ფარსმანი და კაოსი
ფარსმანი და კაოზი ან კაოსი და ფარსმანი — ქართლის (იბერიის) მეფეთა წყვილი ძვ. წ. II საუკუნის 50–იან წლებში, ორმეფობის დროს.
ისტორია
რედაქტირებამეფეთა ცხოვრება ფარსმანს და კაოს ბარტამ და ქართამ მეფეტა ძეებედა მიიჩნევს. წყაროს ცნობით, ისინი სომეხთა მეფის მორჩილებაში ყოფილან და მუდამ შეეწეოდნენ მას მტერთან ბრძოლაში. მათ დროს გამხდარა სომხეთში მეფე „დიდი იარვანდი“, რომელსაც დაუვუწყნია ქართველთა სიკეთე და ფრასმანს, რომელიც არმაზში იჯდა, წაართვა ტერიტორიის ნაწილი: ფარსმანის და კაოსის შემდეგ მათი ძენი, გამეფებულან – არმაზს აზორკი და შიდა ქართლსა არმაზელი.
ისტორიული წყაროები
რედაქტირება- მოქცევაჲ ქართლისაჲ[1]
„და მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ კაოზ.“
|
- ივერიის ისტორია (თეიმურაზ ბატონიშვილი)[2]
„და“
|
- საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)[3]
მეცნიერული მოსაზრებანი
რედაქტირებაპავლე ინგოროყვას მოსაზრებით ფრასმან–კაოსის წყვილს ახ. წ. I-II საუკუნეებში უნდა ემეფა, ხოლო კაოსი უნდა იყოს სერაფიტის სტელის წარწერაში მოხსენიებული პუბლიკი აგრიპა, რომლის სახელის სრული ფორმა უნდა იყოს Caius Publicius Agrippa. ეს აზრი მეცნიერებაში არ არის გაზიარებული.
გიორგი მელიქიშვილის აზრით, ამ წყვილის ზეობა ძვ. წ. II საუკუნის 50–იან წლებზე მოდის.
წინამორბედი: ბარტამ და ქართამ |
ქართლის მეფე 72 – 87 [4] |
შემდეგი: აზორკ და არმაზელ |
წინამორბედი: ბარტომ II და ქართამ |
საქართველოს მეფე 72 – 87 [5][6] |
შემდეგი: არმაზელ და აზორკ |
წინამორბედი: ქართამ პირველი და ბარტომ მეორე |
ივერიის მეფე 72 – 87 [7] |
შემდეგი: აზორკ პირველი და არმაზელ პირველი |
წინამორბედი: ქართამ I = ფლავიოს დადე და ბარაცმან (ბარცომ, ბერცუმ) |
იბერიის მეფე I საუკ. ბოლო – II საუკ. დასაწყისი [8] |
შემდეგი: ფარნუკ I = ხსე-ფარნუგ და არმაზაერი[9] |
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეფეები მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2000;
- გ. მელიქიშვილი: ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილი სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები: 1958, ტომი 4, ნაკვეთი I;
- გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე: ისტორიის სერია, 1978, № 3;
- ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, „მოამბე“. 1905, № XI.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ
- ↑ ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.
- ↑ „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
- ↑ ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
- ↑ საქართველოს ძველი ისტორია
- ↑ თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
- ↑ პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
- ↑ პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“