |
ჰესი | ვოლგის ჰესი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Волгоградское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.
- ↑ Волгоградское водохранилище // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 625.